საკვებ პროდუქტთა ყველაზე სასარგებლო „დუეტები“ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საკვებ პროდუქტთა ყველაზე სასარგებლო „დუეტები“

თუ მათი მომზადებისას იდეალურად შესათავსებელ პროდუქტებს გამოვიყენებთ, ანუ ისეთ ინგრედიენტებს შევაუღლებთ, რომელთა კომბინაციაც აძლიერებს ერთურთის თვისებებს და განსაკუთრებით დიდ სარგებლობას ანიჭებს ორგანიზმს.

გთავაზობთ რამდენიმე ასეთ „დუეტს“:

1) უშრეტი ენერგია:

C ვიტამინი + რკინა

რა ეფექტი აქვს:

რკინა - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიკროელემენტია. ის სისხლის უჯრედებს ქსოვილებისათვის ჟანგბადის მიწოდებაში ეხმარება. რკინის დეფიციტის სიმპტომებია - ქრონიკული დაღლილობა, კანის სიფერმკრთალე და ადვილად დაღლა. ყველაზე კარგად რკინა C ვიტამინთან ურთიერთქმედებს. აღნიშნული ვიტამინი ზრდის დასახელებული მიკრონუტრიენტის შეთვისებას და აძლიერებს მის შეწოვას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. თავის მხრივ C ვიტამინი აუცილებელია მტკიცე იმუნიტეტისათვის, ზრდის ორგანიზმის შრომისუნარიანობას.

როგორ მოვიპოვოთ:

რკინით მდიდარია ცხოველური წარმოშობის პროდუქტები - წითელი ხორცი, კვერცხი, ღვიძლი და ფრინველის ხორცი. არსებობს რკინის მცენარეული წყაროც - პარკოსნები, ისპანახი, შვრია.

რკინა გაცილებით ცუდად შეითვისება მეორე ჯგუფის პროდუქტებიდან, ვიდრე პირველიდან, ამიტომაც მათ C ვიტამინით ავსებენ ანუ საკვებ პროდუქტებსა თუ კერძებს ამატებენ მწვანილს, ციტრუსებს, კენკრას. ეს არათუ მნიშვნელოვანი, აუცილებელიცაა.

2) ძლიერი იმუნიტეტი:

თუთია + B2 ვიტამინი

რა ეფექტი აქვს:

თუთია მნიშვნელოვანია უჯრედთა რეგენერაციისთვის. სწორედ ამის გამოა, რომ თუთიის დეფიციტისას ჭრილობები ცუდად და ნელა ხორცდება. დასახელებული ელემენტი მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციობისა და მავნე მიკროორგანიზმთა (ბაქტერიები, ვირუსები) ზრდის დათრგუნვისათვის.

B2 ვიტამინი ზრდის თუთიის ბიოშეღწევადობას - ეს იმას ნიშნავს, რომ მიკროელემენტი სისხლის მიმოქცევის სისტემაში უცვლელი სახით ხვდება. B2 ვიტამინის სხვა სახელწოდებაა რიბოფლავინი, ასევე „სილამაზის ვიტამინი“. ის ორგანიზმის ჟანგვა-აღდგენითი სისტემების ფუნქციობაზეა პასუხისმგებელი.

როგორ მოვიპოვოთ:

თუთიას ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს მწვანე ბოსტნეული - ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ლობიო, ასევე ნიგოზი, პარკოსნები. ის შედის ცხოველურ პროდუქტებშიც - მაგალითად, თევზსა და ზღვის პროდუქტებში.

თუთიით მდიდარი პროდუქტები განსაკუთრებით სასარგებლოა B2 ვიტამინის შემცველ საკვებთან ერთად მიღებისას. ასეთია ღვიძლი, კვერცხი, ხაჭო, რძე, წიწიბურა, სოკო, ნუში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლობიოს რძე დააყოლოთ ან კიდევ ხაჭოს ნიგოზი დაამატოთ, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ განსაკუთრებით მარგებელია და ორგანიზმს ღირებული ნივთიერებებით სათანადოდ შეავსებს რამდენიმე კომბინაცია, მაგალითად, ნიგვზიანი ლობიო ან კომბოსტო, ბროკოლის ან ყვავილოვანი კომბოსტოს შემცველი სალათი ან გარნირი ღვიძლთან, წიწიბურასთან ერთად და ა. შ.

3) მტკიცე ძვლები:

D ვიტამინი + კალციუმი

რა ეფექტი აქვს:

ყველამ იცის, რომ კალციუმი თავისთავად არ შეიწოვება, თუ მას D ვიტამინის გარეშე მიიღებთ, ეფექტი არ იქნება. ეს უმნიშვნელოვანესი ელემენტი ორგანიზმს ნებისმიერ ასაკში ესაჭიროება. საკვებ რაციონში კალციუმისა და D ვიტამინის ხანგრძლივი დეფიციტი დროთა განმავლობაში ზრდასრულ ასაკში ოსტეოპოროზის განვითარების რისკს ზრდის, ახალშობილობის პერიოდში კი რაქიტს იწვევს.

როგორ მოვიპოვოთ:

კალციუმის უნიკალური წყაროა რძის პროდუქტები, ყველი, კომბოსტო, ბროკოლი, ორაგული და სარდინი. ეს უკანასკნელი თევზები მდიდარია ასევე D ვიტამინით, ამიტომაც განსაკუთრებულად სასარგებლო სადილისა თუ ვახშმის იდეალური ვარიანტია, მაგალითად, თინუსის ან ზღვის სხვა რომელიმე თევზით გამდიდრებული სალათი ან კიდევ ღუმელში მომზადებული ორაგული ბროკოლით.

4) ჯანმრთელი გული:

K ვიტამინი + ცხიმები

რა ეფექტი აქვს:

სასარგებლო ცხიმები (მონო და პოლიუჯერი) სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, უპირველესად, ქალებისათვის, რომლებიც აკონტროლებენ სხეულის წონას და სურთ სათანადო ფორმის შენარჩუნება.

K ვიტამინი აფერხებს თრომბების წარმოქმნას, დიდ როლს ასრულებს ზოგიერთი ცილის სინთეზში, სისხლის შედედების ფუნქციის ნორმალიზებასა და შემაერთებელი ქსოვილის ნივთიერებათა ცვლაში. K ვიტამინი და ცხიმები ცუდად შეითვისება ერთურთის გარეშე, ამიტომაც რაციონში ისინი ერთად უნდა იყოს წარმოდგენილი.

როგორ მოვიპოვოთ:

K ვიტამინის წყაროა ისპანახი, ბროკოლი, სატაცური და კომბოსტოს სხვადასხვა სახეობა: ბრიუსელის, თეთრთავა. სასარგებლო ცხიმებს ბევრი პროდუქტი შეიცავს, მაგალითად, ავოკადო, მცენარეული ზეთები, მზესუმზირა, ნიგოზი.

5) ახალგაზრდა კანი:

A ვიტამინი + ცხიმები

რა ეფექტი აქვს:

ასაკობრივი ცვლილებების წინააღმდეგ მნიშვნელოვანია A ვიტამინი, რომლის წარმოებულებიცაა რეტინოიდები. ამ უკანასკნელს ბევრი კრემი შეიცავს. A ვიტამინი სასარგებლოა იმუნური და რეპროდუქციული სისტემების ფუნქციობისათვისაც. სასარგებლო პოლიუჯერი ცხიმების გარეშე A ვიტამინი პრაქტიკულად არ შეითვისება, ამიტომაც ეს ორი ნივთიერება საკვებ რაციონში „დუეტად“ უნდა ჩართოთ.

როგორ მოვიპოვოთ:

სასარგებლო ცხიმების წყარო ზემოთ უკვე დავასახელეთ: ცხიმიანი თევზი, ყველი, მცენარეული ცხიმები (ზეთები), ავოკადო, მზესუმზირა, ნიგოზი.

A ვიტამინით მდიდარია ყველა ნარინჯისფერი ხილი და ბოსტნეული, ასევე ისპანახი და კომბოსტო. ამის მიხედვით, საუკეთესო ვახშამი იქნება, მაგალითად, სტაფილოს ან გოგრის სალათი ზეითუნის ზეთით, ნებისმიერი ბოსტნეულის სალათი ავოკადოთი, ღუმელში შებრაწული თევზი კარტოფილითა და სტაფილოთი.

6) სრულფასოვანი მხედველობა:

E ვიტამინი + C ვიტამინი

რა ეფექტი აქვს:

E ვიტამინი - ტოკოფეროლი - მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტია, ასტიმულირებს უჯრედთა განახლებას, განამტკიცებს ნერვულ სისტემას და უზრუნველყოფს რეპროდუქციული სისტემის ჯანსაღ ფუნქციობას. ეს ვიტამინი მთელი ორგანიზმისთვის სასარგებლოა. მისი დეფიციტისას ადამიანს აწუხებს სისუსტე, ადვილად დაღლა, აპათია, კანი კარგავს ელასტიკურობას და პიგმენტური ლაქებით იფარება. E ვიტამინის გარეშე ირღვევა მხედველობაც, რადგან ტოკოფეროლი აფერხებს კატარაქტის განვითარებას, ასევე მაკულოდისტროფიას, რომელიც მხედველობის დაკარგვის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია.

C ვიტამინი აღადგენს დაჟანგულ E ვიტამინს და აძლიერებს მის მოქმედებას. ამ ორი ნუტრიენტის ერთად მიღებით ძლიერდება მათი სარგებლობა ორგანიზმისათვის.

როგორ მოვიპოვოთ:

C ვიტამინს შეიცავს არა მხოლოდ ფორთოხალი, არამედ კივი, მანგო, ანანასი, ბრიუსელის და ყვავილოვანი კომბოსტო, მოცხარი და მარწყვი.

E ვიტამინის უნივერსალური წყაროა მზესუმზირა და ნიგოზი, ასევე ისპანახი და ავოკადო. ნიგვზიანი სალათები სასარგებლო კომბინაციის საუკეთესო ვარიანტია.