"ნებისმიერ ვირუსთან ბრძოლისას, რძის პროდუქტი იმუნური სისტემის მთავარი გამაძლიერებელი კომპონენტია" - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020

"ნებისმიერ ვირუსთან ბრძოლისას, რძის პროდუქტი იმუნური სისტემის მთავარი გამაძლიერებელი კომპონენტია"

"ნებისმიერ ვირუსთან ბრძოლისას, რძის პროდუქტი იმუნური სისტემის მთავარი გამაძლიერებელი კომპონენტია"
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოსცა რეკომენდაციები, რომელშიც აღინიშნა, რომ აუცილებელია რძის პროდუქტების მიღება, რათა გაძლიერდეს იმუნური სისტემა, განსაკუთრებით, ვირუსული ინფექციის დროს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ რძის პროდუქტების მოხმარების ძირითადი პრინციპები ჩამოაყალიბა და ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა როლი უკავია რძის ნაწარმს იმუნური სისტემის გაძლიერებაში.

ორგანიზაციის ოფიციალურ მიმართვაში ნათქვამია, რომ დაბალანსებულმა,ჯანსაღმაკვების რაციონმა შეიძლება გააუმჯობესოს ორგანიზმის ამტანობა,გაზარდოს იმუნური წინააღმდეგობა ვირუსის მიმართ და ხელი შეუწყოს საჭმლის მომნელებელ სისტემას ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ეს დოკუმენტი შეიცავს 5 მთავარ რეკომენდაციას:

1. რეკომენდებულიადღეში 300 გრ
რძის დალევა, ან მისი სხვა რძის პროდუქტით ჩანაცვლება (მაგალითად,30 გრ ყველის მიღება);
2. აუცილებელია გაიზარდოსფერმენტირებული რძის პროდუქტების - ჩვენს შემთხვევაში მაწვნის,როგორც კეფირისა და იოგურტის ალტერნატივის მიღება,ნაწლავების მუშაობის გაუმჯობესების მიზნით.
3. ლაქტოზის ნაწილობრივი აუტანლობის შემთხვევაში, რეკომენდებულია ულაქტოზო,ან რძემჟავის პროდუქტებზე გადასვლა. მთავარია, ამ ჯგუფის ნაწარმზე სრულად უარი არ ითქვას და რაღაც დოზით
იქნას მიღებული.
4. შეეცადეთ მიიღოთ რძის პროდუქტები დღეში რამდენჯერმე, რომლებიც შეიცავენ უამრავ პრებიოტიკსა და პრობიოტიკს. ამ შემთხვევაში,იდეალური პროდუქტია მაწონი, რომელიც ორგანიზმს ფერმენტის წარმოქმნასა და ლაქტოზის დამუშავებაში ეხმარება.
5. რძისა და რძის პროდუქტის მიღების ნორმა ორსული ქალებისა და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საჭიროა სტანდარტულზე მაღალიიყოს. მაგალითად, 500 გრ რძე, ან მისი ალტერნატიული პროდუქტით ჩანაცვლება. (ხაჭო, ყველი, კეფირი და ა.შ.)

mkurnali.ge

რძის ნაწარმი არის პროტეინის,ვიტამინ A და B2-ს, კალციუმის, ცილისა და ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი სხვა ნივთიერებების მიღების წყარო. რძე,ასევე, შეიცავს იმუნოგლობულინს, ლაქტოფერინს, ლაქტალბუმინს და გლიკოპეპტიდებს. ეს ელემენტები ეხმარებიან სხეულს იმუნომოდულატორული პროცესებისამოქმედებაში, ზეგავლენას ახდენენ სხვადასხვა იმუნურ უჯრედებზე და ხელს უშლიან ვირუსის გავრცელებას.


ამრიგად, აუცილებელია გავითვალისწინოთ ექსპერტთა რეკომენდაციები რძის ნაწარმის როლზე ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.
რძის პროდუქტისყოველდღიურად მიღება,ჯანსაღი კვების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საჭიროა მაღალი იმუნური წინააღმდეგობის ქონა ახალ კორონა ვირუსთან საბრძოლველად.

mkurnali.ge

გარდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებისა,აუცილებელია გავითვალისწინოთ ჩვენი ექიმების მითითებებიც.
საქართველოში წამყვანი ენდოკრინოლოგი, ლაშა უჩავა გვირჩევს:




გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ორაგული ყველა ადამიანის საკვები რაციონის აუცილებელი ნაწილი უნდა იყოს. თევზი რომ სასარგებლო
ადრეული კვლევებით დადასტურებულია, რომ მარილის სიჭარბე ორგანიზმში
წონის კლება იოლი არ არის. თანამედროვე ცხოვრების არანორმალური რიტმიდან გამომდინარე ადამიანებმა მიმართეს
სპეციალისტებმა გაარკვიეს, როგორ გამომუშავდება ორგანიზმში დღეგრძელობის ცილა. ამისათვის თურმე
იაპონელი მეცნიერების აზრით, კვირაში სამჯერ სოკოს მიღება, პროსტატის კიბოს განვითარების
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად