გახადეთ სადღესასწაულო კერძები ნაკლებად კალორიული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გახადეთ სადღესასწაულო კერძები ნაკლებად კალორიული

თუ გსურთ, წონა არ მოიმატოთ, შეცვალეთ ტრადიციული კერძების ზოგიერთი ინგრედიენტი, რათა შეამციროთ კალორიები.

50 კალორიით ნაკლები

სალათა „ოლივიეს“ მომზადებისას ბევრი იყენებს დაჭრილ მოხარშულ ძეხვს, ის კი საკმაოდ კალორიულია. შეცვალეთ ის ხბოს ხორცით ან ინდაურის მკერდით.

შეაზავეთ სალათა დაბალკალორიული მაიონეზით ან ნატურალური იოგურტით. ბოსტნეულის სალათები შეიძლება მომზადდეს ჩვეული ინგრედიენტების გარეშეც. დააბლენდერეთ ნებისმიერი ცოცხალი ან გაყინული კენკრა, მაგალითად, შავი მოცვი ან შტოში, დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი, წიწაკა, სხვა სუნელები და ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და მიიღებთ პიკანტურ სოუსს ბოსტნეულისთვის.

100 კალორიით ნაკლები

სადღესასწაულო ტორტზე უარს ვერ ამბობთ? მაშინ აირჩიეთ არა ფენოვანი ცომი, არამედ ბისკვიტი ჯემიანი სუფლეთი ან ნაკლები ცხიმის შემცველი კრემით. თქვენ თვითონ გსურთ ნამცხვრის მომზადება? - შეცვალეთ საჭირო ცხიმის ნახევარი ხილის ჯემით ან ხილფაფით. ის ნამცხვარს ბუნებრივ სიტკბოს და სინოტივეს შესძენს. თუმცა გამოიჩინეთ სიფრთხილე: თუ დესერტი ღუმელში ცხვება, ცხიმის სხვა პროდუქტებით შეცვლამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მის იერსახესა და გემოზე, ამიტომ ექსპერიმენტი წინასწარ ჩაატარეთ! გააზავეთ ტკბილი წვენები და ხილის სასმელები უგაზო მინერალური წყლით.

ქათამი და ინდაური მოამზადეთ გრილზე და არა ლითონის ფურცელზე - ასეთ დროს კანი პირდაპირ იწოვს ცხიმს ფირფიტიდან, ამიტომ ნუ მიირთმევთ ფრინველის დაბრაწულ, კრაწუნა კანს.

მოამზადეთ სალათები

დიასახლისები სალათებს სხვადასხვა ბოსტნეულისგან ამზადებენ: კომბოსტოსგან (ყვავილოვანი, ბროკოლი), სტაფილოსგან, კარტოფილისგან, კიტრისგან, პომიდვრისგან, ბადრიჯნისგან, უმატებენ მწვანილს, ხახვს. შეგიძლიათ, ჩვეულ რეცეპტში ცვლილებები შეიტანოთ. მაგალითად, მწვანილი შეცვალოთ მჟაუნას ფოთლებით (ის მდიდარია ბეტაკაროტინით) ან დაამატოთ ავოკადო, რომელიც მდიდარია ვიტამინებით და ლუთეინის წყაროა.

მიირთვით ხილი

ხილი არა მარტო შაქარს, არამედ საკვებ ბოჭკოებს, ვიტამინებს, მინერალებს, ანტიოქსიდანტებსაც შეიცავს. ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ კი არ ვისიამოვნებთ დესერტით, არამედ ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებსაც მივაწვდით. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ შაქრის შემცვლელები ნაკლებკალორიულია, ამიტომ ბევრი ჭარბი წონის დროს მათ იყენებს, თუმცა ყველა ერთნაირად უსაფრთხო როდია. ყველაზე უვნებელია ასპარტამი, საქარინი, სუკრალოზა, რომელიც გემოთი ყველაზე მეტად უახლოვდება ნამდვილ შაქარს. ნაკლებკალორიული შემცვლელები ყველა პროდუქტს შეიძლება მოვუძებნოთ. მაგალითად, ხორცს. ხშირად კითხულობენ, შეიძლება თუ არა, ხორცის ალტერნატივად სოკო ან ლობიო მოვიაზროთ. სინამდვილეში არჩევანი უფრო დიდია - ცილები, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმისთვის, მოიპოვება სხვა მცენარეულ პროდუქტებშიც: ტოფუში - სოიის ხაჭოში, კაკალში, მზესუმზირაში, ოსპში. ჩართეთ ეს პროდუქტები რაციონში – ის გაცილებით მრავალფეროვანიც გახდება და მეტ სარგებლობასაც მოუტანს ორგანიზმს.

საყვარელი სასუსნავი

სასუსნავის შერჩევისას შეგიძლიათ სხვადასხვა პროდუქტის ნაკლებკალორიული, მაგრამ სასარგებლო შემცვლელები გამოიყენოთ. ისინი შეიძლება მიირთვათ გვიან საღამოსაც, მთავარია, დარწმუნებული იყოთ, რომ მათი ენერგეტიკული ღირებულება 200 კკალ-ზე ნაკლებია. მაგალითად, ერთი ულუფა ქიშმიში ან გარგარის ჩირი სულ 80-90 კკალ-ს შეიცავს. შიმშილს მოგიკლავთ ბანანიც - ერთ ცალ საშუალო ზომის მწიფე ნაყოფში 109 კკალ და მხოლოდ 1გ ცხიმია. ქალების 62%-მა ზედმეტი წონა მას შემდეგ მოიშორა, რაც უარი თქვა მკაცრ დიეტებზე. პროგრამა ასეთი იყო: ცომეულის შეზღუდვა, ცხოველური ცხიმის შემცირება და მეტი ფიზიკური დატვირთვა.

რამდენიმე რჩევა

ბოსტნეული მოხარშეთ სქელძირიან და მჭიდროდ თავდახურულ ქვაბში. სახურავი რაც შეიძლება იშვიათად ახადეთ. ასე პროდუქტი უფრო მეტ ვიტამინს შეინარჩუნებს.

ბოსტნეულს შუშვის დროს ნუ დაუმატებთ მარილს, თორემ წვენი გაუვა და მასთან ერთად სასარგებლო მიკროელემენტებსა და ვიტამინებსაც დაკარგავს.