მეცნიერებმა სიმსუქნისგან თავის დასაღწევი ყოველდღიური პროდუქტი დაასახელეს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

მეცნიერებმა სიმსუქნისგან თავის დასაღწევი ყოველდღიური პროდუქტი დაასახელეს

მეცნიერებმა სიმსუქნისგან თავის დასაღწევი ყოველდღიური პროდუქტი დაასახელეს
ბრინჯის რეგულარულმა მოხმარებამ შესაძლოა სიმსუქნის განვითარების რისკი შეამციროს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ იაპონელი მეცნიერები. მკვლევრებმა გააანალიზეს 136 ქვეყნის მცხოვრებლების რაციონი, ცხოვრების წესი და მავნე ჩვევები.

აღმოჩნდა, რომ იქ, სადაც ადამიანები დღეში საშუალოდ 150 გრამ ბრინჯს ღებულობდნენ, სიმსუქნის დონე მნიშვნელოვნად დაბალი იყო.

ბრინჯის მოხმარებით ლიდერი ბანგლადეშია - 473 გრამი დღეში ერთ სულ მოსახლეზე. მაღალია მისი მოხმარება ასევე ლაოსში, კამბოჯაში, ვიეტნამსა და ინდონეზიაში. ყველაზე ნაკლებ ბრინჯს ღებულობს საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მოსახლეობა.

მკვლევრების შეფასებით, ბრინჯის მოხმარების მცირედ გაზრდაც კი (დღეში 50 გრამამდე) მთელ
მსოფლიოში სიმსუქნის გავრცელებას 1%-ით შეამცირებდა.

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ სიმსუქნის დონე დაბალია იმ ქვეყნებში, სადაც ადამიანები ბრინჯს ძირითადი საკვები პროდუქტის სახით ღებულობენ. ამიტომ ბრინჯის შემცველ აზიურ დიეტას სიმსუქნის პრევენცია შეუძლია. მთელ მსოფლიოში სიმსუქნის დონის მზარდი მაჩვენებლის გათვალისწინებით, მეტი ბრინჯი უნდა მიიღოს მოსახლეობამ დასავლეთის ქვეყნებშიც.

ცნობილია, რომ
ადამიანებს, რომლებიც ჭარბად მოიხმარენ საკვებ ბოჭკოებს, სხეულის ნაკლები მასა აქვთ, იშვიათად აწყდებიან სისხლში ქოლესტერინის დონის მომატების პრობლემას და ნაკლებად აღენიშნებათ არაინფექციური დაავადებები.

ბრინჯი სავარაუდოდ წონის მატებისგან იცავს მასში არსებული უჯრედისის, საკვები ნივთიერებების და ნაერთების წყალობით, რომლებიც აძლიერებს ნაყროვანების გრძნობას და თავიდან გვაცილებს საჭმლის გადაჭარბებულ დოზას. ბრინჯი ასევე შეიცავს ნაკლებ ცხიმს და საკვების მიღების შემდეგ არ იწვევს სისხლში გლუკოზის დონის ძლიერ მატებას.

ლალი ჩხიკვაძე
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 26-05-2019
.
ბრინჯის ექსპორტზეც ხომ უნდა იზრუნოს იაპონიამ
თარიღი : 26-05-2019
ლალუკა
სადაა მერე ნამდვილი ბრინჯი, ბრინჯს რომ ვერ მოხარშავ და წყალში არ გაფუვდება ის ბრიჯია?
მსგავსი სიახლეები
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 741 მილიონ მამაკაცს აღენიშნება
15-05-2019
ავსტრალიელმა მეცნიერებმა ჭარბი წონისგან განკურნების ახალი მედიკამენტური მეთოდი შეიმუშავეს. მათ მიერ წარმოდგენილ
03-05-2019
როდესაც დიეტაზე ხართ, ძირითადად, იცით, რა უნდა აირიდოთ თავიდან, მაგალითად, ტკბილეული, პური, ცხიმიანი
25-03-2019
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია. ამიტომაც ექსპერტები რაციონის გადახედვას გვირჩევენ.
ანტიოქსიდანტების თემა სადღეისოდ ძალზედ პოპულარულია. ყველამ იცის, რომ ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და უჯრედთა დაზიანებისაგან
ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციობისათვის აუცილებელია B ჯგუფის ვიტამინებისა და A ვიტამინის მიღება.
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ესპანელი დიეტოლოგები - ბლანკა სალინასი კატალონიის კვების კოლეჯიდან
კიბოს საკითხებზე მომუშავე ამერიკელი მკვლევარები, მივიდნენ დასკვნამდე - ლობიო ჯანსაღი იმუნიტეტისა
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად