რა მოუვა ორგანიზმს ნახშირწყლებზე უარის თქმის შემთხვევაში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

რა მოუვა ორგანიზმს ნახშირწყლებზე უარის თქმის შემთხვევაში

რა მოუვა ორგანიზმს ნახშირწყლებზე უარის თქმის შემთხვევაში
ჩვენ წარმოდგენაში ნახშირწყლები ცუდია, მაგრამ რაციონიდან მათი სრული გამორიცხვა გონივრული არ არის.
ბოსტნეულის ულუფა 3-4 გრამ ნახშირწყალს შეიცავს, იმდენივეს რამდენსაც ერთი პეშვი ნიგოზი. გამოდის, რომ ნახშირწყლებზე ურის შემთხვევაში ადამიანმა რაციონიდან უნდა ამოიღოს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბევრი პროდუქტი.

დიეტოლოგები საუბრობენ "ცუდ" და "კარგ" ნახშირწყლებზე. პირველს მიეკუთვნება დამუშავებული მარცვლეული, რაფინირებული შაქარი. წონაში კლება და ჯანსაღი მასის შენარჩუნება, ქრონიკული დაავადებების პროფილაქტიკა და საჭმლის მონელების ოპტიმიზაცია მოითხოვს მენიუში სწორი ნახშირწყლების არსებობას.

რაციონში ნახშირწყლების შემცირება აქვეითებს მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების, მათ შორის ვიტამინების, მინერალების, ანტიოქსიდანტების, უჯრედისისა და
სასარგებლო ცხიმების მოხმარებას. ეს დეფიციტი უარყოფითად მოქმედებს იმუნურ და კოგნიტიურ ფუნქციებზე და ზრდის ზოგიერთი ქრონიკული დაავადების, მათ შორის გულისა და ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკს.

იმ რეგინებში, რომელთა მოსახლეობაც დღეგრძელობით გამოირჩევა, დიეტა უპირატესად მცენარეულია, რაც ნახშირწყლების საკმარისი ოდენობით შემცველობას მიუთითებს.

უჯრედისის დღიური რეკომენდებული დოზაა არანაკლებ 25
გრამისა. თუმცა ეს საკვები ნივთიერება მხოლოდ ნახშირწყლების შემცველ პროდუქტებშია. ამასთან უჯრედისის მაღალი შემცველობის რაციონი დაკავშირებულია გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ინსულტის, დიაბეტის, სიმსუქნის და სხვა მდგომარეობის რისკთან.

გარკვეული სახის უჯრედისი პრობიოტიკივით მუშაობს, გარდაიქმნება რა ნაწლავში სასარგებლო ბაქტერიებისთვის საკვებად. არსებობს უჯრედისის შემცველი დანამატები, რომლებიც ვერ იძლევა იმ უპირატესობებს, რასაც პროდუქტებიდან მიღებული უჯრედისი.

ნებისმიერი ექსტრემალური დიეტა სოციალურ კვებას პრობლემურად აქცევს, რაც ფსიქიკურ სიჯანსაღეზე მოქმედებს. სასარგებლო ნახშირწყლების შემცველი დიეტები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ემოციურ კეთილდღეობას.

არსებობს ასეთი მცნება- "კეტო-გრიპი" - მდგომარეობა რომელსაც ახასიათებს თავის ტკივილი, გაღიზიანება, გულისრევა და კუნთების ტკივილი. ეს მაშინ ხდება, როდესაც ტვინი (რომელიც ჩვეულებრივ იყენებს 60% ნახშირწყლებს) გადაერთვება კვების სხვა წყაროზე.

ჩვენს რაციონში ყოველთვის უნდა იყოს ისეთი ნახშირწყლოვანი პროდუქტები, როგორიცაა: ნიგოზი, პარკოსნები, ხილი და ბოსტნეული.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
04-11-2019
ადამიანის ორგანიზმში ორი სახის ცხიმია: თეთრი ანუ "ცუდი" ცხიმი და ყავისფერი ანუ "კარგი" ცხიმი. სწორედ ამ თეთრი ცხიმისაგან
04-11-2019
წონის პრობლემა ერთ-ერთი აქტუალური საკითხია ჩვენს ქვეყანაში. ამიტომაცაა, რომ სხვადასხვა
26-10-2019
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
პირველ რიგში რაციონიდან უნდა ამოვიღოთ მაღალი გლიკემიური ინდექსის პროდუქტები. პრობლემა იმაშია, რომ ხშირად ვერც კი წარმოვიდგენთ,
ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად, უპირველესად, საჭიროა საკვებად ისეთი პროდუქტების გამოყენება, რომლებიც აგვარიდებს მელატონინის დეფიციტს.
მოცვი ერთერთი ყველაზე სასარგებლო კენკრაა. როგორც მრავალრიცხოვანმა კვლევამ აჩვენა,
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
ჯოსლინის სახელობის დიაბეტის შემსწავლელმა ცენტრმა გამოარკვია, რომ პრედიაბეტიანი პაციენტების საკვებში
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად