სწორი კვების პრინციპები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სწორი კვების პრინციპები

• უნდა მიირთვათ ხშირად და მცირე ულუფებით (კუჭის ნორმალური მოცულობა – ნახევარი ლიტრია);

• უნდა იკვებოთ ძირითადად უმი (ე.წ. ცოცხალი) ან ოდნავ მოხარშული საკვებით; ეს იმას ნიშნავს, რომ უარი უნდა თქვათ შემწვარ-მოხრაკულზე და მაქსიმალურად გაამდიდროთ საკვები რაციონი უმი ბოსტნეულითა და ხილით, სხვადასხვა ნაყოფით, ფოთლებით, თესლებით, ნიგვზით, ახალი რძის პროდუქტებითა და ახალმომზადებული წვნიანებით;

• არ უნდა შეურიოთ ცილები და ნახშირწყლები – ასეთი კომბინაცია არღვევს საჭმლის მონელებას. რაც უფრო მარტივია საკვები, მით ადვილად შეითვისება ის და მით უკეთ გრძნობს ადამიანი თავს;

• ნუ დააყოლებთ საკვებს სასმელს და ნუ მიაყოლებთ ჩაროზად ხილს – კუჭის ფუნქციობა (მუშაობა) მნიშვნელოვნად ირღვევა;

• მიირთვით ახალმომზადებული კერძები, დაყოვნებული (დამდგარი), ე.წ მკვდარი საკვები შესაძლოა მომწამვლელიც კი აღმოჩნდეს;

• უარი თქვით საწარმოო თუ სამრეწველო გზით შექმნილ პროდუქტებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა მიირთვათ შებოლილი, დაკონსერებული, გადამუშავებული და სხვა სახის საკვები, რადგან მათ უმრავლესობას აქვს ფორმა, ფერი და ვადა უამრავი დანამატის, საღებავის, კონცენტრატისა და სხვა მომწამვლელი კომპონენტის გამო.

გახსოვდეთ, ასეთი საკვები ანადგურებს მიკროფლორას და წამლავს ორგანიზმს; აღარ არის საუბარი იმაზე, რომ მას სარგებლობა არ მოაქვს!

თინათინ გოცაძე