ჯანმრთელობის "მწვანე ელექსირი" - რა არის ჩაი "მატჩა" და რისთვის სვამენ მას - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

ჯანმრთელობის "მწვანე ელექსირი" - რა არის ჩაი "მატჩა" და რისთვის სვამენ მას

ჯანმრთელობის "მწვანე ელექსირი" - რა არის ჩაი "მატჩა" და რისთვის სვამენ მას
თუ გაწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, არტერიული წნევა და ასევე გსურთ, რომ სისხლში ქოლესტერინისა და გლუკოზის დონე 2019-08-302019-08-302019-08-30მოწესრიგებული გქონდეთ, ამაში მედიკამენტების გარდა ჩაი - "მატჩა" დაგეხმარებათ. მეტიც, ამ ჩაის რეგულარული მოხმარება არა მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს მოგიწესრიგებთ, არამედ ორგანიზმის გაჯანსაღებაშიც შეგიწყობთ ხელს.
ცნობისათვის, "მატჩა" არის იაპონური დაფქვილი მწვანე ჩაი. მისი ისტორია ამომავალი მზის ქვეყანაში დაახლოებით მე-9 საუკუნიდან იწყება. ისტორიული წყაროების მიხედვით, მე-10-11 საუკუნეში ის პოპულარული უკვე ჩინეთშიც გახდა. იაპონიაში დღესაც ჩაის საზეიმო რიტუალი სწორედ "მატჩას" ჩაით ტარდება. "მატჩა" დღეს პოპულარულია მსოფლიოს თითქმის ყველა
ქვეყანაში და მას თამამად შეიძლება ჯანმრთელობის მწვანე ელექსირიც ეწოდოს.
იმ დაავადებების ჩამონათვალი, რომელთა სამკურნალოდ და ასევე პროფილაქტიკისთვის გამოიყენება "მატჩა", საკმაოდ გრძელია. მას სვამენ არა მხოლოდ სიჯანსაღისა და სილამაზისთვის, არამედ მეხსიერების გაუმჯობესებისთვის, არტერიული წნევის მოწესრიგებისთვის და ა.შ.

"მატჩას" სასარგებლო თვისებები - რა გამოარჩევს მას სხვა ჩაისგან?
1. "მატჩა" გვეხმარება სხეულის მეტაბოლიზმის გაზრდაში და კალორიების უფრო ეფექტურად დაწვაში.
2. "მატჩა" გამოირჩევა ანტიოქსიდანტების სიმრავლით, რომლებიც ანეიტრალებენ ჩვენს ორგანიზმში უჯრედების თავისუფალი რადიკალების დაზიანებას. ამ ანტიოქსიდანტებს მიეკუთვნება პოლიფენოლი, ქლოროფილი, კატექინები და ვიტამინები, რომლებიც თქვენს კანს, თმასა და ფრჩხილებს ჯანმრთელ, კაშკაშა და ახალგაზრდულ იერს უნარჩუნებენ.
mkurnali.ge3. "მატჩას" ყოველდღიური მოხმარებით თავიდან აიცილებთ ნაოჭების წარმოქმნას, შეინარჩუნებთ კანის ჯანსაღ ფერს.
4. "მატჩა" ხელს უშლის თმის ნაადრევ გაჭაღარავებას.
5. "მატჩას" აქვს ძლიერი ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები.
6. "მატჩაში" შემავალი ანტიოქსიდანტები ამცირებს პირის ღრუში ბაქტერიების წარმოქმნას, არასასიამოვნო სუნს და კარიესის განვითარებას.
7. "მატჩა" ხელს უწყობს ულტრაიისფერი სხივების დაზიანების შედეგების შემცირებას. ის მდიდარია კატექინებითა და პოლიფენოლებით, რომლებიც კანს იცავს ექსტრემალური ამინდის პირობებში, მშრალი ქარისა და პირდაპირი მზის სხივებისაგან.
8. "მატჩა" შეუცვლელია სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკისთვის, მათ შორის, სიმსივნის. "მატჩა" ებრძვის სიბერეს უფრო ეფექტურად, ვიდრე А და С ვიტამინები. "მატჩას" ერთი ჭიქა უფრო ეფექტურია, ვიდრე ბროკოლის, ისპანახის, სტაფილოს ან მარწყვის პორცია.
9. "მატჩა" ახდენს წნევის ნორმალიზებას. ეს ჩაი აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, ახდენს არტერიული წნევის და გულ-სისხლძარღვთა მუშაობის ნორმალიზებას. "მატჩა" ასევე ამცირებს ქოლესტერინის და გლუკოზის დონეს სისხლში, ხელს უშლის დიაბეტის წარმოქმნის რისკს. "მატჩა" 40%-ით აჩქარებს მეტაბოლიზმს და ეხმარება ორგანიზმს ცხიმების დაწვაში.
10. კვლევებმა აჩვენეს, რომ ცხიმის დაწვის კოეფიციენტი ვარჯიშის დროს "მატჩას" ჩაის დალევის შემდეგ იზრდება 25%-ით. ქლოროფილის მაღალი შემცველობის გამო მატჩა ხელს უწყობს ქიმიური ტოქსინების გამოდევნას და მნიშვნელოვნად ამცირებს რადიაციის უარყოფით ზემოქმედებას. "მატჩა" ებრძვის სტრესს და ასტიმულირებს ტვინის მუშაობას.
"მატჩას" დაყენება ტრადიციული ჩაისგან ცოტა განსხვავებულია - 1 ჩაის კოვზს (დაახლოებით 2 გრ) დავასხათ 250 მლ ცხელი, მაგრამ არაადუღებული წყალი (დაახლოებით 70-80 °С), სწრაფად ავურიოთ ერთგვაროვან კონსისტენციამდე ქაფის წარმოქმნით და "მწვანე ელექსირიც" მზადაა. ზოგადად კი ტრადიციული მატჩას მოსამზადებლად საჭიროა ფიალა, ბამბუკუს კოვზი, საწური და ბამბუკის "ცოცხი".


mkurnali.geსაქართველოში "მატჩას" შეძენა შესაძლებელია "ჩაიმანიას" შემდეგ ფილიალებში: გუდვილი დიღომში, გუდვილი ვაკეში, გუდვილი ქავთარაძეზე, აგროჰაბი ვაკეში, კარფური ვაკეში.
"ჩაიმანია" ბაზარზე 2006 წლის ოქტომბერში გამოჩნდა. ამ დროისთვის ბრენდი თბილისში 8 სავაჭრო წერტილით არის წარმოდგენილი. "ჩაიმანია" მომხმარებელს სთავაზობს 100-ზე მეტი სახეობის უმაღლესი ხარისხის ჩაისა და ჩაისებრ სასმელებს მთელი მსოფლიოდან. ბრენდის მთელი კონცეფცია დაფუძნებულია იმაზე, რომ დასაყენებელი ჩაი მოთავსებულია გამჭვირვალე ქილებში და შესაძლებელია მინიმუმ ერთი უნციის (30 გრ) შეძენა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროდუქტების მრავალფეროვნება და მაღალხარისხიანი მომსახურება არის ყველა მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილების გარანტი. "ჩაიმანია" "სინერჯი კაპიტალის" პორტფელური კომპანიაა.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
რეკომენდებული ნორმების თანახმად, ჯანმრთელმა ადამიანმა დღეში 400-500 გრამი ხილი და ბოსტნეული უნდა მიიღოს. ასაკთან ერთად ხშირად აღინიშნება
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
გვიანი შემოდგომასა და ზამთარში იმუნიტეტის შენარჩუნებასა და დაავადებისაგან დაცვაში სწორი კვება დაგვეხმარება.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
საახალწლო დღესასწაული განსაკუთრებულად ბავშვებს ახარებთ, რადგან ამ დღეებში ისინი, თამამად შეიძლება ითქვას,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად