მედიკოსები ბროწეულს წნევის დამწევ საშუალებად მიიჩნევენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მედიკოსები ბროწეულს წნევის დამწევ საშუალებად მიიჩნევენ

დაავადებულები საკვებ რაციონში მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ჩართავენ კალიუმით მდიდარ პროდუქტებს, პრობლემა მოგვარდება.

სასარგებლო ელემენტის ერთ-ერთი უნივერსალური წყაროა ბანანი. საშუალო ზომის ერთი ბანანი 422 მილიგრამ კალიუმს შეიცავს. თურმე, კალიუმი კიდევ უფრო დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი ბროწეულში. საშუალო ზომის ბროწეულში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტის 666 მილიგრამია.

კალიუმის კეთილისმყოფელი გავლენა ჰიპერტონიით დაავადებულთა ორგანიზმზე კლინიკური დაკვირვებებითაა დადასტურებული. პროგრამაში მონაწილე მოხალისეები ორი კვირის მანძილზე ყოველდღიურად მიირთმევდნენ 150 მლ ბროწეულის წვენს, რის შედეგადაც ექსპერიმენტის დასასრულს მათ არტერიული წნევის მნიშვნელოვანი კლება აღენიშნათ, ამავდროულად გაუუმჯობესდათ სისხლის ნაკადის გულისაკენ მოდინება.

ბროწეულის სასარგებლო თვისებები არაერთი კვლევითაა დადასტურებული. კალიუმის გარდა ის დიდი რაოდენობით შეიცავს ტანინებს, ანტიოქსიდანტებს, პოლიფენოლებს და გულ-სისხლძარღვთა სისტემისათვის სასარგებლო სხვა ნივთიერებებს.

ბროწეული სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით, პროსტატისა და კუჭ-ნაწლავის სიმსივნეებით დაავადებულთათვის. ბროწეული აუმჯობესებს სპორტულ მაჩვენებლებს და აქვეითებს მავნე ქოლესტერინის დონეს სისხლში.

თინათინ გოცაძე