5 პროდუქტი, რომელიც სიცივეში უნდა მიირთვათ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

5 პროდუქტი, რომელიც სიცივეში უნდა მიირთვათ

5 პროდუქტი, რომელიც სიცივეში უნდა მიირთვათ
გვიანი შემოდგომასა და ზამთარში იმუნიტეტის შენარჩუნებასა და დაავადებისაგან დაცვაში სწორი კვება დაგვეხმარება. 1. ბულგარული წიწაკა


С ვიტამინი სიცივეში ყველაზე ეფექტური დამცველია. ამასთან, ასკორბინის მჟავის მიღება ავადობის დროს ნაკლებად ეფექტურია. ორგანიზმის გამდიდრება ნაადრევად უნდა მოხდეს.

ყველაზე მეტ С ვიტამინს არა ციტრუსი და ასკილი, არამედ ბულგარული წიწაკა შეიცავს. ამასთან წითელი ბულგარული წიწაკა მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომელიც კიბოს განვითარების რისკს აქვეითებს.



2. მჟავე კომბოსტო


ის დიდი რაოდენობით შეიცავს ასკორბინის მჟავას, თუთიას, რკინას, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის დამცველობითი ძალების გასაძლიერებლადა. მედიკოსები ასევე კომბოსტოს ყველზე ხელმისაწვდომ ნატურალურ პრობიოტიკად
მიიჩნევენ, რომელიც ნაწლავის მიკროფლორის მდგომარეობას ინარჩუნებს და ტოქსინებთან, ბაქტერიებთან და ვირუსებთან ბრძოლაში გვეხმარება.



3. ჭარხალი


შემოდგომით და ზამთარში იზრდება გულ-სისხძარღვთა სისტემის დაავადებების ალბათობა. ჭარხალი შეიცავს იმ ნივთიერებების ოპტიმალურ რაოდენობას, რომელიც გულის ჯანმრთელობას შეგვინარჩუნებს. მისი რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს წნევის და გულის რითმის სტაბილიზაციას და ფარისებრი
ჯირკვლის მუშაობის აღდგენას.


4. გოგრა


მასში არსებული კალიუმი აუცილებელია სისხლძარღვების კედლებისათვის, ხოლო А და К ვიტამინები აჩერებს დაბერების პროცესს. პირველი სიცივეების დადგომისთანავე მწვავდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები. კუჭის მუშაობის მოსაწესრიგებლად რეკომენდებულია გოგრის წვენი. სპეციალისტები მის (1 კოვზი ზეითუნის ზეთის დამატებით) საღამოს მიღებას გვირჩევენ.


5. ვაშლი


ვაშლში არსებული მინერალური ნივთიერებები აქვეითებს ხანდაზმულ ადამიანებში ოსტეოპოროზის განვითარების რისკს და აუცილებელია გულის ნორმალური მუშობისათვის. სჯობს უპირატესობა მივანიჭოთ მწვანე ვაშლს, რომელშიც მეტი ვიტამინი და უჯრედისია.

ლალი ჩხიკვაძე
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
გსურთ, ყოველდღე კარგად გამოიყურებოდეთ? ამაზე ადვილი არაფერია - ყოველი დღე შვრიის ფაფით დაიწყეთ.
რკინით მდიდარი საკვები რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია, მაგრამ როცა უკვე ანემიაა განვი-თარებული, რაციონის რკინით გამდიდრება საკ-მარისი არ არის.
წონის კლებისათვის და ჯანმრთელი ორგანიზმის შესანარჩუნებლად მეტაბოლიზმის პროცესს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად