5 პროდუქტი, რომელიც სიცივეში უნდა მიირთვათ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

5 პროდუქტი, რომელიც სიცივეში უნდა მიირთვათ

1. ბულგარული წიწაკა

С ვიტამინი სიცივეში ყველაზე ეფექტური დამცველია. ამასთან, ასკორბინის მჟავის მიღება ავადობის დროს ნაკლებად ეფექტურია. ორგანიზმის გამდიდრება ნაადრევად უნდა მოხდეს.

ყველაზე მეტ С ვიტამინს არა ციტრუსი და ასკილი, არამედ ბულგარული წიწაკა შეიცავს. ამასთან წითელი ბულგარული წიწაკა მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომელიც კიბოს განვითარების რისკს აქვეითებს.

2. მჟავე კომბოსტო

ის დიდი რაოდენობით შეიცავს ასკორბინის მჟავას, თუთიას, რკინას, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის დამცველობითი ძალების გასაძლიერებლადა. მედიკოსები ასევე კომბოსტოს ყველზე ხელმისაწვდომ ნატურალურ პრობიოტიკად მიიჩნევენ, რომელიც ნაწლავის მიკროფლორის მდგომარეობას ინარჩუნებს და ტოქსინებთან, ბაქტერიებთან და ვირუსებთან ბრძოლაში გვეხმარება.

3. ჭარხალი

შემოდგომით და ზამთარში იზრდება გულ-სისხძარღვთა სისტემის დაავადებების ალბათობა. ჭარხალი შეიცავს იმ ნივთიერებების ოპტიმალურ რაოდენობას, რომელიც გულის ჯანმრთელობას შეგვინარჩუნებს. მისი რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს წნევის და გულის რითმის სტაბილიზაციას და ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის აღდგენას.

4. გოგრა

მასში არსებული კალიუმი აუცილებელია სისხლძარღვების კედლებისათვის, ხოლო А და К ვიტამინები აჩერებს დაბერების პროცესს. პირველი სიცივეების დადგომისთანავე მწვავდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები. კუჭის მუშაობის მოსაწესრიგებლად რეკომენდებულია გოგრის წვენი. სპეციალისტები მის (1 კოვზი ზეითუნის ზეთის დამატებით) საღამოს მიღებას გვირჩევენ.

5. ვაშლი

ვაშლში არსებული მინერალური ნივთიერებები აქვეითებს ხანდაზმულ ადამიანებში ოსტეოპოროზის განვითარების რისკს და აუცილებელია გულის ნორმალური მუშობისათვის. სჯობს უპირატესობა მივანიჭოთ მწვანე ვაშლს, რომელშიც მეტი ვიტამინი და უჯრედისია.

ლალი ჩხიკვაძე