7 პროდუქტი, რომლის ჭამაც ძილის წინ შეიძლება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

7 პროდუქტი, რომლის ჭამაც ძილის წინ შეიძლება

წონაში მატებას და სავსებით უვნებელია ძილის წინ.

შვრია

შვრიის ფაფა მდიდარია უჯრედისით, საკვები ბოჭკოებით, ფოლიუმის მჟავათი, B6, В2, В1 ვიტამინებით, მიკროელემენტებით - კალიუმით, მაგნიუმით, კალციუმით, რკინით. შვრია სასარგებლო საკვები პროდუქტია და შესანიშნავია ძილის წინ წახემსებისთვის. გარდა ამისა, შვრია შეიცავს ძილის ჰორმონ მელატონინს.

ალუბალი

მდიდარია უჯრედისით, А, Е, К, С, В1, В2, В3, В4, В5, В6, В9 ვიტამინებით, კალციუმით, რკინით, კალიუმით, შეიცავს მელატონინს.

ბანანი

შეიცავს საკვებ ბოჭკოებს, მაგნიუმს, კალციუმს, რკინას, С, РР, В6, В2, В1, А ვიტამინებს. ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზაციას. ძილის წინ ბანანი გემრიელად დაგვანაყრებს.

კვერცხი

შეიცავს D ვიტამინს, ლეციტინს, ფოლიუმის მჟავას, ქოლინს, რომელიც ორგანიზმზე დამამშვიდებლად მოქმედებს. ომლეტი მწვანილით გემრიელად დაგვაძინებს.

ნიახური

შეიცავს А, В1, В2, В6,В9, РР ვიტამინებს, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას. დაბალკალორიული პროდუქტი ამშვიდებს და ანელებს დაბერების პროცესს.

ზღვის კომბოსტო

მის შემადგენლობაშია: იოდი, А, Е, К, С, В1, В2, В3, В4, В5, В6, В9 ვიტამინები, კალციუმი, რკინა, კალიუმი, მაგნიუმი.

უცხიმო თევზი

შეიძლება მოვხარშოთ, ორთქლზე მოვამზადოთ ან გამოვაცხოთ. ბოსტნეულის სალათთან ერთად შესანიშნავი ვახშამი გამოგვივა.

თევზი მდიდარია ლეციტინით, რკინით, А, В5, В6, В9, В12, Е, D, С, РР, К ვიტამინებით. ცილები აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, ამუხრუჭებს დაბერებას. ომეგა-3 აწესრიგებს ნერვულ სისტემას.

მნიშვნელოვანია, რომ ამ პროდუქტების ერთმანეთთან შეთავსებაა შესაძლებელი. მაგალითად შვრია ხილით, თევზი კომბოსტოთი, კვერცხი ნიახურით.

მნიშვნელოვანია სწორი კვება: საკვების ნელა და მცირე ულუფებად მიღება. მაშინ ორგანიზმი მიიღებს სასარგებლო ნივთიერებებს, კუჭიც არ იშიმშილებს ღამის განმავლობაში და სხეულის ფორმებიც შენარჩუნდება.

ლალი ჩხიკვაძე