ჭარხალი და შაქრიანი დიაბეტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჭარხალი და შაქრიანი დიაბეტი

წარმატებით იყენებდნენ საექიმო პრაქტიკაში ავიცენა, ჰიპოკრატე, გალენი, პარაცელსი, დიოსკორიდე და სხვანი. ანტიკური საბერძნეთის ექიმები ჭარხლის წვენით მკურნალობდნენ ანემიას, საჭმლის მომნელებელი ტრაქტისა და ლიმფური სისტემის პათოლოგიებს. ამ სამკურნალო საშუალებას უძველესი დროიდან იყენებდნენ არაბები და სპარსელები. აღმოსავლური მედიცინის საუნჯეში ჭარხლის წვენით მკურნალობის არაერთი საინტერესო რეცეპტია შემონახული.

ჭარხლის წვენის უნიკალურ სამკურნალო-პროფილაქტიკურ ღირებულებებს ვიტამინების შემცველობა, კალიუმის, იოდის, რკინის, ცილებისა და უჯრედისის კომბინაცია განსაზღვრავს. ის მდიდარია ბეტაინით, ბეტანინით, P1 ვიტამინით, ორგანიზმს წმენდს წიდებისა და „მავნე ქოლესტერინისგან“, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ნივთიერებათა ცვლას, მიკროცირკულაციას, ამაგრებს სისხლძარღვებს. ამ თვისებების გამო ჭარხლის წვენი უძველესი დროიდან გამოიყენება ალერგიულ რეაქციათა, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტონიული დაავადების, ღვიძლის, სახსრების, ფარისებრი ჯირკვლის, სისხლის სხვადასხვა პათოლოგიის სამკურნალოდ.

უკანასკნელი ათწლეულის გამოკვლევებით დადგენილია, რომ წითელ ჭარხალში შემავალი ბეტაინი და ბეტანინი აუმჯობესებენ ცილების შეთვისებას და აქტიურად მონაწილეობენ ქოლინის წარმოქმნაში. ქოლინი აძლიერებს ჰეპატოციტების (ღვიძლის უჯრედების) ფუნქციას, აქვეითებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში, აწესრიგებს ცხიმოვან ცვლას ორგანიზმში, ხელს უწყობს კაპილარების განმტკიცებას. ჭარხალში შემავალი ძნელად მოსანელებელი უჯრედისის, პექტინებისა და ორგანული მჟავების წყალობით (საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მათი გადადგილების კვალად) აბსორბირდება (შეწოვა-შებოჭვას განიცდის) და ორგანიზმიდან გამოიყოფა მიკრობული წარმოშობის მავნე, შხამიანი ნივთიერებები, მძიმე მეტალთა მარილები, რადიოაქტიური იზოტოპები, ჭარბი ქოლესტერინი და ორგანიზმისათვის არასასურველი სხვა მრავალი ნივთიერება.

ჭარხალი დიაბეტით დაავადებულთათვის

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის რეკომენდებულია რეგულარულად, დღეში 4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 1/4 ჭიქა ჭარხლის წვენის მიღება, სასურველია ახალგაწურულის, რადგან ახალგაწურული წვენი ბევრად უფრო ეფექტურია - ორგანიზმს ავსებს 2,5-ჯერ მეტი „აქტიური ჟანგბადითა და ორვალენტიანი რკინით“, რომელიც ასე აუცილებელია ნივთიერებათა ცვლისათვის. თუმცა აღსანიშნავია ერთი ფაქტორიც - ჭარხლის ახალგაწურულ წვენს ზოგიერთის ორგანიზმი ვერ იღებს, ვლინდება აუტანლობა. ამ კატეგორიამ უმჯობესია მკურნალობის კურსი მცირე დოზით (1 ჩაის კოვზის ოდენობით) დაიწყოს და თანდათანობით გაზარდოს ის 1 ჭიქის ტოლ დღიურ ულუფამდე. ახალგაწურული წვენის აუტანლობის შემთხვევაში (თუ თავბრუხვევა, გულისრევა, წნევისა და პულსის ვარდნა, ზოგადი სისუსტე გივითარდებათ) გირჩევთ, გაწურული წვენი 1-2 საათით მაცივარში დააყოვნოთ და ამის შემდეგ მიიღოთ.

კარგ ეფექტს იძლევა რეგულარულად 150-200 გრამი მოხარშული ჭარხლის მიღებაც სადილად. ჭარხალი, გარდა იმისა, რომ აუმჯობესებს სისხლის შედგენილობას, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის რეკომენდებულია შემდეგი ნაყენებიც:

  • აიღეთ დაფნის 10-12 ფოთოლი, დაასხით 3 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2-3 საათი. მიირთვით 1/2 ჭიქის მოცულობით დღეში სამჯერ.
  • თანაბარი რაოდენობის ოროვანდის ფესვისა და მოცვის ფოთლის 60 გრამ ნარევს დაასხით 1 ლიტრი ცივი წყალი და 12 საათი გააჩერეთ, შემდეგ 5 წუთი წამოადუღეთ, ერთი საათი შეფუთული დააყოვნეთ, გადაწურეთ და კვებიდან ერთ საათში 3/4 ჭიქის მოცულობით მიიღეთ დღეში 4-5-ჯერ.