მზესუმზირას ჰალვა სასარგებლო ჩაროზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მზესუმზირას ჰალვა სასარგებლო ჩაროზი

რომელიც ნიგვზისა და სხვადასხვა თესლისაგან მზადდება, მაგალითად, მზესუმზირას, მიწის თხილის (იგივე არაქისის) და სხვა. მას ცხიმოვანი შრეობრივი სტრუქტურა და სხვადასხვა სისქის გრძელი ბოჭკოები აქვს.

მზესუმზირას ჰალვა მწიფე მზესუმზირას თესლების არომატითა და გემოთი გამოირჩევა. განსაკუთრებით ფართოდ არის ის გავრცელებული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ყირიმსა და კავკასიაში.

მზესუმზირას ჰალვა მდიდარია ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით. მისი კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე 523 კილო კალორიაა. აღნიშნული სახის ჰალვა შეიცავს მზესუმზირას თესლებს, შაქარს და ქაფის წარმომქმნელს. მდიდარია ისეთი ბოჭკოებით, რომლებიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე. პროდუქტში წარმოდგენილია B ჯგუფის პრაქტიკულად ყველა ვიტამინი, რომლებიც ნერვული სისტემის ფუნქციობის, კანისა და ფრჩხილების ჯანმრთელობისათვის არის უმნიშვნელოვანესი.

ჰალვაში ასევე უხვადაა:

  • ვიტამინი, რომელიც სისხლში ქოლესტერინის დონეს აქვეითებს;
  • მინერალური ნივთიერებები, როგორებიცაა კალიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი და ნატრიუმი, რომლებიც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა საპროფილაქტიკოდ და იმუნიტეტის გასაძლიერებლად;
  • მცენარეული ცხიმები, რომლებიც პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს შეიცავს და სასარგებლოა კანისა და მისი დანამატების (ფრჩხილები, თმა) სიჯანსაღისთვის.

საყურადღებოა, რომ მზესუმზირას ჰალვა შეიცავს ბევრ შაქარს, მარტივ ნახშირწყლებს, რომელთა დაწვაც (გახარჯვაც) აუცილებელია და რასაც მარტივად ახერხებენ გონებრივი თუ ფიზიკური დატვირთვის მქონენი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჭარბი წონის დაგროვება გარდაუვალია.

ჰალვა, იმავდროულად, ალერგიული პროდუქტიცაა, ამიტომაც ალერგიულმა პირებმა ის სიფრთხილითა და მცირე ულუფებით უნდა მიირთვან. ჰალვის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო დღეღამური დოზა 20-30 გრამია.

როგორ შევარჩიოთ და შევინახოთ ჰალვა

სადღეისოდ მწარმოებლები მზესუმზირას ჰალვას ნატურალური სახით და სხვადასხვა დანამატით გვთავაზობენ. დანამატებად ჰალვაში ხშირად არის ვანილი, შოკოლადი, თხილი, ჩამიჩი (იგივე ქიშმიში, ყურძნის ჩირი). ნებისმიერი სახის ჰალვა ახალი უნდა იყოს, ამისათვის სასურველია მისი ქარხნული ვაკუუმშეფუთვით შეძენა, რომელსაც შესაბამისი ვადები ექნება მითითებული. გახსნილი ჰალვა გადაიტანეთ მინის ჭურჭელში, რომელსაც ჰერმეტული სახურავი ექნება და მოათავსეთ მაცივარში. მომწარო სუნის გაჩენისთანავე ჰალვა გადააგდეთ, ის საკვებად უვარგისია.

გახსოვდეთ, მზესუმზირას ჰალვა დამოუკიდებელი ჩაროზია, თაობათა საყვარელი ნუგბარი, მეტად სასარგებლო პროდუქტი, თუმცა - ზომიერად!