რომელი დიეტით დაიკლო 7 კილოგრამი თამუნა გომართელმა? - დიეტა, რომელიც დღეს საკმაოდ პოპულარულია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი დიეტით დაიკლო 7 კილოგრამი თამუნა გომართელმა? - დიეტა, რომელიც დღეს საკმაოდ პოპულარულია

- ბავშვობიდან მოყოლებული ყოველთვის პუტკუნა ვიყავი. რაღაც ასაკამდე ეს არ გაწუხებს, ყველას მოსწონხარ, გეფერებიან, დაგძახიან - საყვარელი ბავშვიო, მაგრამ მერე, ზედმეტი წონა აღარ მოგწონს, სხვა სტანდარტებს სთხოვ უკვე საკუთარ თავს. მახსოვს, რომ წამოვიზარდე, დედამ ენდოკრინოლოგთან მიმიყვანა, რათა ჩემი სიმაღლისა და წონის შესაბამისობის კოეფიციენტი დაედგინა. ექიმმა 1 თვის განმავლობაში კვების ინდივიდუალური რაციონი დამინიშნა, რაც ძალიან ეფეტური აღმოჩნდა. მას შემდეგ, ფაქტიურად მთელი შემდგომი პერიოდი, ყოველთვის მახსოვდა რომ მქონდა წონა, რომელსაც სჭირდებოდა კონტროლი, სწორი კვების შეთავსება. სიტყვა დიეტა არ მომწონს. ზოგისთვის დიეტა შიმშილთან ასოცირდება, არადა შიმშილი და სწორი კვება რადიკალურად განსხვავდება. სწორი კვება გრძელვადიან პერსპექტივაში იძლევა შედეგს, მაგრამ, სამაგიეროდ, ჯანსაღად იკლებ ზედმეტ კილოგრამებს და უფრო დიდი შანსი გაქვს დაკლებული წონის შენარჩინების. ამიტომ სწორი კვება ყოველთვის უფრო გამართლებულია. დიეტის შემდეგ კი, უმრავლეს შემთხვევაში, ორგანიზმი ისევ აგროვებს მარაგებს, ისევ იწყება ცხიმის დაგროვებას და ხანდახან ადამიანი ორჯერ იმაზე მეტსაც იმატებს, რაც დაიკლო. დიეტას არ ვემხრობი.

- არადა, მახსოვს რამდენიმე წლის წინ შენ მიერ ნაცადი დიეტა გავრცელდა, უფრო ადრე თვითონ პოსტავდი - მასწავლეთ 10 კილო როგორ დავიკლო დროის მოკლე მონაკვეთშიო.

- ეს ძალიან ცუდი პერიოდი იყო ჩემ ცხოვრებაში, 76 კილოგრამამდე რომ მივაღწიე მივხვდი, რომ, სასწრაფოდ, განგაშის ზარები უნდა შემომეკრა.

- წონა გაგექცა?

- კი, მაგრამ ეს არ იყო ჩემი ბრალი. არასდროს მომიმატია ზედმეტი ჭამისგან, ეს იყო ჰორმონალური დისბალანსის შედეგი. საქმე ისაა, რომ ინვიტრო განაყოფიერების ორი მცდელობა მქონდა და მოგეხსენებათ, ამ პროცედურას თან ახლავს ძალიან ბევრი ჰორმონალური ჩარევა. სწორედ ამან გამოიწვია ჩემი გასუქება. მოკლედ, ნებისმყოფა მოვიხმე და ზედმეტი 20 კილო დავამარცხე სწორად, ჯანსაღად და, რაც მთავარია, ისე, რომ დაკლებული წონა შევინარჩუნე. ახლა 55 კგ ვარ, სიმაღლე 1.70 სმ, ვფიქრობ, რომ ეს იდეალური ბალანსია ჩემთვის. ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალური აღნაგობა, ზოგს არ უხდება მეტისმეტი სიგამხდრე.

mkurnali.ge

- მაგრამ მე და შენ ვიხდენთ, იმიტომ რომ ლოყებიანი, ფართე მოყვანილობის სახე გვქავს.

- ჰო, ასეა. იცი რა, ასაკში უფრო დავაფასე ჩემი სახის მოყვანილობა, თურმე კარგი ყოფილა, ნაოჭებიც ნაკლებად ჩნდება და ამასთან, წონის დაკლების დროს, სახე არ ზარალდება, თავის ფორმას ინარჩუნებს. გამორიცხულია ახლა მოვიმატო, უკვე 5 წელია ერთიდაიგივე წონა მაქვს. საკუთარ ორგანიზმს უნდა იცნობდეს ადამიანი, უნდა იცოდეს სისხლის ჯგუფისა და რეზუსის მიხედვით, რომელი პროდუქტები ახდენს მასზე მავნე ზეგავლენას, რომელი პროდუქტები იწვევს ცხიმის დაგროვებას, რომელი პროდუქტები უნდა მიიღოს სისხლის გასამდიდრებლად, რომელ სეზონზე ჯობს მოიწყოს განტვირთვის დღეები... უნდა გიყვარდეს შენი ორგანიზმი და მოუარო, ამის გარეშე ვერ მიიღებ შედეგს და ვერც სასურველ ფორმებსა და წონას. მეგრული ხაჭაპური მიყვარს და ამიტომ ყოველ საღამოს რესტორანში მივირთვა- ეს არ ნიშნავს საკუთარი თავის სიყვარულს.

- არაერთისგან მომისმენია, რამდენი დღეა დიეტა დავიწყე , ჩემი ორგანიზმი კი არ რეაგირებსო.

- ხდება ასე, ჩაკირული ცხიმის სინდრომი არსებობს. თუ, ვთქვათ, არასწორი კვების მრავალწლიან ცხოვრების წესს, თან ახლავს არასპორტული აქტივობით დატვირთული ყოველდღიურობა, ჯდომითი ცხოვრების წესი, ფეხით ნაკლებად სიარული, არც აკვააერობიკა, არც ცურვა და ა.შ. დიეტის მიუხედავად მაინც ძალიან ნელა და ძნელად ტოვებს ჩაკირული ცხიმები ორგანიზმს. ამიტომ ზოგს პრესო-თერაპიებსა და მასაჟებზე უწევს სიარული, რათა ეს ჩაკირული ცხიმები დაიშალოს. აქამდე საქმე არ უნდა მივიყვანოთ. კიდევ ერთია მთავარი - წყალი უნდა ვსვათ ხშირად. წყალი მთავარი მაცოცხლებელია. 3 ლიტრა მეტისმეტია, მაგრამ დღის განმავლობაში ლიტრანახევარი მაინც უდნა მივირთვათ.

mkurnali.ge - ახლა, თამუნა გომართელის სახელით გავრცელებული, შენ მიერ ნაცადი და რეკომენდირებული დიეტა გაგვაცანი. - ეს არის მაწვნის დიეტა, რომელიც საჭიროა ორგანიზმზე შოკური ეფექტის მოსახდენად. თუ წონა ძალიან ჭარბია , ჩვენ კი გეგმაში გვაქვს 10 კილო და მეტი დავიკლოთ, მაშინ სწორი კვების მუდმივმოქმედი რეცეპტი უნდა მოჰყვეს სწორედ ამ 7 დღიან კვების შეზღუდვას. ყოველდღე მივირთმევთ ქილა მაწონს, პლუს ამას:

დღე პირველი - 3 მოხარშული კარტოფილი;

დღე მეორე - 3 მოხარშული კვერცხი;

დღე მესამე - 3 მოხარშული სოსისი;

დღე მეოთხე - 200 გრ უცხიმო ხაჭო:

დღე მეხუთე - 0,5 გრამი უცხიმო კეფირი;

დღე მეექვსე - 2-2 კიტრი, ან პომიდორი, ან ვაშლი;

დღე მეშვიდე - 1 ფილა შავი შოკოლადი.

ყველდღიურად წყალი, უშაქრო ჩაი და ყავა, სასურველი რაოდენობით შეგვიძლია მიირთვათ. ამგვარი კვების შედეგად, 1 კვირაში - ორგანიზმის ინდივიდუალურობიდან გამომდინარე - 4-დან 7 კილომდე იკლებთ. მე მაგალითად 7 კილო დავიკელი, პარალელურად აქვა-აერობიკაზე დავდიოდი. წყალში ვარჯიში ყოველთვის აორმაგებს ეფექტს. 1 კვირის შემდეგ ვივიწყებთ სიტყვა დიეტას და გადავდივართ ჯანსაღი ცხოვრებისა და კვების წესსზე.

ჩემს რაციონში აღარ არსებობს არაფერი რაც შეიცავს ფქვილს, შაქარს, არ ვსვამ გაზიან სასმელებს. 6 საათის შემდეგ საკვების არსებობას საერთოდ ვივიწყებ. დანარჩენ დროს ყველაფერს მივირთმევ, ოღონდ მცირე ულუფებით, 4 საათში ერთხელ.

იზრუნეთ, თქვენ სხეულსა და გარეგნობაზე და იყავით ჰარმონიაში საკუთარ თავთან და გარემოსთან.

ეკა სალაღაია