რა უნდა ვიცოდეთ მცენარეული საკვების მიღებისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ მცენარეული საკვების მიღებისას

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, რაც საკვების შეზღუდვას მოითხოვს. უმი ნაყოფის გადამუშავება კუჭს უფრო უძნელდება, ვიდრე მოხარშულის ან ჩათუშულის, ამიტომ ხილი და ბოსტნეული თერმულად უნდა დამუშავდეს.

კარგი იქნება დღეში 3-ჯერ ხილისა და ბოსტნეულის მიღება. ოპტიმალურად დაბალანსებული რაციონია: ნახევარი თეფში ბოსტნეული, მეოთხედი ნახშირწყლები, მეოთხედი ცილოვანი საკვები.

თუმცა სპეციალისტები აზუსტებენ, რომ ხილისა და ბოსტნეულის მოხმარება ინდივიდუალურია. თუ ორგანიზმი მიჩვეულია უმ მცენარეულ პროდუქტს, საჭმლის მონელების პრობლემები არ უნდა აღინიშნოს. მაგალითად ვეგეტარიანელებს ორგანიზმი ისე აქვთ მოწყობილი, რომ მაქსიმალურად აითვისოს რკინა და თუთია მცენარეული საკვებისგან.

სასარგებლოა ნიორი, ხახვი, კოჭა. მათ გააჩნია ბაქტერიოციდული მოქმედება, იცავენ ვირუსული და ბაქტერიული დაავადებებისაგან. რაციონში სასურველია კომბოსტოს, ბოლოკის, თალგამის, მდოგვის ჩართვა. ისინი შეიცავენ სულფატებს, გააჩნიათ ბაქტერიოციდული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, გვიცავენ ონკოდააადებებისაგან. დიდი რაოდენობით სულფორაფანს, რომელიც კიბოს განვითარებას უშლის ხელს, შეიცავს ბროკოლი.

პომიდორიც სასარგებლოა. თერმული დამუშავებისას მასში იზრდება კაროტინოიდი ლიკოპინის შემცველობა, დადებითად მოქმედებს მხედველობის ორგანოებზე და ეწინააღმდეგება ონკოწარმონაქმნების გაჩენას. მკვეთრი ფერის ბოსტნეული მდიდარია ანტიოქსიდანტებით, მინერალებით და სხვადასხვა ვიტამინებით. მწვანილში ბევრი ქლოროფილია (მწვანე პიგმენტი), რომელიც არეგულირებს მჟავა-ტუტოვან ბალანსს და სისხლის ჟანგბადით გაჯერებას.

დიეტოლოგები გვირჩევენ ბოსტნეული დავუმატოთ ხორციან კერძებს. თუმცა ყველა მცენარეული პროდუქტი ერთნაირად სასარგებლო როდია. პირველ ადგილზე კენკროვანი ხილია - მოცვი, შტოში. მათ თავისუფალი რადიკალების გამოდევნა შეუძლიათ, წარმოადგენენ ანტიოქსიდანტებს, აძლიერებენ უჯრედების რეგენერაციას, ანუ პრაქტიკულად გაახალგაზრდავების ეფექტს იძლევიან. ისინი ახდენენ გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიურ დაავადებების პრევენციას. მათი მიღება დასაშვებია დიაბეტის დროს, ასტიმულირებენ თირკმელების მუშაობასა და აუმჯობესებენ მხედველობას.

ლალი ჩხიკვაძე