წიპწის ზეთი - უძველესი მკურნალი ბიბლიიდან და მისი გამოყენების სხვადასხვა გზა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წიპწის ზეთი - უძველესი მკურნალი ბიბლიიდან და მისი გამოყენების სხვადასხვა გზა

მრავალი უნიკალური, სასარგებლო და განსაკუთრებული პროდუქტი მზადდება. ვაზის პროდუქტებიდან ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტი სწორედ წიპწის ზეთია, თავისი სამკურნალო, გამაჯანსაღებელი და სასარგებლო თვისებებით. ...და რაც უფრო მეტს ვიგებთ მის სასარგებლო თვისებებზე, მით მეტად ვრწმუნდებით, რომ ვაზის პროდუქტებში ბუნების განსაკუთრებული მადლია მოქცეული, ხოლო ვაზისგან მიღებულ პროდუქტებს შორის, ერთ-ერთი გამორჩეული სწორედ წიპწის ზეთია.

წიპწის ზეთის წარმოება ერთი შეხედვით ტრადიციულია საფრანგეთსა და იტალიაში, თუმცა მას უფრო ხანგრძლივი დროის მანძილზე იცნობენ და ამზადებენ საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და ამტკიცებს, რომ საქართველო უპირველესი ვაზის სამშობლოა. წიპწის ზეთის ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელი საქართველოში "მეღვინეობა "ხარებაა", რომლის პროდუქცია მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაშია ექსპორტირებული. "მეღვინეობა ხარებას" წიპწის ზეთის განსაკუთრებულობა კი სწორედ ისაა, რომ კომპანია მას ცივი დაწურვის ტექნოლოგიითა და წიპწის მარცვლების სელექციური მეთოდით ამზადებს. როგორც საწარმოში განმარტავენ, წიპწის ზეთის განსაკუთრებულობას მისი ცივი წესით მიღება და წიპწის მარცვლების სელექციური შერჩევის მეთოდოლოგია და ტექნოლოგია განაპირობებს. სწორედ ეს პირობები უნარჩუნებს ზეთს უნიკალურ სამკურნალო და სასარგებლო თვისებებს.

მიუხედავად იმისა, რომ ცივი დაწურვის დროს გაცილებით ნაკლები რაოდენობის ზეთი მიიღება, "ხარებაში" აცხადებენ, რომ მათთვის უმთავრესი, სწორედ მიღებული პროდუქტის ხარისხია და არა რაოდენობა, რადგან ცივი დაწურვისგან განსხვავებით, თერმული დამუშავებით მიღებული წიპწის ზეთი სამკურნალო თვისებების უდიდეს ნაწილს კარგავს, რაც მასზე მოთხოვნადობასაც ამცირებს და მის ხარისხსაც. "მეღვინეობა ხარებას" საწარმოში ზეთის მიღებისთვის ირჩევა და გამოიყენება წიპწის მხოლოდ ის მარცვლები, რომელიც სრულიად ჯანსაღია და არ არის ნადუღი ჭაჭასთან ერთად. შედეგი კი არის ხარისიანი და უნიკალური პროდუქტი, რომელიც სამკურნალო და კოსმეტოლოგიური თვისებებით გამორჩეულია და მასზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, მისი განსაკუთრებული თვისებებიდან გამომდინარე, წიპწის ზეთი საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია მთელ მსოფლიოში. მაგალითად, იტალიური და ფრანგული წარმოების ზეთების 250 მლ–იანი შეფუთვის ღირებულება დაახლოებით 40 ევროა, მაშინ როდესაც "მეღვინეობა ხარება" იგივე ხარისხის წიპწის ზეთს, რომელშიც 100%-ით არის შენარჩუნებული ყველა მისი ბუნებრივი და სასარგებლო თვისება, 25 ლარად სთავაზობს ქართველ მომხმარებელს.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ წიპწის ზეთი თანამედროვე პროდუქტი არაა. მის შესახებ ჯერ კიდევ უძველეს წყაროებში ვკითხულობთ. ყურძნის გადამუშავების კვალი საქართველოში 8000 წლის წინ იწყება, ხოლო შემდეგ ანტიკურ ეგვიპტეში, საბერძნეთსა და რომში მივყავართ, სადაც ხელნაწერებში აღწერილია ყურძნის წიპწის გამოყენება ჯერ კიდევ უძველეს კულტურაში. ასევე, წიპწის ზეთი ნახსენებია ბიბლიაში დანიელის მიერ, როგორც "უძველესი მკურნალი". მას ოდითგანვე "ახალგაზრდობის ელექსირს" უწოდებდნენ და ახლაც აქტიურად გამოიყენება, როგორც კოსმეტოლოგიაში, ისე სამკურნალოდ. წიპწის ზეთი შეიცავს ბიოფლავონოიდებს. ეს არის ნივთერება, რომელიც არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციას, ხელს უწყობს თმის ზრდას, კოლაგენის სინთეზს და აფერხებს დაბერების პროცესებს.

პედიატრები ხშირად ურჩევენ მშობლებს მის გამოყენებას ბავშვის კანის სიმშრალის დასაძლევად, ასევე საკვებ რაციონში მის შეტანას, როდესაც ზეთის მიღება ბავშვისთვის დასაშვები ხდება, რადგან წიპწის ზეთი საჭირო ვიტამინებით ავსებს ორგანიზმს, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და კუჭ-ნაწლავის სისტემის მოწესრიგებულ ფუნქციონირებას.

ყურძნის წიპწის ზეთი ამცირებს ადამინის სისხლში ქოლესტერინის დონეს, ამაგრებს სისხლძარღვებს, აქვს ანთების საწინააღმდეგო, რეგენერაციული, სისხლძარღვების გამაფართოებელი მოქმედება, არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, თირკმელში კენჭის წარმოქმნას, ათეროსკლეროზის და სიმსივნის განვითარებას.

ყურძნის წიპწაში შემავალი ანტიოქსიდანტები – პროციანიდი, რეზვერატროლი, ვიტამინები E, A, C - გამოდევნიან ორგანიზმიდან თავისუფალ რადიკალებს და აუმჯობესებენ იმუნიტეტს.

ყურძნის წიპწის ზეთი მდიდარია: ვიტამინებით – E, A, C, B1, B2, B3, B6, B9, B12 და მიკროელემენტებით – კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, რკინა – რომელიც გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. ზეთის 70%-ს შეადგენს ლინოლეის მჟავა – ომეგა-6, რომელიც ატენიანებს კანს და აუმჯობესებს კანის რეგენერაციულ პროცესებს.

mkurnali.ge

წიპწის ზეთი საუკეთესოა სალათებისთვის და ხორცის, თევზის მარინადისთვის. გამოირჩევა სასიამოვნო არომატით და გამოიყენება, როგორც დიეტური პროდუქტი. წიპწის ზეთის გამოყენების დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, ის უნდა დაემატოს გამზადებულ საკვებს და მისი თერმული დამუშავება არ შეიძლება.

ასეთია წიპწის ზეთის სასარგებლო თვისებები, რომელიც მართლაც უნიკალური და მრავალფეროვანია. მსოფლიო კი დღეისათვის ქართულ ღვინოსთან ერთად, უმაღლესი ხარისხი წიპწის ზეთითაც მარაგდება, რის გამოც ქართული ვაზის პროდუქტების პოპულარობა დღითი დღე იზრდება მსოფლიოში, მათი ხარისხიდან და გამორჩეული მახასიათებლებიდან გამომდინარე, რაშიც ერთ-ერთი ფლაგმანი და უმსხვილესი მიმწოდებელი სწორედ კომპანია "მეღვინეობა ხარებაა".