ერთდროულად დიეტა და ვარჯიში ტვინს 9 წლით აახალგაზრდავებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ერთდროულად დიეტა და ვარჯიში ტვინს 9 წლით აახალგაზრდავებს

ნახევარწლიანი ექსპერიმენტის შემდეგ მოხალისეებს აზროვნებითი ფუნქციები 9 წლის ეკვივალენტით გაუუმჯობესდათ. დიუკას უნივერსიტეტის თანამშრომელთა განცხადებით, კვლევაში მონაწილეობა მიიღო 160 მოხალისემ (საშუალო ასაკი 65 წელი). ექსპერიმენტის დაწყებამდე მათ აღენიშნებოდათ ყურადღების დეფიციტი, კონცენტრაციის უნართან და მეხსიერებასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები, გადაწყვეტილებათა მიღების სიძნელეები, თუმცა, დემენცია არ იყო დიაგნოსტირებული. ცნობილია ისიც, რომ ყველა საკვლევი პირი ფიზიკურად ნაკლებაქტიური იყო.

ექსპერიმენტის ფარგლებში მოხალისეები კვირაში სამჯერ 45 წუთი ვარჯიშობდნენ, ამასთან, იცავდნენ შესაბამის დიეტებს, კონკრეტულად ჰიპერტონული დაავადების მქონე პირები DASH დიეტას (ხილი, ბოსტნეული, პარკოსნები, მარცვლოვნები, უცხიმო ხორცი, შაქრისა და მარილის შეზღუდვა). საკვლევი პირები 4 ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი, პირველ ჯგუფში გაერთიანებულები სისტემატურად დადიოდნენ ფეხით, დარბოდნენ ან სეირნობდნენ ველოსიპედით, მეორე ჯგუფის წევრები მკაცრად იცავდნენ დიეტას, მესამე ჯგუფის წარმომადგენლები რეგულარულად ვარჯიშობდნენ, მეოთხე ჯგუფი კი საკონტროლო იყო.

ყველაზე დიდი ეფექტი აღინიშნა მესამე ჯგუფის წარმომადგენლებთან, შემდგომ პირველი ჯგუფის წევრებთან. მხოლოდ დიეტა დიდად ვერ აისახა გონებრივ ფუნქციათა გაუმჯობესებაზე. ისიც აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში ვარჯიშიც არ ახდენდა მეხსიერების გაუმჯობესებაზე გავლენას, სამაგიეროდ, ექსპერიმენტში მონაწილეებს გაუუმჯობესდათ ქცევის კონტროლი, კონცენტრაციის უნარი, მიზნის მისაღწევად აქტიურობა და მზადყოფნა გამოუვლინდათ.

თინათინ გოცაძე