დიეტოლოგია

რა უნდა გაითვალისწინოთ ხილის ჭამისას

რა უნდა გაითვალისწინოთ ხილის ჭამისას
საქართველოში განსაკუთრებით განებივრებულნი ვართ სხვადასხვა ხილითა თუ კენკრით. ზაფხული ხომ შემოდგომასავით უხვ და ფართო არჩევანს გვთავაზობს, მიირთვი რაც გიყვარს და გესიამოვნება სულო და გულო!Eექსპერტები რამდენიმე რეკომენდაციას გვაძლვენ ხილისა და კენკრის მოყვარულებს:

• ხილი კანიანად და თესლებიანად (და არა კურკებიანად) უნდა მივირთვათ. სწორედ მთლიანი ნაყოფი (ხილი თუ კენკრა) გაცილებით სასარგებლოა ორგანიზმისთვის, ვიდრე გაწურული წვენები. ხილის წვენები საკმაოდ ტკბილია, მოკლებულია უჯრედისს და გამოირჩევა მჟავე რეაქციით. ამა თუ იმ ხილის ნაყოფის კანში კი უხვადაა ანტოციანები და უჯრედისი, ზოგიერთი ნაყოფის თესლი კი აფერხებს შეკრულობას;

• ხილით პირის
ჩატკბარუნების შემდეგ სასურველია პირის ღრუს წყლით გამოვლება, რადგან ხილის უმრავლესობა მდიდარია C ვიტამინით (ასკორბინის მჟავა) და სხვადასხვა მჟავებით, რომლებიც აზიანებს კბილის მინანქარს;

• ბლისა თუ ალუბლის კურკების გადაყლაპვა მავნებელია, რადგან ისინი შეიცავს ნივთიერება ამიგდალინს, რომელიც შხამად (ციანიდად) გარდაიქმნება და ვნებს ორგანიზმს.

თინათინ გოცაძე