რითია სწრაფი კვება მავნებელი
დიაბეტი ტიპი-2, ჰიპერტონული დაავადება და ეს იმის გამო, რომ სწრაფი კვებისათვის განკუთვნილ საკვებში უხვადაა ცხიმები, მარილი და შაქარი.
საყურადღებოა, რომ სწრაფი კვება დამნაშავეა სხვა პათოლოგიათა აღმოცენებაშიც, კერძოდ, 13-14 წლის მოზარდებს, რომლებიც რეგულარულად (კვირაში სამჯერ და მეტჯერ) მიირთმევენ "ბურგერებსა" და სხვა "ფასტფუდს", 40 პროცენტით აქვთ გაზრდილი ბრონქული ასთმის განვითარების რისკი იმ თანატოლებთან შედარებით, რომლებიც ჯანსაღ საკვებს მიირთმევენ. 6-7 წლის ბავშვებთან, რომლებიც ასევე იკვებებიან სწრაფი კვებით, ბრონქული ასთმის განვითარების რისკი 27 პროცენტით იმატებს.
იმასაც შეგახსენებთ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის ინგლისურმა ფონდმა რამდენიმე წლის წინ გააკეთა განცხადება, რომელშიც აღწერილი იყო სწრაფ კვებასთან დეპრესიის, ბავშვთა ჰიპერაქტივობის, შიზოფრენიისა და ალცჰაიმერის დაავადების განვითარების კავშირი.
თინათინ გოცაძე