კვება სადღესასწაულო სუფრების შემდეგ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

კითხვა-პასუხი

კვება სადღესასწაულო სუფრების შემდეგ

კვება სადღესასწაულო სუფრების შემდეგ
ხშირად დაბადების დღისა თუ სხვა დღესასწაულის აღსანიშნავად საზეიმო სუფრასთან მოხვედრა გვიწევს. ზოგჯერ ასეთი საზეიმო სუფრა სასჯელად გვექცევა ხოლმე. უგემრიელეს კერძებსა და ტკბილეულზე უარის თქმა ძალიან ძნელია. მაგრამ იმას, რაც გვეგემრიელება, ყოველთვის ხალისით როდი ხვდება ჩვენი ორგანიზმი და დღესასწაულის შემდგომი დღეები შესაძლოა ჩაგვამწაროს ისეთმა პრობლემებმა, როგორებიცაა მუცლის შებერილობა, გულისრევის შეგრძნება, დიარეა, კოლიკა, ერთი სიტყვით, დისბაქტერიოზის სიმპტომებმა.

ასეთ დროს ამ სიმპტომებთან ბრძოლა უაზრო და სახიფათოა. ნაწლავის მიკროფლორის დარღვევამ შესაძლოა ნივთიერებათა ცვლის დარღვევა გამოიწვიოს და მნიშვნელოვანი ვიტამინებისა და მიკროელემენტების შეწოვა შეაფერხოს. ამიტომ მომქანცველ დიეტას
სჯობია, განტვირთვის დღეები მოვაწყოთ. ასეთი დღეების მენიუ რამდენიმე ტიპისაა:

  • ხილისა, ბოსტნეულისა და შერეული;
  • ნახშირწყლოვანი, ცილოვანი, ცხიმოვანი და კომბინირებული;
  • ცილოვანი - ხორცისა, თევზისა, რძისა, ხაჭოსი ან შერეული;
  • ცხიმოვანი - მაწვნით ან არაჟნით.

უკიდურესი ვარიანტია ყოველკვირეული „თხევადი“ შიმშილობა. განტვირთვა რეკომენდებულია კვირაში 1-2 დღე (მაგრამ არა ზედიზედ) პროფილაქტიკისთვის, ფორმის შესანარჩუნებლად, ორგანიზმის
გასაწმენდად, აგრეთვე - ხანგრძლივი სადღესასწაულო სუფრის შემდეგ, თვეში 1-2-ჯერ. ცხიმოვანი, ხორცისა და რძის დღეები უკუნაჩვენებია კუჭ-ნაწლავისა და გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების დროს. არ შეიძლება განტვირთვის დღეების მოწყობა ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში, ავადმყოფობის ან სისუსტის, მეტადრე - ღვიძლისა და თირკმლის პათოლოგიების, 1-ელი ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს, ასევე - კრიტიკულ დღეებში.

გახსოვდეთ ერთი წესი: წყალს ან წვენს ჭამის დროს ან ჭამის დამთავრებისთანავე ნუ დალევთ - ერთი საათი მოითმინეთ. პირველი განტვირთვის დღე მოიწყვეთ მაშინ, როცა მეტისმეტად დატვირთული იქნებით. აირჩიეთ კვირის რომელიმე დღე, მაგალითად, ოთხშაბათი, და ეცადეთ, ყოველკვირა დაიცვათ ეს რეჟიმი. თქვენი ორგანიზმი სწრაფად დაიმახსოვრებს ამ ინფორმაციას. განტვირთვის დღეები კვირის შუაში ის ოქროს შუალედია, რომელსაც მშვიდად მიიღებს სხეულიცა და სამუშაო გრაფიკიც. განტვირთვის დღეების შერჩევისას ორიენტაცია უნდა აიღოთ თქვენს გემოვნებასა და ჩვევებზე. თუ თავს კარგად გრძნობთ, შეგიძლიათ, განტვირთვა კიდევ ორი დღე გააგრძელოთ. ამ შემთხვევაში პირველი დღე უმჯობესია ხორცისა იყოს, მეორე - ბოსტნეულის. ამასთან, სვით ბევრი წყალი - დღეში არანაკლებ 2 ლიტრისა.

ნახშირწყლოვანი განტვირთვისთვის შეარჩიეთ პროდუქტები, რომლებიც შეიცავს რთულ ნახშირწყლებსა და მცენარეულ უჯრედისს: შვრია, წიწიბურა, კიტრი, საზამთრო, ქლიავი, ვაშლის ნაკლებად ტკბილი ჯიშები ან ბოსტნეული და თხილი. დღეში 5-ჯერ დროის თანაბარი შუალედებით მიიღეთ ნებისმიერი ეს პროდუქტი - უმი, შემწვარი ან მოხარშული (მაგრამ დღეში არა უმტეს 1500 გრამისა). სვით უგაზო მინერალური წყალი. ცხიმოვანი განტვირთვა ასტიმულირებს იმ ფერმენტების აქტივობას, რომლებიც შლის ცხიმს და ამუხრუჭებს ნახშირწყლების ცხიმებად გარდაქმნას. დღეში 5-ჯერ თანაბარი ულუფებით და დროის თანაბარი შუალედებით მიიღეთ 500 გ არაჟანი ან ნაღები (20%), დღეში 2-ჯერ დალიეთ ფინჯანი მწვანე ჩაი ან ასკილის ნაყენი. ცილოვანი განტვირთვა აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ააქტიურებს ცხიმის დამშლელ ფერმენტებს. დღეში 4-ჯერ, თანაბარ ულუფებად და დროის თანაბარი შუალედებით, მიირთვით ნახევრად ცხიმიანი ხაჭო (150 გ) არაჟანთან (15 გ) ერთად ან დალიეთ მაწონი (250 მლ დღეში 6-ჯერ). დღეში 2-ჯერ შეიძლება დალიოთ 50გ უშაქრო შავი ყავა.

ხორცით განტვირთვისას მთელი დღის განმავლობაში თანაბარ ულუფებად და დროის თანაბარი შუალედებით მიირთვით 450 გ მოხარშული უცხიმო ხორცი, 3 ფინჯანი რძიანი უშაქრო ყავა და 2 ფინჯანი ასკილის ნაყენი ან მწვანე ჩაი. შუალედებში მიირთვით ვაშლი ან შავი ქლიავი. ბრინჯი ნაკლებად კალორიულია და სწრაფად ანაყრებს. ორგანიზმი იღებს ბევრ კალიუმს და ცოტა ნატრიუმს, რაც იწვევს ზედმეტი სითხის გამოდევნას. მოხარშულ უმარილო ბრინჯს დაუმატეთ სტაფილო და გარგარის ჩირი. თევზი დაგიცავთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და დიაბეტისგან, გაამაგრებს თვალის ბადურას. დილიდან საღამომდე მიირთვით მხოლოდ ცხიმიანი თევზი (ქაშაყი, ორაგული) - მის ცხიმში შემავალი მჟავა ომეგა 3-ის წყალობით დანაყრებას უფრო მალე იგრძნობთ.


გონივრული კომბინაცია

  • უცხიმო ხაჭოსა და მაწვნის (ან კეფირის) კომბინაციისას აიღეთ 3 ულუფა ხაჭო (150-150 გ) და 3 ულუფა მაწონი ან კეფირი (200-200 გ).
  • ერთმანეთს შეუთავსეთ მსგავსი შემადგენლობის პროდუქტები (ხორცი და თევზი; ხილი და ბოსტნეული). მაგალითად, ბრინჯისა და ვაშლის დღეს უნდა მიირთვათ 3 ულუფა (150 გ) ბრინჯი და 800-1000გ უმი ან მოშუშული ვაშლი.
  • თუ არ გაქვთ ალერგია ციტრუსებზე, საუზმედ, სადილად და ვახშმად მიირთვით მხოლოდ ფორთოხალი ან დალიეთ ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი. ამ ციტრუსში ცოტაა კალორია (400 კკალ 100 გრამზე). სამაგიეროდ, ბევრია უჯრედისი, რომელიც დიდი ხნით კლავს შიმშილს. კანი შეიცავს პექტინს, რომელიც ნორმის ფარგლებში ინარჩუნებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
საზამთრო: საზამთრო ბევრს უყვარს, თუმცა ყველამ როდი იცის, რომ მას "ნატურალურ ვიაგრას" უწოდებენ. მისი ნაყოფი
26-07-2019
სპეციალისტები დღეს უკვე აღარ კამათობენ იმაზე, რომ აუტისტური სპექტრის დარღვევების განვითარებას განსაზღვრავს
24-07-2019
ჯანსაღი კვება ადამიანების სრულფასოვანი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
19-07-2019
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
რეკომენდებული ნორმების თანახმად, ჯანმრთელმა ადამიანმა დღეში 400-500 გრამი ხილი და ბოსტნეული უნდა მიიღოს. ასაკთან ერთად ხშირად აღინიშნება
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
გვიანი შემოდგომასა და ზამთარში იმუნიტეტის შენარჩუნებასა და დაავადებისაგან დაცვაში სწორი კვება დაგვეხმარება.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
საახალწლო დღესასწაული განსაკუთრებულად ბავშვებს ახარებთ, რადგან ამ დღეებში ისინი, თამამად შეიძლება ითქვას,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 500 Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 503 Warning: imagecreatetruecolor(): Invalid image dimensions in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 373
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად