რატომ არ შეიძლება სწრაფად ჭამა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

რატომ არ შეიძლება სწრაფად ჭამა

რატომ არ შეიძლება სწრაფად ჭამა
ზოგი ადამიანი მეტისმეტად სწრაფად ჭამს, შეიძლება ითქვას 5 წუთში სრულად ამთავრებს ტრაპეზს. ამის მიზეზად ხშირად დროის დეფიციტსა და მუდმივად გადარბენას ასახელებენ, ზოგი სწრაფად ჭამას გაძლიერებულ შიმშილის გრძნობასაც აბრალებს, ბუნებრივია, ასეთი გრძნობის დასაოკებლად სწრაფად ჭამა უწევს ადამიანს.

არადა სწრაფად ჭამა მავნებელია - ერთბაშად მიღებული (მით უფრო დიდი რაოდენობით) საკვები სათანადოდ ვერ მოინელება, ვერ გადამუშავდება, ადამიანი დანაყრებას ვერ შეიგრძნობს და უფრო მეტ საკვებს მიირთმევს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი ზომაზე მეტ კალორიას იღებს.

გახსოვდეთ, რაც უფრო ნელა მიირთმევს ადამიანი საკვებს, მით უფრო
მეტად ნაყრდება ის და მით მეტად არის დაცული გადაძღომისგან. დანაყრების შეგრძნება ხომ ნელ-ნელა ვითარდება, შესაბამისად, ნელ-ნელა ჭამას თავისი დადებითი მხარე აქვს.

საკვების მიღების შენელებისათვის დიეტოლოგები გვირჩევენ, დიდ თეფშზე მოვათავსოთ სხვადასხვა კერძი, მაგალითად, ორი სხვადასხვა გარნირი, ბოსტნეულის სალათი, მარცვლეული და სხვა. ასეთი კვების დროს ყოველი ლუკმის
პირში ჩადებისას ადამიანი ახალ გემოს შეიგრძნობს და ინსტინქტურად ჭამის პროცესიც ნელდება, ნელი ჭამის დროს მეტ სიამოვნებას იღებს და უკეთესადაც ნაყრდება, საკვებსაც უკეთ ინელებს ორგანიზმი და ყველაფერიც საუკეთესოდ ერგება!

თინათინ გოცაძე

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
რეკომენდებული ნორმების თანახმად, ჯანმრთელმა ადამიანმა დღეში 400-500 გრამი ხილი და ბოსტნეული უნდა მიიღოს. ასაკთან ერთად ხშირად აღინიშნება
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
გვიანი შემოდგომასა და ზამთარში იმუნიტეტის შენარჩუნებასა და დაავადებისაგან დაცვაში სწორი კვება დაგვეხმარება.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
საახალწლო დღესასწაული განსაკუთრებულად ბავშვებს ახარებთ, რადგან ამ დღეებში ისინი, თამამად შეიძლება ითქვას,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად