გაარკვიეთ სიმსუქნის მიზეზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაარკვიეთ სიმსუქნის მიზეზები

მეუბნებიან, ნუ იჩქარებ - თავდაპირველად სიმსუქნის მიზეზი უნდა გაარკვიო და მერე იმოქმედოო. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე.

მსუქანთა შორის, დიდი-დიდი, 5%-ია ისეთი, ვისი ზედმეტი წონაც ავადმყოფობით არის გამოწვეული. და მაინც, პირველი სპეციალისტი, რომელთან ვიზიტიც აუცილებელია, არც კოსმეტოლოგია და არც პლასტიკური ქირურგი - ეს ენდოკრინოლოგია.

ჩააბარეთ ანალიზები

წონის მატება საკმაო საფუძველია იმისთვის, რომ ექიმს მიმართოთ. თავდაპირველად აუცილებელია, გამოირიცხოს ფარისებრი ჯირკვლის დაავადება. უნდა ჩატარდეს ამ ორგანოს ულტრაბგერითი გამოკვლევა და სისხლის ანალიზი ფარისებრი ჯირკვლის საბაზისო ჰორმონებზე. შემდეგ უნდა გამოიკვლიოთ თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქცია (ულტრაბგერითა და სისხლის ანალიზით) - ცხიმის მომატება მათი ჰიპერფუნქციის შემთხვევაშიც ხშირია. უპირველესად თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების გამოკვლევაა საჭიროა, თუ დაგიბოხდათ ხმა, შეამჩნიეთ ჭარბთმიანობა უჩვეულო ადგილებში, გაწელილი კანი (ორსულობის შემდეგ გაჩენილი სტრიები არ ითვლება) ან ცხიმის ჩალაგება მამაკაცური ტიპის მიხედვით ზურგსა და მუცელზე.

უყურადღებოდ არ დაგრჩეთ მთავარი ჯირკვალი - ჰიპოფიზი. უნდა ჩატარდეს ანალიზი ჰიპოფიზის ჰორმონებზე, თავის ქალას რენტგენოგრაფია და გაიზომოს ქალაშიდა წნევა. კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის შესამოწმებლად აუცილებელია მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა. ურიგო არ იქნება სისხლის ბიოქიმიური ანალიზი შაქრიანი დიაბეტისა და ღვიძლის პრობლემების გამოსარიცხად.

შესაძლოა, ექიმმა სასქესო ჰორმონების გამოსაკვლევად სისხლის ჩაბარება გირჩიოთ - მამაკაცური ჰორმონების დეფიციტის შემთხვევაშიც (დიახ, დიახ, ისინი ქალებსაც აქვთ) მოსალოდნელია წონის მატება. ნუ იფიქრებთ, რომ ენდოკრინული დაავადებით გამოწვეული სიმსუქნე საბედისწერო გარდაუვალობაა. სიმსუქნე წარმატებით იკურნება როგორც შაქრიანი დიაბეტის, ისე ფარისებრი თუ თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებების დროს. მაგრამ მხოლოდ მედიკამენტებით აქ ვერაფერს გახდებით - მოგიწევთ ნაკლები ჭამა, მეტი მოძრაობა. შიმშილობა საჭირო არ არის, რაციონის შეზღუდვა კი აუცილებელია.

დიაბეტის დროს რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები და ძნელად ასათვისებლით შეიცვალოს, თუმცა აქაც ზომიერება უნდა დაიცვათ. ნუ მიეძალებით ტკბილეულს, რომელიც სამკურნალო კვების განყოფილებაში იყიდება: თუ ისინი შაქარს არ შეიცავს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მათი მირთმევა შეუზღუდავად შეიძლება.

სულისა და სხეულის სიჯანსაღისთვის

„ბედნიერება მშვიდი საუზმით იწყება“, - ამბობდა ინგლისელი მწერალი სომერსეტ მოემი. შეეცადეთ, თქვენც მოგანიჭოთ სიხარული უბრალო ამბებმა. ყოველ დღეს შეხვდით, როგორც უძვირფასეს საჩუქარს. ღრუბლიანი იქნება თუ მზიანი, მადლიერებითა და ღიმილით მიიღეთ.

ისიამოვნეთ გემოთი

ისე არაფერი ამაღლებს განწყობას, როგორც იმ კერძის მომზადება, რომელიც კურორტზე დასვენებისას დააგემოვნეთ. არ აქვს მნიშვნელობა, გამოგივათ თუ არა; მთავარია, კულინარიული ექსპერიმენტის დროს ფიქრით წარსულში გადაინაცვლოთ და ამ მოგონებებით და, თუ შეძლებთ, გემოთიც აავსოთ აწმყო. უნდა შეხაროდეთ მზეს! ის ბუნებრივი ანტიდეპრესანტია. იმისთვის, რომ დადებითი ემოციები მოიმარაგოთ და, ამავე დროს, დაიკლოთ წონაც, ისეირნეთ დარიან ამინდში, მიუშვირეთ სახე მზის თბილ სხივებს.

იგრძენით თავი დედოფლად

შესაძლებელია თუ არა, 30, 40 და 50 წლისაც ისევე გამოიყურებოდეთ, როგორც 25 წლისა? თურმე შესაძლებელია და ეს მეცნიერულადაცაა დასაბუთებული. არსებობს საშუალებები, რომლებიც კანის კვების უნიკალურ სისტემას წარმოადგენს - კანს ერთსა და იმავე დროს შიგნიდანაც კვებავს და გარედანაც, აძლიერებს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას, აღადგენს კანის ღრმა შრეებში სითხის ბალანსს. არსებობს კოსმეტიკური ხაზები, რომელთა ნაწარმი ხელს უწყობს უკვე არსებული ნაოჭების კორექტირებას და აფერხებს ახლების წარმოქმნას.

აკეთეთ, რაც გსურთ

„მინდა, 100 წლამდე ვიცოცხლო, - ამბობდა სახელგანთქმული ბალერინა მაია პლისეცკაია, - მაგრამ თუ იზარმაცე, 40 წელიწადზე მეტს ვერ გაქაჩავ“. არის წუთები, როცა საჭიროა რაღაცის გაკეთება, მაგრამ გული არ მიგიწევს და პირიქითაც ხდება - არ არის აუცილებელი, დიდი დალაგება მოაწყო, მაგრამ ხელები თითქოს თავისით გაგირბიან საქმისკენ. საქმე ისაა, რომ ჩვენი ორგანიზმი ინტუიციურად ირჩევს სწორედ იმგვარ აქტივობას, რომელიც ამა თუ იმ მომენტში სჭირდება. თუ არაფრის გაკეთება არ გინდათ ან ძალა არ შეგწევთ, თავს ძალას ნუ დაატანთ; მოხერხებულად მოკალათდით დივანზე, აიღეთ საინტერესო წიგნი, მოუსმინეთ მუსიკას ან მიიღეთ აბაზანა...

იყავით საკუთარი თავის ბატონ-პატრონი - ეს ბედნიერების ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა.