რომელ სამ პროდუქტს უკრძალავს მაია კაჭკაჭიშვილი მისი დიეტის მიმდევრებს? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020

რომელ სამ პროდუქტს უკრძალავს მაია კაჭკაჭიშვილი მისი დიეტის მიმდევრებს?

რომელ სამ პროდუქტს უკრძალავს მაია კაჭკაჭიშვილი მისი დიეტის მიმდევრებს?
წონის პრობლემა ერთ-ერთი აქტუალური საკითხია ჩვენს ქვეყანაში. ამიტომაცაა, რომ სხვადასხვა სახის დიეტები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მართალია მუსიკოსმა მაია კაჭკაჭიშვილმა ზედმეტი კილოგრამები ქირურგიული ჩარევით დაამარცხა, მაგრამ ბევრისგან განსხვავებით, ფორმას რამდენიმე წლის შემდეგაც ინარჩუნებს. როგორც მაია ამბობს, ეს სწორედ იმ "დიეტის" დამსახურებაა, რომელსაც სხვებსაც ასწავლის და "კაჭოს ჭკვიანი კვება" ბევრმა იცის.

- კაჭოს ჭკვიანი კვება ესაა სწორი კვების ანალოგი, რომელიც ბიო დანამატების მეშვეობით და სწორად შერჩეული საკვებით ადამიანს ეხმარება, უკვე დათვლილი კალორიებით, ცხიმებით, ნაშირწყლებით, ცილებით, ვიტამინებით დაიკლოს წონაში, იყოს მხნედ, ჯანმრთლეად, ენერგიულად და
კომფორტულად. დღეს საქართველოს მოსახლეობის 80%-ს, გარმეო პირობებიდან და საკვებიდან გამომდინარე, წონის პრობლემა აქვს. ალბათ ამერიკის შემდეგ წონის პრობლემის თვალსაზრისით მეორე ადგილზე ვართ. აქედან გამომდინარე, წონის დაკლების მსურველი ბევრია. მე თავად აქტიურად ვარ ჩართული ამ პროცესში - კვების შერჩევა ინდივიდუალურად და ა.შ.

- ყველამ იცის, რომ
პური და ტკბილეული წონის პირველი მტერია, ამას გარდა რას კრძალავს კაჭოს ჭკვიანი კვება?

- ცომეული, ტკბილეული და ცხიმი - ეს სამი კომპონენტი ანადგურებს ორგანიზმს, მარილიც საზიანოა, თუმცა, მე მაინც ვაძლევ მცირე რაოდენობის მარილის გამოყენების საშუალებას, რადგან მინდა, გემრიელად დაიკლონ და არა მუდმივად მოხარშული და უმარილო საკვების ჭამით. ხანდახან
არის მომენტები, როცა ვაძლევ უფლებას, ტკბილიც მიიღონ და ცომეულიც.

- როგორც მივხვდი, ის ადამიანები ვინც შენეულ დიეტაში ერთვება, ყველა ულუფას გითანხმებენ...
- დიახ, მითანხმებენ. მე ვაძლევ რეკომენდაციას რა ამოიღონ, რა დაამატონ. მე მათთვის ვარ კონტროლიც, სტიმულიც, მოტივაციაც, ყველაფერს ვაკეთებ, რომ ფსიქოლოგიურად არ გატყდნენ და ბოლომდე მიიყვანონ საქმე. ინტერნეტით ვურთიერთობ ყველასთან, მაქვს ჯგუფი, სადაც 30 000 ადამიანია გაწევრებული და ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, თუ რაიმე კონკრეტული აინტერესებთ უკვე პირად შეტყობინებებში ვაგრძელებთ მიმოწერას.

- რთული არ არის ამდენ ადამიანთან ურთერთობა, ყველას თავისი მოსაზრება და შეხედულება აქვს...
- არ მეგონა, თუ ასეთი რთული იქნებოდა, მაგრამ ერთი წლის თავზე უკვე თავს მივცემ უფლებას, რომ ვთქვა, ხალხთან ურთიერთობაზე რთული, მგონი არაფერია. ყველას ინდივიდუალური მიდგომა უნდა, სხვადასხვა ხასიათი აქვთ, სხვადასხვაგვარად უნდა აუხსნა და ა.შ. ეს ყოფილა ურთულესი. დღის ბოლოს ადამიანად აღარ ვვარგივარ, საერთოდ ძალა არ მაქვს ხოლმე.

- შედეგებით კმაყოფილები არიან?
- არის 15-დღიანი კურსი, რომლითაც იკლებენ დაახლოებით 5-7 კილოს, 25-დღიანი - რომლითაც შესაძლებელია 10-12 კილოს დაკლება, 40-დღიანი კურსით - 18-20 კგ-ს და ა.შ. კურსის დასრულების შემდეგ ჩემთან კონტაქტს არ წყვეტენ, რომ აღარ დაუბრუნდნენ უწინდელ რეჟიმს და არ მოიმატონ. ორგანიზმი ეჩვევა დაბალ კალორიებს, კუჭი პატარავდება, აღარ უჩნდებათ საჭმლის დიდი რაოდენობით მიღების სურვილი, იკვებებიან ჩვეულებრივ რეჟიმში და აღარ იმატებენ.  განაგრძეთ კითხვა


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
04-11-2019
ადამიანის ორგანიზმში ორი სახის ცხიმია: თეთრი ანუ "ცუდი" ცხიმი და ყავისფერი ანუ "კარგი" ცხიმი. სწორედ ამ თეთრი ცხიმისაგან
04-11-2019
ჩვენ წარმოდგენაში ნახშირწყლები ცუდია, მაგრამ რაციონიდან მათი სრული გამორიცხვა გონივრული არ არის.
01-09-2019
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ორაგული ყველა ადამიანის საკვები რაციონის აუცილებელი ნაწილი უნდა იყოს. თევზი რომ სასარგებლო
ადრეული კვლევებით დადასტურებულია, რომ მარილის სიჭარბე ორგანიზმში
წონის კლება იოლი არ არის. თანამედროვე ცხოვრების არანორმალური რიტმიდან გამომდინარე ადამიანებმა მიმართეს
სპეციალისტებმა გაარკვიეს, როგორ გამომუშავდება ორგანიზმში დღეგრძელობის ცილა. ამისათვის თურმე
იაპონელი მეცნიერების აზრით, კვირაში სამჯერ სოკოს მიღება, პროსტატის კიბოს განვითარების
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად