უსაფრთხო დიეტა - მეტი ცილა, ნაკლები კალორია! - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

უსაფრთხო დიეტა - მეტი ცილა, ნაკლები კალორია!

უსაფრთხო დიეტა - მეტი ცილა, ნაკლები კალორია!
ექიმები დიდი ხანია ეძებენ უსაფრთხო დიეტას მოხუცებულთათვის, რომელიც უზრუნველყოფს ჭარბი წონის კლებას, კუნთოვანი და ძვლოვანი მასის დანაკარგის გარეშე. მეცნიერებმა უეიკ ფორესტის უნივერსიტეტიდან წარმოადგინეს თავისი ვარიანტი - დაბალკალორიული დიეტა ცილების დიდი შემცველობით. ამ დიეტის ეფექტურობის დასადასტურებლად მოიწვიეს 65 წელს გადაცილებული 96 პირი. მათი ნაწილი (საკვლევი ჯგუფი) ოთხჯერად კვებაზე გადაიყვანეს (საკვები რაციონი გაჯერებული იყო ბოსტნეულითა და ცილით), მეორე ჯგუფს კი, რომელიც საკონტროლო იყო, სტანდარტულად კვებავდნენ. კვლევის ბოლოს მოხალისეებს უმოწმებდნენ სხეულის წონას და ძვალ-კუნთოვანი სისტემის მოცულობას.

აღმოჩნდა, რომ ასაკოვნებმა "ცილოვანი ჯგუფიდან" 8-9 კგ-ით დაიკლეს
წონაში, თანაც უპირატესად აბდომინური (მუცლის) ცხიმის ხარჯზე. ეს უკანასკნელი, მოგეხსენებათ, კარდიომეტაბოლური დაავადებების, შაქრიანი დიაბეტისა და ინსულტის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. რაც მთავარია, საკვლევ პირებს, მიუხედავად წონის კლებისა, ძვალ-კუნთოვანი სისტემის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებში შეუნარჩუნდათ, ზოგთან კი რამდენადმე გაუმჯობესდა კიდეც. საკონტროლო ჯგუფის ასაკოვნების წონა არ შეიცვალა.

კვლევის ავტორები
დარწმუნებულნი არიან, რომ ამ გზით შესაძლებელია ასაკოვნებისთვის ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის შენარჩუნება.

თინათინ გოცაძე


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
04-11-2019
ადამიანის ორგანიზმში ორი სახის ცხიმია: თეთრი ანუ "ცუდი" ცხიმი და ყავისფერი ანუ "კარგი" ცხიმი. სწორედ ამ თეთრი ცხიმისაგან
04-11-2019
წონის პრობლემა ერთ-ერთი აქტუალური საკითხია ჩვენს ქვეყანაში. ამიტომაცაა, რომ სხვადასხვა
26-10-2019
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
თამბაქოს კვამლი ასუსტებს იმუნურ სისტემას, აქვეითებს ამ უკანასკნელის უნარს ამოიცნოს და გაანადგუროს
ვაზი მრავალმხრივ საინტერესო, გარკვეულწილად კი საკრალური მცენარეცაა, რომლისგანაც გარდა ღვინისა,
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იმ უდიდეს სარგებელთან ერთად, რაც ამ ეტაპზე თვითიზოლაციას მოაქვს ადამიანებისთვის, სახლში ხანგრძლივმა ყოფნამ შეიძლება
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმები ჯანმრთელ ადამიანს დღის მანძილზე საშუალოდ 1,5 ლ სუფთა წყლის მიღებას ურჩევენ.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად