8 პროდუქტი, რომელიც ნებისმიერ დიეტაზე უფრო ეფექტურად წვავს ცხიმს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

8 პროდუქტი, რომელიც ნებისმიერ დიეტაზე უფრო ეფექტურად წვავს ცხიმს

პირობებში გახდომა შესაძლებელია. ეს ერთადერთი ჯანსაღი საშუალებაა ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად და მიღწეული შედეგის შესანარჩუნებლად. ამისათვის ყოველდღიურ რაციონში უნდა დავამატოთ ის პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმს ცხიმის აქტიურად წვას აიძულებენ.

ხახვი და ნიორი - მათ შემადგენლობაში შედის ალიცინი, რომელიც არა მარტო სპეციფიკურ მკვეთრ გემოსა და არომატს სძენს ამ პროდუქტებს, არამედ უზრუნველყოფს დაგროვებული ცხიმის ენერგიად დაჩქარებულ გარდაქმნას.

წითელი ფორთოხალი - С ვიტამინით მდიდარია ციტრუსები, განსაკუთრებით წითელი ფორთოხალი. იგი სტრესის ჰორმონ კორტიზოლის დონის სწრაფად დაქვეითებას უწყობს ხელს. კორტიზოლი ასტიმულირებს ორგანიზმის მიერ ცხიმის დაგროვებას, განსაკუთრებით წელის არეში. რაც ნაკლებია კორტიზოლის დონე, მით უფრო მარტივად ელევა ორგანიზმი ცხიმს.

ზღვის წყალმცენარეები - მასში ცოტა კალორია და ბევრი იოდია - მინერალი, რომელიც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის სრულფასოვანი მუშაობისათვის. ამ უკანასკნელის ფუნქციის დარღვევა შეიძლება გახდეს ჭარბი წონის მიზეზი.

ცხარე წიწაკა - შეიცავს კაპსაიცინს, რომელსაც მეტაბოლიზმის სტიმულაცია შეუძლია.

ყავა და შავი ჩაი - კოფეინიც ზრდის ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეს, ამიტომ მოსვენების მდგომარეობაშიც კი კალორიების დაწვის შესაძლებლობა იქმნება. მნიშვნელოვანია არ გავაჭარბოთ რეკომენდებულ დოზას, რადგანაც დიდ დოზებში მას სეროტონინის გამომუშავების დათრგუნვა შეუძლია.

კურკუმა - მასში არსებული კურკუმინი ცხიმებთან ბრძოლაში გვეხმარება. კურკუმა ძალიან სასარგებლოა თმისა და კანისთვის.

წყალი - კლავს წყურვილის გრძნობას და წვენებისა და სხვა სასმელებისგან განსხვავებით არ წევს სისხლში შაქრის შემცველობას. წყლის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება. გარდა ამისა, კვების წინ ჭიქა წყლის მიღების შედეგად უფრო ნაკლებს შევჭამთ.

ზეითუნის ზეთი - მონოუჯერი ცხიმები ნებისმიერი ჯანსაღი რაციონის აუცილებელი კომპონენტია. ცხიმი ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია და მას თუ ჯანსაღი პროდუქტებიდან არ მივიღებთ, სხეული გვაიძულებს მავნე ტრანსცხიმების მოპოვებას „ფასტ ფუდებიდან“ და შემწვარი საკვებიდან. ზეითუნის ზეთი ლიდერია სასარგებლო ცხიმების შემცველობით, რომელიც არა მარტო სხეულის ლამაზ ფორმებს შეგვინარჩუნებს, არამედ გულსისხლძარღვთა სისტემის სიჯანსაღეზეც იზრუნებს.

ლალი ჩხიკვაძე