მწვანილის მხოლოდ ერთი კონა შეიცავს ვიტამინებისა და მიკროელემენტების თითქმის დღიურ ნორმას. მწვანილს ასევე გააჩნია ანტიოქსიდანტური ეფექტი. ამ თვალსაზრისით საუკეთესოა: რეჰანი, კამა, ოხრახუში, ქინძი. ამასთან, საყურადღებოა იისფერი რეჰანი და სალათის ფურცლები. ამ უჩვეულო ფერის უკან დგას
ოხრახუშში С ვიტამინი თითქმის 4-ჯერ მეტია, ვიდრე ლიმონში. რეჰანში გარდა С ვიტამინისა არის ასევე К და Е ვიტამინები და კაროტინი. კამა მდიდარია ეთერზეთებით.
სპეციალისტები ახალი მწვანილის გამოყენებას გვირჩევენ, რადგანაც გამხმარი და კერძში თერმულად დამუშავებული თავის სასარგებლო თვისებებს კარგავს.
სასურველია, რომ მწვანილი ყოველთვის იყო სუფრაზე. სახეობა კი გემოვნებაზეა დამოკიდებული, რადგანაც ქიმიური შემადგენლობა თითქმის ერთნაირი აქვთ. არსებობს მხოლოდ გარკვეული სხვაობა ეთერზეთების თაიგულსა და პიგმენტების სპექტრში, რომელიც სხვადასხვა ელფერს ანიჭებს მწვანილის ფოთლებს.
ლალი ჩხიკვაძე