გაყინული VS კონსერვირებული - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

გაყინული VS კონსერვირებული

გაყინული VS კონსერვირებული
ბლოგერი დეა სულუაშვილი, რომელიც ბოლოს 4 წელია მადრიდში სწავლობს და ცხოვრობს,
დიდი ხანია ჯანსაღი კვების საკითხებითაა დაინტერესებული. ამ თემაზე ბევრს კითხულობს, მუდმივად ეცნობა ევროპის მოწინავე ქვეყნის ენდოკრინოლოგების კვლევებსა და პუბლიკაციებს. ამჯერად იგი მკურნალი.გე-ს გაყინული ხილისა და ბოსტნეულის შესახებ ესაუბრება.

დეა სულუაშვილი: ევროპაში ძალიან აქტიურად მოიხმარენ გაყინულ ხილსა თუ ბოსტნეულს, რაც ჩემთვის არ ასოცირდებოდა ჯანსაღ საკვებთან და სუპერმარკეტის ამ რიგებს, მუდმივად გულგრილად ავუვლიდი ხოლმე გვერდს. ბოლო პერიოდში, იმდენად ხშირად მხვდებოდა თვალში ეს პროდუქტები, თუნდაც ფიტნეს ბლოგერების მიერ მომზადებულ ჯანსაღი საკვების რეცეპტებში, რომ
არ დავიზარე, ჩავეძიე და ასეთი, ჩემთვის მოულოდნელი, ინფორმაცია მივიღე:

❄გაყინვისას ბოსტნეული და ხილი კარგავს თავის სასარგებლო ნივთიერებებისა და ვიმატინების ძალიან მცირე ნაწილს, რომელიც, როგორც წესი, მისი მომზადებისა და თერმულად დამუშავებისას, მაინც იკარგება. ბევრი ადამიანი თვლის, რომ გაყინვის შედეგად დაკარგული ვიტამინების რაოდენობა ბევრად ნაკლებია იმავე ბოსტნეულის
გაუყინავ ვარიანტთან შედარებით, რომელმაც მოგზაურობის პერიოდში მოკრეფიდან საწყობამდე და საწყობიდან დახლამდე, პირობების ცვლილების გამო ბევრად მეტი ვიტამინი და მინერალი დაკარგა, ვიდრე მოკრეფიდან მყისიერად გაყინულმა პროდუქტმა.

mkurnali.ge

❄ამასთან, გაყინვისას ბოსტნეულს ისეთი ბაქტერიები შორდება, რომელსაც ვერც გარეცხვა და ვერც მოხარშვა ვერ მოაცილებს.

❄ ზოგიერთ მინერალსა და ვიტამინს სინათლის ზემოქმედება ანადგურებს, ამიტომ მათი გაყინულად შენახვა ბევრად სასარგებლოა. ასეთია მაგალითად კაროტინი. კვლევების თანახმად, დახლზე არსებულ ბარდაზე მეტად სასარგებლოა მისი გაყინული ალტერნატივა.

❄ბოსტნეულის შესანახად ჩვენს ქვეყანაში ძალიან გავრცელებული მეთოდია კონსერვირება. კონსერვირებული პროდუქტებისგან განსხვავებით, გაყინული პროდუქტი არ შეიცავს მარილს, შაქარსა და სახიფათო ქიმიურ ნივთიერებებს.

❄ჩვენ ხშირად წაგვიცდება ხელი სუპერმარკეტებში არასეზონური ხილის დანახვისას. მაგალითად, რამდენს გვიყიდია მარწყვი ზამთარში, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცით, ნიტრატების და ქიმიკატების ბუდეა?! ასეთ დროს, ყოველთვის უკეთესია სეზონური ხილის გაყინვა, თვეების შემდეგ მისი გალღობა, ცოცხლად მირთმევა ან გემრიელ დესერტებში დამატება. ამით ვიტამინების გარკვეულ რაოდენობას მივიღებთ, ნიტრატებს კი ავირიდებთ.

ეკა სალაღაია

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
კატეგორიის სხვა სტატიები
ინდოელმა სპეციალისტებმა გამოარკვიეს, როგორია ნაბახუსევზე იდეალური საშუალება,
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
სოკო ანტიოქსიდანტების წყაროა. ბოლო კვლევებით გაირკვა, რომ სოკო, განსაკუთრებით მისი ზოგიერთი ველური ჯიში,
თამბაქოს კვამლი ასუსტებს იმუნურ სისტემას, აქვეითებს ამ უკანასკნელის უნარს ამოიცნოს და გაანადგუროს გადაგვარებული უჯრედები.
უმარილო მიწის თხილი არტერიებისთვისაა სასარგებლო. ერთი მეოთხედი ჭიქა არაქისი შეიცავს იმდენივე მონოუჯერ
არაჯანსაღი საკვები ნებისმიერ ასაკში მავნებელია, თუმცა 30 წლის შემდეგ ორგანიზმს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად