კვება კუჭის ტკივილის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვება კუჭის ტკივილის დროს

ქრონიკული გასტრიტისა, წყლულოვანი პათოლოგიისა, კუჭის კიბოსი. ის ასევე შეიძლება გამოიწვიოს გადაძღომამ, შეკრულობამ, ნერვულმა გადაძაბვამ, ძლიერმა სტრესმა. დაავადების გამომწვევი ფაქტორები რომ აღმოიფხვრას და მდგომარეობა გაუმჯობესდეს, პაციენტმა მთლიანად უნდა შეიცვალოს ცხოვრების სტილი - დაიცვას ექიმის მიერ შერჩეული დიეტა და კვების რეჟიმი. ურეჟიმო და არარაციონალური კვება - ჭამა ხანგრძლივი ინტერვალებით, მხოლოდ მშრალი საკვების მიღება, ცხარე საკვების სიყვარული - საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გადატვირთვა-გადაძაბვას იწვევს. ცარიელ კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში ჭარბად გამოიყოფა საჭმლის მომნელებელი წვენები, მათი დიდხანს დაყოვნების გამო კი იწყება ლორწოვანი გარსის მონელება, რამაც შესაძლოა წყლულის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი. ამრიგად, კვების რეჟიმსა და თვით საკვებს დიდი მნიშვნელობა აქვს კუჭის დაავადებების როგორც სამკურნალოდ, ისე პროფილაქტიკისთვისაც. ამ დაავადებების გამწვავების პერიოდში იკრძალება შემწვარ-მოხრაკული და შებოლილი ხორცი, შაშხი, ლორი, ხორცის ნახარში, გაზიანი სასმელები. ნებადართულია: მოხარშული თევზი, საქონლისა და ქათმის ხორცი, ჭყინტი უმარილო ყველი, ბოსტნეულის სუპი. სასურველია ფაფა (მათ შორის - წიწიბურასი), გამომშრალი (წინა დღის) პური. ეს დიეტა - შედარებით მკაცრი - ავადმყოფმა 1-1,5 თვის განმავლობაში უნდა დაიცვას, მერე კი, კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესების კვალად, რაციონის გაფართოება და გამრავალფეროვნებაც შეიძლება, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს შემწვარ-მოხრაკულ და ცხარე კერძებზე გადასვლას. ღორის ხორცს უმჯობესია წყლულის ჩაცხრობის შემდეგაც ერიდოთ. ბოსტნეული (მაგალითად, კომბოსტო) მწვავე პერიოდში თუ მხოლოდ მოხარშულია ნებადართული, შემდგომ უმი ან მცენარეულ ზეთში მოშუშულიც შეიძლება. კვება სასურველია დღეში ოთხჯერ, მცირე ულუფებით, თანაც ერთსა და იმავე დროს - წყლულოვანი დაავადების მკურნალობისას რეჟიმის დაცვა აუცილებელია.

რძის ნაწარმი და ხილის წვენები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, უმარილო ჭყინტი ყველი და ხაჭო წყლულოვანი პათოლოგიით დაავადებულთა რაციონში შედის. რაც შეეხება თვით რძეს, ზოგჯერ ექიმი პაციენტს ურჩევს, მისი მიღებისგან თავი შეიკავოს. მართალია, რძე ანტაციდური თავისებურებით გამოირჩევა და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს, მაგრამ მუცლის შებერვასაც იწვევს. ზოგიერთის ორგანიზმი რძეში შემავალ ცხოველურ ცილებს ძნელად ითვისებს. ასე რომ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დასაბალანსებლად რძეს ზოგჯერ საკვები რაციონიდან იღებენ, თუმცა დიეტაში მისი ჩართვა ორგანიზმისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ამავე პრინციპით არ იკრძალება მაწონი (რა თქმა უნდა, არა მჟავე). ხილის, განსაკუთრებით - ყურძნის, ფორთოხლის, ბროწეულის და სხვა მჟავე წვენების მიღებას კი თავი უნდა არიდოთ. ვაშლი მოშუშული გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე უმი. გაზიანი (ქიმიურ კონცენტრატებზე დამზადებული) სასმელები წყლულოვანი პათოლოგიის დროს ორგანიზმის უბოროტესი მტრები არიან.

ალკოჰოლი

წყლულოვანი დაავადების გამწვავების პერიოდში ყოველგვარი ალკოჰოლიანი სასმელი იკრძალება, რემისიისა და ზოგადი სტაბილიზაციის დროს კი ნატურალური ღვინო ნებადართულია, ოღონდ, რა თქმა უნდა, მცირე რაოდენობით - 1-2 ჭიქა.

ტანინისა და კოფეინის შემცველი სასმელები

ასეთი სასმელებიდან შედარებით მსუბუქია ჩაი, ყავის უზომო (3-4 ფინჯნისა და მეტის) სმა კი, რაც ისედაც ვნებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, მით უფრო მავნებელია წყლულოვანი პათოლოგიის დროს. ისიც უნდა ითქვას, რომ ჩაისა და ყავის მოყვარულებისთვის ამ სასმელების მკაცრი აკრძალვა სტრესია, ამიტომ ექიმი ზოგჯერ რთავს თითო ფინჯნის დალევის ნებას.

სამკურნალო კვება

თუ დასტურდება ნაწლავების ანთებითი დაავადება და წყლული ნაწლავებზეც გადადის, ინიშება სამკურნალო კვება. ამ დროს რაციონი უნდა იყოს მექანიკურად და ქიმიურად დამზოგველი და ცილებითა და ვიტამინებით მდიდარი. რძე გამორიცხულია, აუტანლობის შემთხვევაში მკაცრად იზღუდება მცენარეული უჯრედისიც. ეს რაციონი შეესაბამება დიეტა #4-ს (თეთრი ორცხობილა, ჩაი, ახალი ხაჭო, მჭლე ხორცის ბულიონი, წყალში მოხარშული ბრინჯისა და მანანის ფაფები).

მერე კი შეიძლება დაინიშნოს დიეტა #4/ა (ორთქლზე მომზადებული კატლეტი, გუფთა, მოხარშული მჭლე თევზი, შტოშის, მოცვის კისელი).