რატომ უნდა იყოს სოკო აუცილებლად ჩართული დიაბეტიანთა საკვებ რაციონში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ უნდა იყოს სოკო აუცილებლად ჩართული დიაბეტიანთა საკვებ რაციონში

მდიდარია გლუტათიონით (GSH) და ერგოთიონეინით (ERGO), რომლებიც ორგანიზმს ჟანგვითი დაზიანებებისგან იცავს.

შაქრიანი დიაბეტისა და მეტაბოლური სინდრომის დროს ვერაგ გართულებათა საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ გამოიყენება ანტიოქსიდანტების ფარმაცევტული პრეპარატები.

ისმის კითხვა, შეიძლება კი სასურველი შედეგების პრეპარატების გარეშე, მხოლოდ დიეტით მიღწევა? აღმოჩნდა რომ კი!

გლუტათიონი უჯრედშიდა ანტიოქსიდანტია, ის განამტკიცებს იმუნურ ფუნქციას, ახდენს კანცეროგენებისა და სხვა ტოქსინების დეტოქსიკაციას, აქტიურად გამოიყენება მედიცინაში.

დადგენილია, რომ ამ ნივთიერების ოპტიმალური დონე ქსოვილებში აუცილებელია ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და დაავადებათა პროფილაქტიკისათვის.

კონკრეტული როლი ერგოთიონეინისა ჯერ კიდევ საბოლოოდ არ არის გარკვეული. თუმცა, ბოლო კვლევებით დადგინდა, რომ ეს უკანასკნელი ეხმარება გლუტათიონის ნორმალური დონის შენარჩუნებას.

მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ სოკო Maitake ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს გლუტათიონს, ხოლო სოკო Porcini განსაკუთრებულად მდიდარია ერგოთიონეინით.

საყურადღებოა ისიც, რომ სოკო ანტიოქსიდანტურ თვისებებს ინარჩუნებს თერმული დამუშავების შემდეგაც. ამგვარად, ის აუცილებლად უნდა იყოს ჩართული შაქრიანი დიაბეტით და მეტაბოლური სინდრომით დაავადებულთა საკვებ რაციონში.