„სწრაფი კვება“ და პარაზიტული დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„სწრაფი კვება“ და პარაზიტული დაავადებები

სრულფასოვანი საუზმე თუ სადილი, ცხელი წვნიანისა და საგულდაგულოდ მომზადებული კერძების ჩართვით, დღეს ბევრისათვის სანატრელია.

სამზარეულოში ფუსფუსი და კულინარობა ბევრმა დიასახლისმა მზა კერძების, ხშირად ნახევარფაბრიკატების შეძენითა და ცხოვრების გაადვილებით ჩაანაცვლა. მეტიც, ზოგიერთები ისე გაზარმაცდნენ, რომ ბავშვებიც კი „სწრაფი კვების“ ობიექტებზე მიჰყავთ დასანაყრებლად, მიზეზად დროის დეფიციტს ასახელებენ.

სწრაფმა კვებამ რომ რევოლუცია მოახდინა კვების სამყაროში და წამყვანი ადგილი დაიკავა თანამედროვე ადამიანის საკვებ რაციონში - ყველასთვის ცნობილია! მაგრამ ყველაზე საოცარი ის არის, რომ ადამიანებმა კარგად იციან „სწრაფი კვების“ მავნებლობის, მის მიერ ჯანმრთელობისათვის მიყენებული არაერთი ზიანის შესახებ და მაინც, პატარა ჰამბურგერისა თუ ჰოთდოგის მირთმევას ამჯობინებენ, პეპსისა და კოლას მცირე ულუფასაც გემრიელად აყოლებენ, თავის დამშვიდებით, რომ ეს ერთხელ არანაირ ზიანს არ მოუტანს მათ ორგანიზმს, თუმცა, „სწრაფი კვების“ ობიექტზე ერთხელ შეძენილი საკვებიც კი შესაძლოა დიდი საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს ადამიანისათვის. სხვა ბევრ პრობლემასთან ერთად ადამიანი შესაძლოა პარაზიტულ დაავადებათა მსხვერპლი გახდეს.

რა საფრთხეს უქმნის „სწრაფი კვება“ ადამიანს პარაზიტული დაავადებებით დასნებოვნების თვალსაზრისით, რომელი პარაზიტული დაავადებები ვრცელდება უხშირესად დასახელებულ ობიექტებზე, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი, მედიცინის დოქტორი - ირმა კოკაია:

- ქალბატონო ირმა, აუხსენით მკითხველს, რატომ ქმნის „სწრაფი კვება“ პარაზიტული დაავადებებით დასნებოვნების საშიშროებას.

- პარაზიტული დაავადებებით დასნებოვნების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზა არის საკვებისმიერი. აღნიშნული უკავშირდება როგორც საკვები პროდუქტების (ხორცი, თევზი, მწვანილი, ბოსტნეული, რძე და რძის პროდუქტები) პარაზიტებით ინვაზირებას, ასევე მომზადების ტექნოლოგიური პროცესების დარღვევას. ხშირ შემთხვევაში, თუნდაც პარაზიტებით დაინვაზირებული პროდუქტები, თუ სწორად არის თერმულად დამუშავებული, არ წარმოადგენს ადამიანისათვის საფრთხეს, რადგან პარაზიტების უმეტესობა ვერ უძლებს თერმულ დამუშავებას. ხშირად პარაზიტული დაავადებებით დასნებოვნება პირადი ჰიგიენის ნორმების დარღვევის ბრალიცაა.

სწრაფი კვების ობიექტები (ე.წ. „ქუჩის საკვები“) არის ყველა ამ საფრთხის შემცველი. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არის შემთხვევები, როცა კვების ობიექტებში გაურკვეველი წარმოშობის, შეუმოწმებელ ხორცსა და რძის პროდუქტებს იყენებენ, დარღვეულია მათი შენახვის და მომზადების ტექნოლოგიური პროცესი. კიდევ ერთი პროდუქტი, რომელსაც კვების ობიექტები იყენებენ და რომელიც ასევე შეიძლება იყოს პარაზიტული დაავადებების წყარო, არის მწვანილი. მწვანილის სწორი გარეცხვა - ხანგრძლივად, გამდინარე წყლით - აუცილებელია პარაზიტული დაავადებებით დასნებოვნების რისკის შესამცირებლად.

დიდი პრობლემაა ისიც, რომ სწრაფი კვების ობიექტებს, როგორც წესი, არ აქვთ მომხმარებლისათვის სანიტარული კვანძები. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს დაბინძურებული ხელებით უწევს საკვების მიღება, რაც ზრდის დასნებოვნების რისკს. აღნიშნული პრობლემები ეხება არა მარტო „სწრაფი კვების“ ობიექტებს, არამედ, საზოგადოდ, კვების ობიექტებსაც.

- უხშირესად რომელი პარაზიტული დაავადებები ვრცელდება „სწრაფი კვების“ ობიექტებზე?

- საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებული პარაზიტული დაავადებებიდან ხშირია ნაწლავური პარაზიტული დაავადებები (ასკარიდოზი, ლამბლიოზი, ფასციოლოზი), რისი მიზეზიც უმი, არასათანადოდ გარეცხილი მწვანილისა და ბოსტნეულის გამოყენებაა. ასევე ხშირი დაავადებებია ტენიიდოზები (ღორის და ხარის სოლიტერით გამოწვეული), ეს კი თერმულად არასწორად დამუშავებული ხორცის გამოყენებას უკავშირდება. ზოგჯერ ადამიანებს აქვთ ჩვევა უმი ფარშის გასინჯვის ან ჭამის, რაც ასევე პარაზიტული დაავადების შეძენის რისკს აჩენს. უმი ან თერმულად არასაკმარისად დამუშავებული თევზით შესაძლებელია ადამიანი დაინვაზირდეს ოპისტორქოზით. ბოლო პერიოდში საქართველოში ძალზე პრობლემური გახდა ბრუცელოზი, რომელიც თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცისა და რძის პროდუქტებით გადადის. ამ მხრივ საშიშია ჭყინტი ყველიც.

- როგორია ჩამოთვლილი დაავადებების გამოვლინება და რა შემთხვევაში უნდა მიმართოს ადამიანმა ექიმ-სპეციალისტს?

- პარაზიტული დაავადებების კლინიკური გამოვლინება და ინკუბაციური პერიოდი დამოკიდებულია პარაზიტის სახეობაზე. ხშირ შემთხვევაში გამოვლინდება დიარეით, მუცლის ტკივილით, ცხელებით, გულისრევის შეგრძნებით, ღებინებით, სახსრების, კუნთების ტკივილით, ხველით ან რომელიმე კონკრეტული ორგანოს ან ორგანოთა სისტემის დაზიანების ნიშნებით. პარაზიტული დაავადებების დროს ხშირია სხვადასხვა სახის ალერგიული გამოვლინებაც, მაღალია სისხლში ეოზინოფილების რაოდენობაც. ამ სიმპტომებისას პაციენტმა დროულად უნდა მიმართოს ექიმს და ჩაიტაროს შესაბამისი გამოკვლევები.

- რომელი სან-ჰიგიენური წესები უნდა დავიცვათ პარაზიტულ დაავადებათა ასარიდებლად?

- პარაზიტული დაავადებების პრევენციისათვის აუცილებელია რიგი მარტივი წესების დაცვა:

ნ თერმულად სწორად დამუშავდეს ხორცი, ხორცის პროდუქტები, თევზი;

ნ არ გამოიყენოთ საკვებად უმი რძე და რძის პროდუქტები, აუცილებელია პასტერიზებული პროდუქტების გამოყენება;

ნ კარგად გარეცხეთ მწვანილი და ბოსტნეული გამდინარე წყლით;

ნ აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა საპნით;

ნ ნუ შეიძენთ საკვებს საეჭვო კვების ობიექტებში;

ნ ზაფხულის პერიოდში მოერიდეთ მალფუჭებადი პროდუქტების მიღებას;

ნ ნუ დალევთ წყალს საეჭვო ჭიდან და ღია წყალსატევებიდან.