რას იწვევს პერიოდულად შიმშილობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას იწვევს პერიოდულად შიმშილობა

(36 საათის განმავლობაში) ეხმარება არა მხოლოდ წონის დაკლებას, არამედ სხვა პოზიტიურ გავლენასაც ახდენს ორგანიზმზე, კერძოდ, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციობას.

მეცნიერთა მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 60-მა მოხალისემ, სხეულის მასის ნორმალური ინდექსით ანუ არც ერთ მათგანს არ აღენიშნებოდა სიმსუქნე. მონაწილეთა ნახევარი (საკვლევი ჯგუფი) პერიოდულად (36 საათის განმავლობაში) შიმშილობდა, მომდევნო 12 საათის განმავლობაში კი მონაწილეები მიირთმევდნენ მათთვის სასურველ რაციონს. ექსპერიმენტში მონაწილეთა მეორე ნახევარი საკონტროლო ჯგუფი იყო და არ იცვლიდა კვების რეჟიმს.

პერიოდული შიმშილობიდან ერთი თვის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეებმა საშუალოდ 3,5 კგ დაიკლეს წონაში და მომავალში მთელი ექსპერიმენტის მანძილზე (6 თვე) ინარჩუნებდნენ სხეულის მასის მიღებულ მაჩვენებლებს.

მეცნიერთა განცხადებით, ასეთ რეჟიმს უარყოფითი გავლენა არ აქვს ორგანიზმზე, მეტიც, გამოვლინდა ისეთი დადებითი ეფექტები, როგორიცაა ანთებითი მარკერების და არტერიული წნევის დაქვეითება, რაც თავის მხრივ, დღეგრძელობაზე დადებითი გავლენის მაჩვენებლებად არის აღიარებული.

თინათინ გოცაძე