კვებასთან დაკავშირებული 7 მავნე ჩვევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვებასთან დაკავშირებული 7 მავნე ჩვევა

7) ტკბილი სასმელები

ტკბილი სასმელები მნიშვნელოვნად ზრდის სისხლში შაქრის შემცველობას, ამასთან არავითარი კვებითი ღირებულება არ გააჩნია. ეს სასმელები პასუხისმგებელია ინფარქტით, ინსულტითა და დიაბეტით გარდაცვლილთა 7,4%-ზე. ამ სასმელებს შორისაა ტკბილი გაზიანი სასმელები, ხილის წვენები, რომელთაც დამატებული აქვთ შაქარი, სპორტული და ენერგეტიკული სასმელები, რძიანი კოქტეილები სხვადასხვა დანამატით, ასევე ჩაი და ყავა, თუ მათ შაქრის დამატებით მიირთმევთ.

როგორ მოვიქცეთ: გირჩევთ, ტკბილი სასმელების ნაცვლად, სადილობისას წყალი დალიოთ, ჩაისა თუ ყავის სმის დროს ერიდეთ შაქრის დამატებას. რაც მთავარია, შაქარს ნუ ჩაანაცვლებთ ხელოვნური დამატკბობლებით, ისინი აძლიერებენ მადას და სარგებლობაც არ მოაქვთ ორგანიზმისთვის.

6) ხილის უკმარისობა

ხილის უკმარისობას სიკვდილის შემთხვევათა 7,5% უკავშირდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით ადამიანმა დღეში ხილისა და ბოსტნეულის არანაკლებ 5 ულუფა უნდა მიიღოს (დაახლოებით 400 გრამი). ულუფა, მაგალითად, ერთი ვაშლი, ერთი მსხალი ან კიდევ ერთი მუჭა მარწყვია.

როგორ მოვიქცეთ: ისწავლეთ წახემსება ხილით. წვენების ნაცვლად მიირთვით ხილი, წაიხემსეთ არა ფუნთუშითა თუ სხვა სასუსნავით, არამედ ხილით, მიირთვით შესვენებაზე ბანანი ან ვაშლი ფინჯანი ყავის ნაცვლად!

5) ბოსტნეულის უკმარისობა

ბოსტნეულის უკმარისობა ასევე ცუდად აისახება ორგანიზმის ჯანმრთელობაზე, დასაბამს აძლევს ბევრ პათოლოგიას და პასუხისმგებელია სიკვდილის შემთხვევათა 7,5%-ზე.

სეზონზე აუცილებლად უნდა მიიღოთ ყველა სახის ბოსტნეული, პომიდორი, კიტრი, წიწაკა, ზამთარში – კომბოსტო, სტაფილო, გოგრა; შეუცვლელია მწვანილის როლიც, აუცილებელია მწვანილის რეგულარულად ჩართვა საკვებ რაციონში.

4) ომეგა-3 უჯერი ცხიმოვანი მჟავების უკმარისობა

დასახელებული ტიპის მჟავები უხვადაა ცხიმიან თევზში (ზუთხი, კალმახი, სკუმბრია, თინუსი, სარდინი). არ არის გასაკვირი, რომ გრენლანდიის მცხოვრებლები, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე მეტ თევზს ჭამენ, პრაქტიკულად არ ავადმყოფობენ გულის პათოლოგიებით. გარდა ამისა, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები უზრუნველყოფს კანის ჯანმრთელობას, თმისა და ფრჩხილების სიჯანსაღეს. ამ მჟავების უკმარისობას სიკვდილის შემთხვევათა 7,8% უკავშირდება.

როგორ მოვიქცეთ: ზოგს თევზის სუნიც კი აღიზიანებს, ასეთ დროს გამოსავალი ნიგოზსა და სელის თესლშია. ამ პროდუქტების გარდა, სასურველია რეგულარულად მიიღოთ გოგრის თესლი, ზეითუნის ზეთი, ლობიო.

3) გადამუშავებული ხორცი

ყველას სმენია, რომ ძეხვეული, ლორი, შებოლილი პროდუქტები არაჯანსაღი საკვებია და საზოგადოდ, მავნებელია ორგანიზმისთვის, გადამუშავებული ხორცი სიკვდილის შემთხვევათა 8,2%-ზეა პასუხისმგებელი. საქმე ისაა, რომ ამ პროდუქტებში ბევრი მარილი და ნიტრიტია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თუ ადამიანი ყოველდღიურად 50 გრამ გადამუშავებულ ხორცს ჭამს, სწორი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს 18%-ით ზრდის.

როგორ მოვიქცეთ: ძეხვეულსა და შებოლილ პროდუქტებს ხორცეული ამჯობინეთ, უარი თქვით არაჯანსაღ საკვებზე, მიირთვით მოხარშული ხორცი, კურდღლის, ხბოსა თუ ფრინველის.

2) ნიგვზისა და მზესუმზირას ნაკლებობა

ადამიანები რომ სათანადო რაოდენობით იღებდნენ ნიგოზსა და სხვადასხვა მცენარის თესლებს (სელის, ნუშის, გოგრის), სიკვდილობის შემთხვევათა 8,5%-ს აირიდებდნენ. ნიგოზი და მზესუმზირა ვიტამინებისა და მიკროელემენტების წყაროა. ნიგოზში ბევრია კალიუმი, მაგნიუმი, იოდი, ნუშის თესლში – ფოსფორი, მაგნიუმი, რკინა, სპილენძი, ფოლიუმის მჟავა, მზესუმზირაში – მაგნიუმი, E და D ვიტამინები.

როგორ მოვიქცეთ: არ არის საჭირო ნიგვზისა თუ მზესუმზირას ტომრებით შეძენა. გარდა იმისა, რომ მარგებელია, ეს პროდუქტები კალორიულობითაც გამოირჩევა. ორგანიზმისათვის მაქსიმალური სარგებლისთვის საკმარისია დღეში 30-50 გრამი ნიგვზის მიღება.

1) ჭარბი მარილი

ჭარბ მარილს ექსპერტები „მკვლელსაც“ კი უწოდებენ, რადგან ის სიკვდილობის 10%-ის მიზეზია. მარილის სიჭარბე ორგანიზმში სითხის შეკავებას იწვევს, რაც, თავის მხრივ, გულსა და თირკმელებზე დატვირთვას ზრდის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, მოზრდილებმა და 7 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებმა დღეში 5 გრამზე (ერთი ჩაის კოვზი) მეტი მარილი არ უნდა მიიღონ.

როგორ მოვიქცეთ: თავდაპირველად შეზღუდეთ მწნილებისა და დამარილებული თევზეულის ჭამა, ასევე დაკონსერვებული ბოსტნეულისა. ეცადეთ მარილის ნაცვლად სხვა სანელებლებით შეაზავოთ კერძები, მაგალითად, დამარილების ნაცვლად სალათებს ლიმონის წვენი მოასხით.