მეცნიერებმა სიმსუქნისგან თავის დასაღწევი ყოველდღიური პროდუქტი დაასახელეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნიერებმა სიმსუქნისგან თავის დასაღწევი ყოველდღიური პროდუქტი დაასახელეს

ასეთ დასკვნამდე მივიდნენ იაპონელი მეცნიერები. მკვლევრებმა გააანალიზეს 136 ქვეყნის მცხოვრებლების რაციონი, ცხოვრების წესი და მავნე ჩვევები.

აღმოჩნდა, რომ იქ, სადაც ადამიანები დღეში საშუალოდ 150 გრამ ბრინჯს ღებულობდნენ, სიმსუქნის დონე მნიშვნელოვნად დაბალი იყო.

ბრინჯის მოხმარებით ლიდერი ბანგლადეშია - 473 გრამი დღეში ერთ სულ მოსახლეზე. მაღალია მისი მოხმარება ასევე ლაოსში, კამბოჯაში, ვიეტნამსა და ინდონეზიაში. ყველაზე ნაკლებ ბრინჯს ღებულობს საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მოსახლეობა.

მკვლევრების შეფასებით, ბრინჯის მოხმარების მცირედ გაზრდაც კი (დღეში 50 გრამამდე) მთელ მსოფლიოში სიმსუქნის გავრცელებას 1%-ით შეამცირებდა.

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ სიმსუქნის დონე დაბალია იმ ქვეყნებში, სადაც ადამიანები ბრინჯს ძირითადი საკვები პროდუქტის სახით ღებულობენ. ამიტომ ბრინჯის შემცველ აზიურ დიეტას სიმსუქნის პრევენცია შეუძლია. მთელ მსოფლიოში სიმსუქნის დონის მზარდი მაჩვენებლის გათვალისწინებით, მეტი ბრინჯი უნდა მიიღოს მოსახლეობამ დასავლეთის ქვეყნებშიც.

ცნობილია, რომ ადამიანებს, რომლებიც ჭარბად მოიხმარენ საკვებ ბოჭკოებს, სხეულის ნაკლები მასა აქვთ, იშვიათად აწყდებიან სისხლში ქოლესტერინის დონის მომატების პრობლემას და ნაკლებად აღენიშნებათ არაინფექციური დაავადებები.

ბრინჯი სავარაუდოდ წონის მატებისგან იცავს მასში არსებული უჯრედისის, საკვები ნივთიერებების და ნაერთების წყალობით, რომლებიც აძლიერებს ნაყროვანების გრძნობას და თავიდან გვაცილებს საჭმლის გადაჭარბებულ დოზას. ბრინჯი ასევე შეიცავს ნაკლებ ცხიმს და საკვების მიღების შემდეგ არ იწვევს სისხლში გლუკოზის დონის ძლიერ მატებას.

ლალი ჩხიკვაძე