რა საფრთხეს უქმნის სწრაფი კვება საჭმლის მომნელებელ სისტემას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა საფრთხეს უქმნის სწრაფი კვება საჭმლის მომნელებელ სისტემას

პიცა, ჩიპსები, ნამცხვრები, ბურგერები, კარამელი, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები, შემწვარი და დამარილებული სასუსნავები - ასეთია იმ პროდუქტთა არასრული ჩამონათვალი, რომლებიც შეკვეთიდან რამდენიმე წუთში შეიძლება მოგიმზადონ და სათანადო ადგილის პოვნამდე მოგართვან კიდეც. არავინ ამბობს, რომ ასეთი საკვები უგემურია ან სხვა კერძებზე ნაკლებად სასიამოვნოა მათი ჭამა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სწრაფი კვება საჭმლის მომნელებელ სისტემას არცთუ უმნიშვნელო საფრთხეს უქმნის.

ერთი შეხედვით საკმაოდ მოხერხებულია, რომ შეკვეთილ საჭმელს რამდენიმე წუთში მოგვართმევენ, სწრაფადვე დავნაყრდებით და ჩვენს საქმიანობას გავაგრძელებთ. თუმცა, დროის მცირე მონაკვეთში შიმშილის გრძნობა კვლავ აღმოცენდება. უცნაური არაფერია - სწრაფი კვების ობიექტზე შეძენილი საჭმელი არ შეიცავს ბოჭკოს, რთულ ნახშირწყლებს, უჯერ ცხიმოვან მჟავებს, რის გამოც სიმაძღრის შეგრძნება საკამოდ სწრაფად ქრება. ხშირი წახემსებები კი, რისი მოთხოვნილებაც ახლავს ეგრეთ წოდებული „ფასტ ფუდის“ მიღებას, იწვევს კუჭის გადატვირთვას. კუჭი ვეღარ ასწრებს მიღებული საკვების გადამუშავებას, ვითარდება სიმძიმის შეგრძება, მუცლის შებერვა. ამ ცვლილებების გამო სწრაფი კვების ობიექტებში ყოველდღიური სტუმრობისას კუჭი ქრონიკულად „გადავსებულია“, რაც მომატებული მადის, მეტი საკვების მიღების და სიმსუქნის მიზეზი ხდება.

სწრაფი კვება, კუჭი და თირკმელი

დასამალი არ არის, რომ სწრაფი კვების ობიექტების კერძთა დიდი ნაწილი შეიცავს სხვადასხვა ტოქსიკურ ელემენტს, ქიმიურ კონსერვანტებსა და ნატრიუმის (მათ შორის - სუფრის მარილში არსებულს) დიდ რაოდენობას. ეს კომპონენტები ზრდიან მუცლის შებერვის, ჭარბი აირების დაგროვების, კუჭის წყლულისა და ხშირი მიღებისას კუჭის კიბოს რისკს. დიდი რაოდენობით ნატრიუმის მოხმარება აძლიერებს წყურვილს, წყლის ჭარბად მიღება კი მუცელს ბერავს, გაზებს აგროვებს, კუჭის არეში იწვევს დისკომფორტს. ნატრიუმით დატვირთვა არ არის სასურველი თირკმლისათვის, მით უფრო, თუ ადამიანს ეს ორგანო ჯანმრთელი არ აქვს. აღარაფერს ვამბობთ იმ საყოველთაოდ აღიარებულ ფაქტზე, რომ ჭარბი ნატრიუმი არტერიული წნევის მატების, გულის უკმარისობისას პაციენტის მდგომარეობის გაუარესებისა და ამ მდგომარეობათა მკურნალობის ეფექტიანობის დაქვეითების მიზეზია.

სწრაფი კვება ყაბზობის მიზეზია

ალბათ კარგად გახსოვთ, რომ ნაწლავების ბუნებრივი მოტორული (სამოძრაო) აქტივობის ანუ პერისტალტიკის შენარჩუნებისათვის აუცილებელია ადამიანი ყოველდღიურად იღებდეს გარკვეული რაოდენობით საკვებ ბოჭკოს, რომლითაც მდიდარია ხილი, ბოსტნეული (გარდა კარტოფილისა), მარცვლეული, დაუმუშავებელი ხორბალი, თხილეული. ბოჭკოთი მდიდარი საკვები ეხმარება ნაწლავის ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და იქ დაგროვილი გადამუშვებული პროდუქტების გამოყოფას - ნაწლავების ნორმალურ მოქმედებას. როცა შიმშილის გრძნობის დასაკმაყოფილებლად ხშირად ვირჩევთ სწრაფი კვების ობიექტებს და საჭმელს, რომელიც ბოჭკოს მინიმალურ რაოდენობას შეიცავს, ვითარდება ყაბზობა, ანუ შეკრულობა. მიზეზი მარტივია - ნაკლები ბოჭკო საკვებში ნიშნავს ნაწლავების ნაკლებ მოძრაობას (პერისტალტიკას), სითხის ნაკლებ მიზიდვას ნაწლავში არსებული მასების მიერ და მკვრივი მასების ჩამოყალიბებას, რომლებიც ძნელად გადაადგილდება. ამ ყველაფერს თან ახლავს მუცლის შებერვის, გაზების დაგროვების, ზოგჯერ ტკივილის შეგრძნება.

პეპტიკური წყლული

თუ საჭმლის მიღების ადგილად ადამიანი სწრაფი კვების ობოექტს ძალიან ხშირად ირჩევს, იზრდება წყლულის რისკიც. ასაკის მატებასთან ერთად ჭარბი სანელებლებით გაჯერებული საკვები, ალკოჰოლი, კოფეინიანი სასმელები, სხვა ფაქტორებთან ერთად, წყლულის სიხშირეს მკვეთრად ზრდიან. ბოლო დროს სულ უფრო მეტი იწერება სწრაფი კვების ობიექტებზე კვებასა და წყლულს შორის კავშირზე.

ღვიძლის დაავადებები

ღვიძლი არის ერთ-ერთი იმ უმთავრეს ორგანოთაგანი, რომელიც სწრაფი კვების დამზიანებელი ზემოქმედების სამიზნეა. შესაძლოა ვინმემ იფიქროს, რომ ღვიძლის გადატვირთვა სწრაფი კვების ობიექტების კერძებში არსებული კონსერვანტებისა თუ ცხიმების გამო ადამიანისათვის შეუმჩნეველი დარჩება, მაგრამ ეს მცდარი შეხედულებაა. ღვიძლის დაავადებას ან ღვიძლის ნებისმიერი სახის დაზიანებას შეიძლება თან ახლდეს მუცლის შებერვა, არასასიამოვნო შეგრძნება საკვების მიღების შემდეგ. ღვიძლის დაავადებათა შორსწასულ შემთხვევებში ვლინდება სისხლდენა საყლაპავის ვენების გაგანიერების გამო.

მეტეორიზმი

„ფასტ ფუდის“ მიღებას ხშირად თან ახლავს გაზების უჩვეულოდ დიდი რაოდენობით დაგროვება, შემაწუხებელი მეტეორიზმი. აღნიშნულს კი მრავალი განსხვავებული მიზეზი აქვს. მეტეორიზმი შეიძლება გამოიწვიოს საკვებში არსებულმა ცხიმებმა და ნახშირწყლებმა. მას ხელს უწყობს სწრაფად ჭამის დროს ჰაერის ჩაყლაპვაც. მნიშვნელოვანი ფაქტორია სასმელი, რომელსაც ადამიანი სწრაფი კვების ობიექტში იღებს - ტკბილი გაზიანი სითხეები, რომლებიც მეტეორიზმს აძლიერებენ გაზის გამოყოფისა და მათში არსებული ნახშირწყლების მონელებისას აირების წარმოქმნის გამო.

გულძმარვა

მსგავსად მეტეორიზმისა, გულძმარვასაც მრავალი მიზეზი აქვს. უპირველესად, ეს არის მიღებული საკვების ხასიათი. ცნობილია, რომ გულძმარვას აძლიერებს კეტჩუპი, მყარ ცხიმებზე მომზადებული საკვები, ფენოვანი ცომი, ყავა, კოლა, გაზიანი სასმელი. გარდა ამისა, გულძმარვა ძლიერდება სითხის ჭარბი მიღების და საკვებით კუჭის გადატვირთვის გამო.

სწრაფი კვების საფრთხე

ზემოთქმულთან ერთად სწრაფი კვება კიდევ ერთი ფაქტორის გამო არის საზიანო. გავიხსენოთ, როგორ ვჭამთ ბურგერს, პიცის ნაჭერს, კატოფილ „ფრის“ თუ ქათმის ნაგეთსს - ვჭამთ და თან სადღაც მივიჩქარით, ფეხზე ვდგავართ, რაღაც საქმეს გავრძელებთ. კვების დროს ყურადღების სხვა საქმიანობისაკენ მიმართვა საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანების და საკვების მონელების დარღვევის კიდევ ერთი ფაქტორია.

უნდა შევჩერდეთ ერთ გარემოებაზეც. ხშირად, როცა შერჩეულ საკვებს სწრაფად გვაწოდებენ, აღარ გვახსენდება, რომ ჰიგიენის ნორმები სწრაფი კვების ობიექტშიც აუცილებლად უნდა დავიცვათ - ორჯერ დავიბანოთ ხელები საპნით, სათანადო წესით. დაუბანელი ხელებით ჭამა კი ნაწლავური ინფექციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია.

ვჭამოთ თუ არა...

თუ ადამიანს განსაკუთრებული უკუჩვენება არ აქვს, სწრაფი კვების სრულად აკრძალვა აუცილებელი არ არის, მით უფრო, რომ ჯანმრთელობისათვის საზიანო პროდუქტებთან ერთად, მათ მენიუში არის სხვადასხვა სახის ბოსტნეულის სალათიცა და ხილის ახალი წვენიც. უბრალოდ, ვეცადოთ, იშვიათად მივაკითხოთ ამგვარ ობიექტებს და ჯანსაღი საკვები შევარჩიოთ.