მარტივი და სასარგებლო საკვები
თქვენ სასარგებლო საკვებს ამჯობინებთ, მისთვის კი მთავარია, კერძი გემრიელი იყოს. თუმცა, ერთ რამეში თანხმდებით: ორივეს ძალიან გიყვართ ერთად ვახშმობა მყუდრო სამზარეულოში. როგორ ვიპოვოთ ოქროს შუალედი, როგორ მოვახერხოთ, რომ კერძი მადის აღმძვრელიც იყოს და მსუბუქიც? უწინარესად, ყურადღებით შევარჩიოთ ინგრედიენტები. აი, ერთ-ერთი რეცეპტი, რომელიც თქვენც მოგეწონებათ და თქვენს საყვარელ მამაკაცსაც.
ღუმელში გამომცხვარი კალმახი ახალი ბოსტნეულის გარნირით
დაგჭირდებათ:
- 1 კგ კალმახის ფილე (კანიანად, უფხოდ);
- მსუბუქი (ნაკლებცხიმიანი) მაიონეზი;
- ზეითუნის ზეთი;
- ქორფა ბოსტნეული და მწვანილი.
კალმახის ფილე ოდნავ დავამარილოთ, მოვაყაროთ წიწაკა, მოვასხათ ლიმონის წვენი. გამოსაცხობ ფირფიტას წავუსვათ ზეითუნის ზეთი, დავდოთ ზედ ფილე, მოვასხათ მაიონეზი და შევდგათ ღუმელში, 170 გრადუს ტემპერატურაზე, 15-20 წუთით, სანამ მაიონეზი არ შევარდისფრდება. გამოვიღოთ, მოვრთოთ მწვანილით, სუფრაზე მივიტანოთ დაჭრილ კიტრსა და პომიდორთან ერთად.
რა თქმა უნდა, მამაკაცები უპირატესობას ხორცს ანიჭებენ, მაგრამ ქალებმა კარგად იციან, რომ თევზის კერძები აუცილებლად უნდა იყოს რაციონში. თევზი A და D ვიტამინების წყაროა. გარდა ამისა, შეიცავს ნახშირწყლებს, მინერალურ მარილებს და მიკროელემენტებს. თქვენს საყვარელ მამაკაცს აუცილებლად მოეწონება ცხიმიანი თევზები (ორაგული, კალმახი, თინუსი). თანაც მათში სასარგებლო ნივთიერებები ყველაზე მეტია. თუ ვახშმად მაინც ხორცის მომზადება გადაწყვიტეთ, არც ესაა ურიგო – ხორცი ხომ ცილებთან ერთად შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, თუთიას და რკინას. შემწვარი ცხვრის ხორცის შესანიშნავი ალტერნატივაა მჭლე ღორისა და ძროხის ხორცი, კურდღლისა და ფრინველის ხორცი. გარნირად კი კიტრისა და პომიდვრის სალათა მოამზადეთ – ის გაცილებით მსუბუქი და სასარგებლოა, ვიდრე შემწვარი კარტოფილი თუ საწებლიანი მაკარონი. კიტრი შეიცავს C, B1, PP ვიტამინებს, მინერალურ მარილებს, ხოლო პომიდორში ბევრია A და C ვიტამინები, მაგნიუმი, კალიუმი და რკინა. თუ სოიის სოუსს გამოიყენებთ, დაგჭირდებათ 2-3-ჯერ ნაკლები მარილი, რომლის სიჭარბე მავნებელია ორგანიზმისთვის. გარდა ამისა, სოიის საწებელი შეიცავს გლუტამინის მჟავას ნატურალურ მარილებს, რომლებიც გემოს აღქმას ამძაფრებს.
მაიონეზს დიეტოლოგები მაინცდამაინც არ სწყალობენ, თუმცა, ის თითქმის ყველა კერძს უხდება. თუ მასზე უარის თქმა გიჭირთ, შეარჩიეთ მსუბუქი მაიონეზი, რომელიც ნაზი, ფაფუკი და გემრიელია და, რაც მთავარია, მისი ცხიმიანობა სულ 25%-ია.
ხარისხიანი მაიონეზი მზადდება ნატურალური კომპონენტებისგან: მცენარეული ცხიმისგან, რომელიც E და Fვიტამინების წყაროა, და კვერცხის გულისგან, რომელიც მდიდარია A, B12, B1 და H ვიტამინებით. არ არის აუცილებელი, მამაკაცმა ყველაფერი იცოდეს თქვენი კულინარიული ხრიკების შესახებ. თუ ცოტაოდენ ფანტაზიას მოიშველიებთ, მუდამ გააოცებთ მას ახალ-ახალი, მადის აღმძვრელი და მსუბუქი კერძებით, რომლებიც ძალიან მოეწონება.
რით გაამდიდროთ ყოველდღიური მენიუ, თქვენი გადასაწყვეტია. მთავარია, გემრიელისა და სასარგებლოს ბალანსი დაიცვათ.