რისთვის არის სასარგებლო მიწის თხილი, თუ მას რეგულარულად და ზომიერი რაოდენობით მიირთმევთ?
მჟავებს, რამდენიც წარმოდგენილია ერთ სადილის კოვზ ზეითუნის ზეთში.
აღნიშნული ცხიმები ორგანიზმს ქოლესტერინის კონტროლში ეხმარება.
მიწის თხილი შეიცავს აგრეთვე:
• ნიკოტინის მჟავას, რომელიც აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს, შესაბამისად, ალცჰაიმერის დაავადებისა და ასაკობრივი კოგნიტიური დარღვევებისაგან დამცველ საშუალებად გვევლინება;
• ბიოფლავონოიდ-რესვერატროლს, რომელიც ტვინის სისხლის მიმოქცევას 30 %-ით აუმჯობესებს;
• E ვიტამინს, რომელიც ამცირებს კიბოს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს;
• რკინას, რომელიც აუცილებელია ერითროციტების ნორმალური ფუნქციობისათვის;
• კალციუმს, რომელიც მნიშვნელოვანია ძვლებისათვის.
მიწის თხილის ბოჭკოები ებრვის კუჭ-ნაწლავის პრობლემებს და ეხმარება სასქესო ჰორმონების გამომუშავებას.
ამგვარად, თუ ადამიანს არ აღენიშნება მიწის თხილის აუტანლობა ან კიდევ ალერგიული რეაქციები მასზე, რეგულარულად უნდა მიირთვას ის ზომიერი რაოდენობით!