ჯანმრთელობის "მწვანე ელექსირი" - რა არის ჩაი "მატჩა" და რისთვის სვამენ მას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანმრთელობის "მწვანე ელექსირი" - რა არის ჩაი "მატჩა" და რისთვის სვამენ მას

2019-08-302019-08-302019-08-30მოწესრიგებული გქონდეთ, ამაში მედიკამენტების გარდა ჩაი - "მატჩა" დაგეხმარებათ. მეტიც, ამ ჩაის რეგულარული მოხმარება არა მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს მოგიწესრიგებთ, არამედ ორგანიზმის გაჯანსაღებაშიც შეგიწყობთ ხელს.

ცნობისათვის, "მატჩა" არის იაპონური დაფქვილი მწვანე ჩაი. მისი ისტორია ამომავალი მზის ქვეყანაში დაახლოებით მე-9 საუკუნიდან იწყება. ისტორიული წყაროების მიხედვით, მე-10-11 საუკუნეში ის პოპულარული უკვე ჩინეთშიც გახდა. იაპონიაში დღესაც ჩაის საზეიმო რიტუალი სწორედ "მატჩას" ჩაით ტარდება. "მატჩა" დღეს პოპულარულია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში და მას თამამად შეიძლება ჯანმრთელობის მწვანე ელექსირიც ეწოდოს.

იმ დაავადებების ჩამონათვალი, რომელთა სამკურნალოდ და ასევე პროფილაქტიკისთვის გამოიყენება "მატჩა", საკმაოდ გრძელია. მას სვამენ არა მხოლოდ სიჯანსაღისა და სილამაზისთვის, არამედ მეხსიერების გაუმჯობესებისთვის, არტერიული წნევის მოწესრიგებისთვის და ა.შ.

"მატჩას" სასარგებლო თვისებები - რა გამოარჩევს მას სხვა ჩაისგან?

1. "მატჩა" გვეხმარება სხეულის მეტაბოლიზმის გაზრდაში და კალორიების უფრო ეფექტურად დაწვაში.

2. "მატჩა" გამოირჩევა ანტიოქსიდანტების სიმრავლით, რომლებიც ანეიტრალებენ ჩვენს ორგანიზმში უჯრედების თავისუფალი რადიკალების დაზიანებას. ამ ანტიოქსიდანტებს მიეკუთვნება პოლიფენოლი, ქლოროფილი, კატექინები და ვიტამინები, რომლებიც თქვენს კანს, თმასა და ფრჩხილებს ჯანმრთელ, კაშკაშა და ახალგაზრდულ იერს უნარჩუნებენ.

mkurnali.ge3. "მატჩას" ყოველდღიური მოხმარებით თავიდან აიცილებთ ნაოჭების წარმოქმნას, შეინარჩუნებთ კანის ჯანსაღ ფერს.

4. "მატჩა" ხელს უშლის თმის ნაადრევ გაჭაღარავებას.

5. "მატჩას" აქვს ძლიერი ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები.

6. "მატჩაში" შემავალი ანტიოქსიდანტები ამცირებს პირის ღრუში ბაქტერიების წარმოქმნას, არასასიამოვნო სუნს და კარიესის განვითარებას.

7. "მატჩა" ხელს უწყობს ულტრაიისფერი სხივების დაზიანების შედეგების შემცირებას. ის მდიდარია კატექინებითა და პოლიფენოლებით, რომლებიც კანს იცავს ექსტრემალური ამინდის პირობებში, მშრალი ქარისა და პირდაპირი მზის სხივებისაგან.

8. "მატჩა" შეუცვლელია სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკისთვის, მათ შორის, სიმსივნის. "მატჩა" ებრძვის სიბერეს უფრო ეფექტურად, ვიდრე А და С ვიტამინები. "მატჩას" ერთი ჭიქა უფრო ეფექტურია, ვიდრე ბროკოლის, ისპანახის, სტაფილოს ან მარწყვის პორცია.

9. "მატჩა" ახდენს წნევის ნორმალიზებას. ეს ჩაი აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, ახდენს არტერიული წნევის და გულ-სისხლძარღვთა მუშაობის ნორმალიზებას. "მატჩა" ასევე ამცირებს ქოლესტერინის და გლუკოზის დონეს სისხლში, ხელს უშლის დიაბეტის წარმოქმნის რისკს. "მატჩა" 40%-ით აჩქარებს მეტაბოლიზმს და ეხმარება ორგანიზმს ცხიმების დაწვაში.

10. კვლევებმა აჩვენეს, რომ ცხიმის დაწვის კოეფიციენტი ვარჯიშის დროს "მატჩას" ჩაის დალევის შემდეგ იზრდება 25%-ით. ქლოროფილის მაღალი შემცველობის გამო მატჩა ხელს უწყობს ქიმიური ტოქსინების გამოდევნას და მნიშვნელოვნად ამცირებს რადიაციის უარყოფით ზემოქმედებას. "მატჩა" ებრძვის სტრესს და ასტიმულირებს ტვინის მუშაობას.

"მატჩას" დაყენება ტრადიციული ჩაისგან ცოტა განსხვავებულია - 1 ჩაის კოვზს (დაახლოებით 2 გრ) დავასხათ 250 მლ ცხელი, მაგრამ არაადუღებული წყალი (დაახლოებით 70-80 °С), სწრაფად ავურიოთ ერთგვაროვან კონსისტენციამდე ქაფის წარმოქმნით და "მწვანე ელექსირიც" მზადაა. ზოგადად კი ტრადიციული მატჩას მოსამზადებლად საჭიროა ფიალა, ბამბუკუს კოვზი, საწური და ბამბუკის "ცოცხი".

mkurnali.geსაქართველოში "მატჩას" შეძენა შესაძლებელია "ჩაიმანიას" შემდეგ ფილიალებში: გუდვილი დიღომში, გუდვილი ვაკეში, გუდვილი ქავთარაძეზე, აგროჰაბი ვაკეში, კარფური ვაკეში.

"ჩაიმანია" ბაზარზე 2006 წლის ოქტომბერში გამოჩნდა. ამ დროისთვის ბრენდი თბილისში 8 სავაჭრო წერტილით არის წარმოდგენილი. "ჩაიმანია" მომხმარებელს სთავაზობს 100-ზე მეტი სახეობის უმაღლესი ხარისხის ჩაისა და ჩაისებრ სასმელებს მთელი მსოფლიოდან. ბრენდის მთელი კონცეფცია დაფუძნებულია იმაზე, რომ დასაყენებელი ჩაი მოთავსებულია გამჭვირვალე ქილებში და შესაძლებელია მინიმუმ ერთი უნციის (30 გრ) შეძენა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროდუქტების მრავალფეროვნება და მაღალხარისხიანი მომსახურება არის ყველა მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილების გარანტი. "ჩაიმანია" "სინერჯი კაპიტალის" პორტფელური კომპანიაა.