სხვადასხვა ქვეყნის მავნე საკვები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სხვადასხვა ქვეყნის მავნე საკვები

ჯანმრთელობისთვის მავნე კვების ჩვევები.

ინგლისელები მიირთმევენ ბეკონს:

ინგლისელების საუზმე მხოლოდ შვრიის ფაფა როდია. დილაობით ბრიტანელები ჭამენ შემწვარ კვერცხს ბეკონით ან სოსისით. მასთან ერთად მიირთმევენ ჯემიან ნამცხვარს, ფორთოხლის წვენს, ჩაის ან ყავას. ამგვარი საუზმე შეიცავს ბევრ კალორიასა და ცხიმს. ამასთან, არ არის ხილი და ბოსტნეული, რაც ცოტა უჯრედისის მანიშნებელია. ეს უკანასკნელი კი აუცილებელია ნაწლავის მუშაობისთვის. ძეხვი გემრიელია, მაგრამ ყოველდღიურად მისი მიღება არაა მიზანშეწონილი. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ გადამუშავებული ხორცის სისტემატურად მიღება კოლორექტალური სიმსივნის განვითარებას პროვოცირებს.

ფრანგები ბევრ ღვინოს მიირთმევენ:

ფრანგები სადილზე და ვახშამზე ღებულობენ ბოკალ ღვინოს. მიჩნეულია, რომ წითელი ღვინო იცავს ორგანიზმს გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისაგან. ამის მიზეზი რესვერატროლი - ყურძენში არსებული ანტიოქსიდანტია. სასმლის მოყვარულები ამტკიცებენ, რომ წითელი ღვინო შედის ხმელთაშუაზღვის დიეტის შემადგენლობაში, რაც არასწორია.

ალკოჰოლი ორგანიზმში იჟანგება, რის გამოც თავისუფალი რადიკალები წარმოიქმნება, რომლებიც ადრეული ნაოჭების გაჩენის პროვოცირებას იწვევს და ზრდის ღვიძლის, საყლაპავისა და სწორი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს. მეცნიერებმა ჯერ კიდევ ვერ გამოიკვლიეს როგორ მოქმედებს რესვერატროლი ადამიანებზე. ფრანგებს შველის მხოლოდ ჯანსაღი კვების მოდელი, რეჟიმი და მცირე ულუფები. აქ თითქმის არ მიირთმევენ ფასტფუდს, სამაგიეროდ იყენებენ ხილს, ბოსტნეულს, მწვანილს, ლობიოს, ყავისფერ ბრინჯსა და თევზს.

იაპონელები უმ თევზს მიირთმევდნენ:

სუში, საშიმი და როლი უმი თევზისგან, კალმარებისა და რვაფეხასგან მზადდება. ხშირად მასში შეიძლება ჭიის კვერცხები აღმოჩნდეს.

ინდუსები თითქმის არ იღებენ ხორცს:

ინდოეთში ძროხა წმინდა ცხოველადაა აღიარებული, ამიტომ ძროხის ხორცს არ მიირთმევენ. ხორცის პროდუქტებს მხოლოდ გარკვეული, დაბალი კასტის ადამიანები იღებენ. დანარჩენები იკვებებიან ხორბლით, ბრინჯით, პარკოსნებითა და ბოსტნეულით. მცენარეული საკვები მდიდარია ვიტამინებითა და საკვები ბოჭკოებით, მაგრამ ცილასა და რკინაზე მოთხოვნილებას ვერ ფარავს. რკინის გარეშე ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს ჰემოგლობინს, რომელიც აუცილებელია უჯრედებში ჟანგბადის გადასატანად. ცილის გარეშე ძნელია ჰორმონების შექმნა. ამიტომ ბევრს უვითარდება ანემია და საკვები ნივთიერებების დეფიციტი.

ბელგიელები კარტოფილ ფრის მიირთმევენ:

ამაყობენ და ნაციონალურ კერძად მიიჩნევენ, რადგანაც ამგვარად კარტოფილის შეწვა ბელგიელებმა მოიგონეს. კვლევებით დადასტურებულია, რომ შემწვარი კარტოფილი ნაადრევი სიკვდილის რისკს ორჯერ ზრდის.

გასუფთავების შემდეგ კარტოფილი კარგავს ვიტამინებს, რომელსაც კანი შეიცავს. წვის პროცესი ზრდის გლიკემიურ ინდექსს, ხოლო ზეთი ცხიმიანობასა და კალორიულობას.

სხვათა შორის, ბელგია ჩეხეთთან, არგენტინასა და სხვა ქვეყნებთან ერთად არაჯანსაღად მკვებავი ქვეყნების ათეულში შედის.

გასინჯეთ მსოფლიოს სხვადასხვა სამზარეულოს კერძები და მიიღეთ საუკეთესო:

ფრანგები ამზადებენ ახალი, ნატურალური პროდუქტებისგან, ამიტომ სხვებზე ნაკლებად ავადობენ. იაპონელები ყველა კერძს უმატებენ ბოსტნეულს და ბევრ ვიტამინს ღებულობენ. ბრიტანელები ხარშავენ სასარგებლო შვრიას და ენერგიით იმუხტებიან, ხოლო ინდოეთში სუნელებს - კარისა და წიწაკას იყენებენ, რაც კერძს მარილის დამატების გარეშე უფრო გემრიელს ხდის.

მიირთვით ყველაფერი, მაგრამ ზომიერად და მიიღეთ სიამოვნება ჯანსაღი საკვებისგან.

ლალი ჩხიკვაძე