რა ხდება ორგანიზმში, როდესაც ზეთიან კერძებს მივირთმევთ - უზეთოდ მომზადებული კერძების 5 უპირატესობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

რა ხდება ორგანიზმში, როდესაც ზეთიან კერძებს მივირთმევთ - უზეთოდ მომზადებული კერძების 5 უპირატესობა

 რა ხდება ორგანიზმში, როდესაც ზეთიან კერძებს მივირთმევთ - უზეთოდ მომზადებული კერძების 5 უპირატესობა
გემრიელი და სასარგებლო კერძი ხშირად ერთმანეთთან შეუთავსებლად მიგვაჩნია, მაგრამ რეალურად ასე არ არის. გემრიელი საკვების წარმოდგენისას, ჩვენს გონებაში უმეტესად ბევრ ცხიმში დაბრაწული ბოსტნეული და ხორცი ამოტივტივდება ხოლმე. ამის მიზეზი ისაა, რომ ზეთით მომზადება წლებია, კულინარიული ტრადიციაა. თუმცა როგორც თანამედროვე წარმატებული კულინარები გვასწავლიან, გემრიელი კერძის მომზადება უზეთოდაც შესაძლებელია. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის მეტად ჯანსაღი და სასარგებლოა. თუ თქვენ რეგულარულად უცხიმოდ, ორთქლზე მომზადებულ კერძებს მიირთმევთ, მალე მიხვდებით, რომ თქვენი ჯანმრთელობა და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობეს
და. ზეთების უმეტესობა მდიდარია ნატრიუმით, ცხიმითა და კონცენტრირებული კალორიებით. ეს კი სწორედ ის სამი ნივთიერებაა, რომელიც ჩვენს სხეულში ნამდვილად არ გვჭირდება. დღეს 5 ვარსკვლავიანი რესტორნების მენიუში თითქმის ვერ ნახავთ ზეთში მომზადებულ კერძებს.

ახლა კი წარმოგიდგენთ უზეთოდ მომზადებული კერძების 5 ძირითად უპირატესობას:

ჯანმრთელობისთვის სასარგებლო

mkurnali.ge

ზეთები, რომლითაც საკვებს ამზადებთ, იწვევს ორგანიზმში ქოლესტერინის ჭარბად
დაგროვებას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის გულსისღძარღვთა სისტემას. კვლევების თანახმად, მამაკაცს დღიურად 30 გრამი გაჯერებული ცხიმის გადამუშავება შეუძლია, ქალს კი - 20 გრამის. მეორე მხრივ ერთი კოვზი ზეთი დაახლოებით 10-14 გრამ გაჯერებულ ცხიმს შეიცავს. ახლა კი თუ დაფიქრდებით, საკვების ბევრ ცხიმში მომზადების დროს რამდენად ბევრ გაჯერებულ ცხიმს იღებთ, ყველაფერი ნათელი გახდება.

მარტივად მოსანელებელი

უზეთოდ, ორთქლზე მომზადებული საკვები მარტივი მოსანელებია, არ ამძიმებს ორგანიზმს და არ იწვევს გულძმარვას. უზეთი საკვების ჭამის შემდეგ მთელი დღე სიმსუბუქის და ამავდროულად ნაყროვანების შეგრძნება გექნებათ. ზეთიანი საკვების გადამუშავება კი ორგანიზმს უჭირს. საწყის ეტაპზე ახასიათებს გულძმარვა, საბოლოოდ კი კუჭ-ნაწლავის ბევრად სერიოზულ დაავადებებში გადაიზრდება ხოლმე. განსაკუთრებით სახიფათოა სწრაფი კვების ობიექტებში ნაყიდი საკვები, რადგან იქ ბევრჯერ გამოყენებულ ზეთს ხმარობენ. უმჯობესია თუ არც სახლში დაამზადებთ ზეთიან კერძებს. საუკეთესო ვარიანტია Mr.Cook-ის კერძები, სადაც ყველაფერი უზეთოდ და ორთქლზე მზადდება. კაფე მრავალნაირი დასახელების კერძს გთავაზობთ, რომელიც სასარგებლო და ადვილად მოსანელებია. სწორედ Mr.Cook-ია საქართველოში ის კვების ობიექტი, რომელიც ფართო საზოგადოებაში ჯანსაღი კვების დანერგვას ცდილობს.

mkurnali.ge

ძილის მოწესრიგებული რეჟიმი

რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, ხშირად სწორედ ზეთშუ დამზადებული საკვები გვიფრთხობს ძილს. ზედმეტი ცხიმებით დატვირთული სხეული ვერ ახერხებს მოდუნებას, ვიდრე სიმძიმის შეგრძნებისგან არ გათავისუფლდება. როდესაც ადამიანი ჯანსაღად იკვებება, ძილის რეჟიმიც ავტომატურად იწყებს მოწესრიგებასაც.

უკეთესი ხასიათი და გაუმჯობესებული მახსოვრობა

ზედმეტი ცხიმებით გაჯერებული პროდუქტების არ მიღება, სიმძიმის შეგრძნების მოშორება, ორგანიზმში სისხლის სწორი ცირკულაცია და საჭმლის მომნელებელი სისტემის მოწესრიგებული მუშაობა პირველ რიგში თქვენს ხასიათზე აისახება, შემდეგ კი მახსოვრობაზე. როცა სისხლი სწორად და საჭირო რაოდენობით მიეწოდება ორგანოებს, ყველა მათგანი გაცილებით უფრო ძლიერად იწყებს მუშაობას, რაც განაპირობებს იმას, რომ ორგანიზმი ახალი ენერგიით ივსება და უფრო სიცოცხლისუნარიანი ხდება.

mkurnali.ge

მარტივი მოსამზადებელი

გარდა იმისა, რომ უზეთოდ მომზადებული პროდუქტები ორგანიზმისთვის განსაკუთრებულად სასარგებლოა, ის ბევრად მარტივია მოსამზადებლადაც. თქვენ აღარ მოგიწევთ ზეთიანი ტაფებისა და ქვაბების ხეხვა. უზეთოდ მოსამზადებელი ტექნიკის ყიდვა სახლშიც შეგიძლიათ. მაგალითად, კაფეების ქსელი Mr.Cook კერძების მოსამზადებლად იყენებს ორთქლის გაზქურას, რომელიც რეტორნებისთვის არის რეკომენდებული. ქურას თვითრეცხვის რეჟიმი აქვს და ყოველი დღის ბოლოს ის თავად ირეცხება. ეს კი საწინდარია იმისა, რომ თქვენ ჯანსაღად და სუფთად მომზადებულ კერძებს მიირთმევთ.

mkurnali.ge
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 29-06-2019
ვანო
არასწორი ინფორმაციაა. ,,ზეთი'' ანუ თხევადი მასა არის მცენარეული და ნახევრად-ნაჯერი/უჯერი ცხიმებისგან შემდგარი ნივთიერება. ნაჯერი ცხიმები კი მხოლოდ ცხოველური წარმოშობისაა. პრაქტიკაშიც მარტივი მისახვედრია, ოთახის ტემპერატურაზე, უჯერი ცხიმი ყოველთვის მყარ მდგომარეობაში გვხვდება.
თარიღი : 29-06-2019
მაია
მისტერ ქუუქის სარეკლამო სტატია
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
ამცირებს ქოლესტერინის და ცხიმის დონეს-50მლ
ფასი: 26.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
ჯანსაღი კვება ადამიანების სრულფასოვანი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
სიცხე აქვეითებს მადას და ზაფხულის ცხელ დღეებში ხშირად ჭამა საერთოდ არ გვინდება. თუმცა, საკვების მიღებაზე
ხილი და კენკრა, რომელიც ასე უხვად გვაქვს ზაფხულში, საკვები რაციონის უმთავრესი კომპონენტი უნდა იყოს. ორივე მათგანი
როდესაც ხორციან საკვებს მივირთმევთ, ნივთიერებათა ცვლას დაახლოებით 40 %-ით ვზრდით, ვაძლიერებთ. წელიწადის
დიეტოლოგებმა წარმოადგინეს სასრგებლო საუზმის ნუსხა, რომელშიც პირველ ადგილზე აღმოჩნდა
დიეტოლოგების განცხადებით, მწვანილის სასარგებლო თვისებები განპირობებულია ვიტამინების, მინერალური მარილების,
ბალახეული ნაყენები: ბალახეულ ნაყენებს ორგვარად - ცხელი და ცივი მეთოდით - ამზადებენ. ცივი მეთოდი ასეთია: ნედლეულს
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
აღმოსავლელი მკურნალები გვირჩევენ:

კვების სიბრძნე
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად