წარმოგიდგენთ საკვების ჩამონათვალს, რომელსაც თანამედროვე დიეტოლოგები დიეტის დროს რეკომენდაციას არ უწევენ.
1. ტკბილი იოგურტი - იოგურტი ძალიან კარგია დიეტის დროს, თუ ის ტკბილი არაა, შეგიძლიათ მიირთვათ უშაქრო და ხილთან ერთად.
2. ბრინჯი - ხშირად ბრინჯის დიეტას მიმართავენ, მაგრამ ბრინჯი მხოლოდ კარგი ხარისხის შეიძლება გამოდგეს სადიეტოდ. თუ თქვენ პურს არ
3. ოხრახუში - ცნობილია, რომ 30 წუთის მერე ის იწყებს მოქმედებას და ართულებს საკვების მონელებას.
4. სოუსები - თუ სახლში დამზადებული არაა, სასურველია თავიდან აირიდოთ, რადგან უმეტეს
5. არასწორად მომზადებული თევზი - თევზი სასარგებლოა მაშინ, როცა მოხარშულია.
6. ყურძენი - შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ ყურძენი არც თუ ისე სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. სასურველია ძალიან მცირე რაოდენობით მირთმევა.
7. სიმინდი - ბევრ ქვეყანაში ქილით სიმინდის გაყიდვა აკრძალულიც კია, სჯობს იყიდოთ და თქვენვე მოხარშოთ ან შეწვათ. ქილის სიმინდი ძნელად მოსანელებელია და არაა სასურველი მიირთვათ.
8. თხილეულის რძე - ასეთი რძე შეიცავს დამატებით შაქარსა და კალორიებს, სასურველია თხილეული იყიდოთ და თავად მოამზადოთ.
9. ბრინჯის ნამცხვარი - დიეტის დროს ხშირად მიირთმევენ პურის მაგივრად, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ის არ ანაყრებს და მისი გადაჭარბებული რაოდენობით მიღება ნიშნავს დამატებით კალორიებს და არა პირიქით.
10. ჩიფსები და ჩირები - ჩიფსები უამრავ ზეთსა და დანამატებს შეიცავს, ამიტომ ძალიან კალორიულია, რაც შეეხება ჩირებს, ისინი გამომშრალ მდგომარეობაში უფრო მეტად ტკბილია, რადგან წყლის შემცველობა საერთოდ აღარ არსებობს.
წყარო