როგორ უნდა იკვებებოდეს მოზარდი და რომელ დაავადებებს იწვევს არაჯანსაღი კვება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ უნდა იკვებებოდეს მოზარდი და რომელ დაავადებებს იწვევს არაჯანსაღი კვება

საგანგაშო მდგომარეობაა ბავშვებში (10-17 წლის მოზარდები). "ოქსფამის" კვლევა (სასურსათო უსაფრთხოების პროექტი) აჩვენებს, რომ მოზარდების 50%-ზე მეტი უმეტესად ნახშირწყლოვან საკვებს გამოიყენებს. ცილოვანი საკვების სერიოზული დეფიციტი აქვთ, რძის ნაწარმს იშვიათად იღებენ, რის გამოც საქართველოში ზოგადად ადამიანების უმეტესობას კალციუმის დეფიციტი აღენიშნება. ბავშვებში, ისევე როგორც ქალებში, მაღალია ანემია, - გვეუბნება თამარ მანჯავიძე, მედიცინის აკადემიური დოქტორი. მისი განმარტებით, კალციუმი და ცილა მოზარდი ორგანიზისთვის, სისხლის პროცესებისთვის აუცილებელია, ეს ის აგურებია, რომლითაც კუნთი და ძვალი ყალიბდება.

კვლევებზე დაყრდნობით რესპონდენტი ამბობს, რომ ხორცს რეგულარულად ბავშვების 34% მოიხმარს. ხორცის მაინცდამაინც ყოველდღიურად მიღება აუცილებელი არ არის, მაგრამ ხშირად უნდა მიიღონ. 34% ეს ბავშვების მესამედია... რკინის ათვისება ხორციდან 3-4-ჯერ მეტია, ვიდრე ხილიდან და ბოსტნეულიდან. რკინადეფიციტის გამო ჟანგბადის მომარაგების დეფიციტი, ანუ ანემია ვითარდება. ცუდია, რომ ჟანგბადი არ მიეწოდება მოზარდის ტვინს. არადა, მოზარდობის პერიოდი აქტიური სწავლის, გონებრივი განვითარების დროა. ამიტომ მნიშვნელოვანია ორგანიზმში რკინის მარაგი შეიქმნას.

ეს დეფიციტი განსაკუთრებით ცუდად გოგონებზე აისახება, რადგანაც 11-12 წლის ასაკში მენსტრუალური ციკლის პერიოდში, ფიზიოლოგიურად რკინას სისხლთან ერთად ისედაც კარგავენ და თუ მისი შევსება არ მოხდება, შეიძლება მძიმე შედეგამდე მივიდეთ.

- მაგრამ ეს ალბათ იმას არ ნიშნავს, რომ ვაჟებს არ სჭირდებათ რკინა და სრულფასოვანი კვება.

- არა, რა თქმა უნდა, მაგრამ მიზეზთა გამო, როგორც ვთქვი, შეიძლება, გოგონას მეტი დასჭირდეს. ორივეს ერთი და იგივე პორცია რომ მივცეთ, გოგონებთან შესაძლოა ფარული შიმშილი განვითარდეს.

იგივე ვრცელდება უფრო დაბალი ასაკის ბავშვებზე. მათ დაბალანსებული კვება ესაჭიროებათ. კვლევის მიხედვით, დაბალშემოსავლიანი ოჯახები ამბობენ, რომ ჭამენ მარცვლეულს, ბოსტნეულს, რძის ნაწარმს, ხილს, მაგრამ არ ჭამენ ხორცს. ვისაც მაღალი შემოსავალი აქვს (1000 ლარზე მეტი), იქ მოხმარებაში ხილი და ხორცი შემოდის.

მრავალფეროვანი საკვების მიღება ყოველდღე აუცილებელია, ისე არ არის, რომ დღეს მიიღო და ხვალ - არა. ყველა ჯგუფიდან უნდა მიიღონ რაღაც პროდუქტი. ერთადერთი, თევზისა და ხორცის შენაცვლება შეიძლება. მაგრამ თუ ხორცს არ ჭამენ, მაშინ, ცილოვანი საკვები მაინც მისაღებია - ლობიო, პარსკოსნები, რომელშიც ხორცის ანალოგიური ცილაა... თუ ვერც ერთს ჭამენ, რკინის უზრუნველყოფისთვის უნდა მიირთვან - ჭარხალი, ვაშლი, ოღონდ, არა ჩვეული რაოდენობით, გაცილებით მეტი...

- ე.ი. ჩვენი მოსახლეობის 50%-ზე მეტი ნახშირწყლებს იღებს...

- დიახ და ეს არის - მარცვლეული, კარტოფილი, ცომეული, შაქარი. ბოლო დროს ბავშვებთან მძიმე სურათი იქმნება - სწარფი კვების პროდუქტს ეტანებიან, ასევე გაზიან ტკბილ სასმელებს. 30-40%-მდეა მათი გამოყენების სიხშირე. ამასთან, ტკბილს ისედაც იღებენ სხვადასხვა პროდუქტიდან და ამის დამატება უკვე არ არის სასარგებლო. გარდა ამისა, ეს ხელს უწყობს სიმსუქნის ტენდენციას. ეს ტენდენცია ორი ათეული წლის წინ დაიწყო. ბავშვებში მომატებულია სიმსუქნის მაჩვენებლები და ზოგადად, მოსახლეობაში. ამ მონაცემებმა პროგრესი დაიწყო.

- ამას, როგორც ვიცი, მსოფლიო სტატისტიკაც აჩვენებს. ჭარბი წონის პრევენციისთვის რა უნდა გაკეთდეს?

- აუცილებელია მინიმუმამდე დავიყვანოთ შაქრისა და შაქრის შემცველი პროდუქტების მიღება, რადგანაც დღესდღეობით ეს საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს იძლევა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ ჭარბწონიანობა რისკფაქტორად მიიჩნევა არაგდამდები დაავადებებისთვის, როგორიც არის კიბო, დიაბეტი, ჭარბი წონა, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ინსულტი. სიმსუქნით გამოწვეული დაავდებით მსოფლიოში ყველაზე ბევრი ადამიანი იღუპება. ამ მიმართულებით საქართველოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. ამიტომ, ჯანსაღი კვების პრინციპების დანერგვა ბაღებში, სკოლებში, სხვადასხვა ადგილას აუცილებელია.

თუ მატერიალური შესაძლებლობის გამო მოსახლეობა კვებას ვერ აბალანსებს, კვლევა აჩვენებს, რომ ამ საქმეში ეს არ არის ერთადერთი მიზეზი. საზოგადოების ინფორმირებულობაც დაბალია. მაგალითად, სითხის მიღებას სულ არ სჭირდება ფინანსური რესურსი. ადამიანები დღეში 3-4 ჭიქაზე მეტს არ სვამენ. არადა, წყლის მიღება განსაკუთრებით მნიშვენელოვანია. თუკი არ იღებენ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ინფორმაციის დეფიციტი აქვთ. არაგადამდები დაავადებების გავრცელების საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვანი მხოლოდ ჯანსაღი კვებაა ფიზიკურ აქტივობასთან ერთად.

- არადაბალანსებული კვება ანემიას, კალციუმის დეფიციტს იწვევს... ამან კიდევ რა დაავადება შეიძლება პატარებში გამოიწვიოს?

- ეს არის რაქიტი, ავიტამინოზი, ზრდის შეფერხება...

საკვები ზოგადად 5 ჯგუფშია გაერთიანებული: მარცვლეული, ხილი და ბოსტნეული, რძე და რძის ნაწარმი, ხორცეული და ცხიმები, ტკბილეული და სუნელები (მცირე რაოდენობით). აქედან ყველა საკვები ყოველდღიურად უნდა მივიღოთ, რომ ორგანიზმი უზრუნველვყოთ. სწორი კვება აუცილებელია ზრდა-განვითარებისთვის და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის!

- გამოდის, ხორცი და ხორცპროდუქტები ფუფუნების სფეროა.

- თბილისში შეიძლება ასე იყოს, მაგრამ სოფლებში ეს არ უნდა იყოს ფუფუნების პროდუქტები. თვითონ თუ არა, მეზობელს მაინც ეყოლება ძროხა, რომ ერთი ჭიქა მაწონი და რძე ბავშვს მიაწოდონ. სხვათა შორის, მაღალმთიან რეგიონში ხორცეულისა და რძის მიღების დეფიციტი უფრო მაღალია.

- რატომ?

- ხორცი და რძის ნაწარმი იქაური მოსახლეობის მატერიალური შემოსავლის წყაროა, ძირითადად ყიდიან და სანაცვლოდ იაფ საკვებს ყიდულობენ. კვლევებმა აჩვენა, რომ განსხვავება სოფელსა და ქალაქს შორის მცირედია. ბარში ხილი და ბოსტნეული ხელმისაწვდომია, რადგან მოდის, მთაში ეს ნაკლებია.

- როგორია კვების იდეალური რეცეპტი?

- ასეთი არ არსებობს. ის არის, რომ ადამიანმა, როგორც გითხარით, ყველა ჯგუფიდან მიიღოს რაღაც პროდუქტი. საუზმის გამოტოვება არ შეიძლება, რადგან დღეში მოხმარებული ენერგიის 30%-ს საუზმე იძლევა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საუზმეზე მისაღებად ყველაზე გავრცელებულია ნახშირწყლოვანი საკვები, მაგალითად, შვრიის ფაფის (სხვადასხვა ვარიანტი). შეიძლება წიწიბურის გამოყენება, ისიც ნახშირწყლოვანი პროდუქტია; ასევე შეიძლება პური, ყველი, კარაქი, მოხარშული კვერცხი, რომელიმე ხილის ნატურალური წვენი, ნაკლებად ტკბილი ჩაი, ერთი ჭიქა რძე, - ეს არის საუზმის სხვადასხვა ვარიანტი.

კარგია წახემსება, 12-13 საათზე, ხილით, ხაჭოთი, ან იოგურტით, ოღონდ, ხილი არ შეიძლება საკვებს დააყოლოთ. ცალკე კვებად უნდა გამოვყოთ.

სადილზე შეიძლება სხვადასხვაგვარი წვნიანის მიღება, მათ შორის, ბოსტენეულით, ან ხორცით.

კარგია თუ საღამო დამთავრდება ადვილად ასათვისებელი საკვებით - ხაჭოთი ან მაწვნით. ცილა ხორცშიც არის და რძის ნაწარმშიც, მაგრამ საღამოს მაწონსა და ხაჭოს ორგანიზმი ადვილად ითვისებს. ამიტომ, გვიან ხორცის ჭამა რეკომენდებული არ არის. თან, რძის ნაწარმი კუჭნაწლავის მოქმედებას ხელს უწყობს. გარდა ამისა, დღის განმავლობაში 8 ჭიქა წყალი, ან სასარგებლო სითხეა დასალევი. სასარგებლო სითხედ ნატურალური ხილის წვენი და რძეც ითვლება.

ბოლოს მინდა, ისევ იმას მივუბრუნდე, როდესაც ინფორმაციის დეფიციტზე ვსაუბრობთ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რძის ნაწარმი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი ორგანიზმისთვის. ის როგორც ბავშვებმა, ასევე ქალებმა ყოველდღე უნდა მიიღონ, რომ ოსტეოპოროზი არ გამოცადონ. ცხადია, ინფორმაციის დეფიციტიც არის ძირითადი პრობლემა, აქ პროდუქტზე ხელმიუწვდომლობაა. მაგრამ კიდევ არაგადამდები დაავადებები გავრცელებისას ყველაზე მნიშვნელოვანია ხელის დაუბანლობა... დროა, ეს სხვადასხვა და მნიშვნელოვანი ჩვევა გამოიმუშავონ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE