ბევრი ტკბილეულის მიღება ბავშვის ორგანიზმისათვის ერთგვარი გამოცდაა - რა უნდა იცოდნენ დედიკოებმა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბევრი ტკბილეულის მიღება ბავშვის ორგანიზმისათვის ერთგვარი გამოცდაა - რა უნდა იცოდნენ დედიკოებმა?

ტკბილეულის მორევში იძირებიან. უამრავი ნუგბარი, კანფეტები, ტკბილით აღსავსე საჩუქრები ყველა მხრიდან ცვივა და აბედნიერებს პატარებს.

თუმცა, ეს ხშირად ცუდად აისახება ბავშვების ჯანმრთელობაზე, ჭარბი ტკბილეული ერთგვარი გამოცდაა ხოლმე მათი ორგანიზმისათვის, როგორც კარიესის განვითარების კუთხით, ასევე ღვიძლსა და ნაწლავებზე სერიოზული დარტყმის საფრთხის გამო.

ამიტომაც პედიატრები გვირჩევენ, ახალი წლის დღეებში განსაკუთრებულად გავუკონტროლოთ ბავშვებს ტკბილეულის მიღება.

სწრაფი ნახშირწყლები (ანუ კანფეტები, შოკოლადი, ვაფლი, სხვადასხვა ნამცხვარი) ძალზე სწრაფად და მარტივად აწვდის ქსოვილებს გლუკოზას. ზომიერების ფარგლებში ისინი აუცილებელია ორგანიზმისათვის, მაგრამ გადაჭარბებული რაოდენობით იწვევს ალერგიას, ნერვულ აგზნებას, შაქრიან დიაბეტს, კარიესს, აქვეითებს იმუნიტეტს და სხვა.

ისიც გაითვალისწინეთ, რომ სამ წლამდე ბავშვებისათვის საერთოდ არ არის რეკომენდებული ტკბილეულის მიღება ნებისმიერი ფორმით, რადგან ისინი საკმარის გლუკოზას იღებენ ფაფებით, მაკარონის ნაწარმითა და ხილით!