როგორ დავიკლოთ ახალი წლისთვის ვარჯიშის გარეშე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავიკლოთ ახალი წლისთვის ვარჯიშის გარეშე

ზიანის მიყენების გარეშე. დიეტოლოგმა შეარჩია რამდენიმე რეკომენდაცია იმ ადამიანებისთვის, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო ვარჯიშს ვერ ახერხებს.

ყოველი დღე უნდა დავიწყოთ 300-500 მლ წყლის მიღებით. ეს დაგვეხმარება ჰიდრატაციის აღდგენასა და ძილის შემდეგ საჭმლის მომნელებელი სისტემის გააქტიურებაში.

მთელი დღის განმავლობაში, სასურველია არა ნაკლებ, 2 ლიტრი წყლის დალევა. ასევე სასარგებლოა მცენარეული და მწვანე ჩაის მიღება. რძიან ყავაზე კი უარი უნდა ვთქვათ.

საუზმე ყველაზე მნიშვნელოვანია. ის უნდა იყოს უხვი, ცილოვანი და არა უადრეს დილის 9 საათისა. ოპტიმალური ვარიანტია ერბოკვერცხი ბოსტნეულით, ორაგულითა და ავოკადოთი. საუზმეში ასევე უნდა ჩავრთოთ უჯრედისით მდიდარი პროდუქტები და ბანანი.

დიეტოლოგები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საუზმე უნდა იყოს ცილოვანი და არა ნახშირწყლოვანი, რადგანაც პროტეინი ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის ნორმალიზაციას და მინიმუმამდე ამცირებს სადილამდე ტკბილეულით ან ცომეულით წახემსების სურვილს.

თეთრი პური, ხილის იოგურტები, კექსები სჯობს საუზმეზე არ მივირთვათ.

სადილი უნდა იყოს მსუყე ერთსა და იმავე დროს (არა უგვიანეს დღის 1-ლი საათისა). ვახშამი კი მსუბუქი: იდეალურია თუ დილას მშიერი გაიღვიძებთ.

რაციონის მეტი ნაწილი უნდა შეადგენდეს ხილსა და ბოსტნეულს.

ლალი ჩხიკვაძე