შავი შოკოლადი აუმჯობესებს განწყობას და უმკლავდება დეპრესიას
დეპრესიის სიმპტომების არსებობას მათთან შედარებით, ვინც საერთოდ არ მოიხმარს შოკოლადს.
კვლევის ფარგლებში მეცნიერები აფასებდნენ 13626 ადამიანს. მათი 25% შედარებით აქტიურად მოიხმარდა ნებისმიერ შოკოლადს და იშვიათად აღენიშნებოდა დეპრესია. ამის მიზეზი შოკოლადის უნიკალური შემადგენლობაა: ფსიქოაქტიური ინგრედიენტები, რომელიც იწვევს კანაბინოიდების ეფექტის მსგავს ეიფორიის გრძნობას.
შოკოლადი ასევე შეიცავს ფენილეთილამინს - განწყობის რეგულაციისთვის მნიშვნელოვან ნეირომოდულატორს. შავ შოკოლადში უფრო მაღალია ანტიოქსიდანტ-ფლავონოიდების კონცენტრაცია. ეს ნაერთები ანთებასთან ბრძოლაში გვეხმარებიან. დეპრესია კი მნიშვნელოვნადაა ანთებით პროცესებთან კავშირში.
თუმცა არსებობს იმის საფუძველი, რომ განწყობის გაუმჯობესება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შოკოლადის გემო სასიამოვნო და მოსაწონია ადამიანისთვის, ანუ მნიშვნელოვანია შოკოლადისგან სიამოვნების მიღება.
ლალი ჩხიკვაძე