ზვიგენის ფარფლების სუპი, ხახვი და ნიორი, ცივი წყალი - მსოფლიოში საკვებთან დაკავშირებული 20 უცნაური აკრძალვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზვიგენის ფარფლების სუპი, ხახვი და ნიორი, ცივი წყალი - მსოფლიოში საკვებთან დაკავშირებული 20 უცნაური აკრძალვა

ზვიგენის ფარფლების სუპი

კანადაში პრაქტიკულად შეუძლებელია ძვირფასი აზიური დელიკატესის - ზვიგენის ფარფლების სუპის შოვნა. ჩრდილოეთის ამ ქვეყანაში ზვიგენზე ნადირობა მკაცრად აკრძალულია.

ცივი წყალი

ინდიანას შტატში აკრძალულია ცივი წყლის გაყიდვა, თბილი წყალი გაყიდვაში თავისუფლადაა.

არაპასტერიზირებული რძე

აშშ-ს ზოგიერთ შტატში აკრძალულ სასმელთა სიაში მოხვდა არაპასტერიზირებული რძე. მთავრობის აზრით, ის საშიშია, რადგანაც მავნე ბაქტერიებით დასნებოვნების რისკი მაღალია.

ხახვი და ნიორი

სამეფო მზარეულებს ეკრძალებათ კერძებში ხახვისა და ნივრის დამატება. სამეფო ოჯახის წევრები შიშობენ, რომ ამ ბოსტენულის სუნი უარყოფით გავლენას მოახდენს მონარქიის რეპუტაციაზე.

კეტჩუპი

ფრანგული სამზარეულო ხშირად გვაოცებს ორიგინალობით, თუმცა პროდუქტების აკრძალვითაც არანაკლებ გამორჩეული ქვეყანაა. დაწყებით სკოლებში მენიუდან ამოღებულია კეტჩუპი, თუმცა არა ყოველთვის. გამონაკლისს წარმოადგენს ის დღეები, როდესაც სადილად კარტოფილი ფრია.

სამსა

სომალიში იკრძალება სამსა, რადგანაც ეს აზიური კერძი ქრისტიანულადაა მიჩნეული. სამკუთხედი ფორმა კი მათთვის წმინდა სამებასთან ასოცირდება.

საღეჭი რეზინა

სინგაპურში 20 წელზე მეტია აკრძალვა ეხება საღეჭ რეზინს. მისი შეძენა მხოლოდ აფთიაქებშია შესაძლებელი. ამის ძირითადი მიზეზად მეტროს მუშაობის შეფერხება სახელდება. საღეჭ რეზინს ხშირად გამოჰყავდა მეტროს კარები მწყობრიდან და იწვევდა შეფერხებებს.

შავი ნაყინი

ნიუ-იორკში აკრძალულია შავი ფერის ნაყინის გაყიდვა, რადგან მის შემადგენლობაში შედის გააქტიურებული ნახშირი. ამ ქალაქის ხელმძღვანელობის აზრით, აღნიშნულ წამალს შეუძლია გამოიწვიოს ყაბზობა და გაუწყლოება.

ნაყინი ჯიბეში

ნიუ-იორკში კანონითაა აკრძალული ნაყინის ჯიბით ტარება.

ქინდერ სიურპრიზი

აშშ-ში ვერ იპოვით კვერცხს ”Kinder Surprise”. ჯანდაცვის სამინისტო არ ეთანხმება პლასტიკისა და კვების პროდუქტების ერთად განთავსებას.

ბურგერები

ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის ბოლივიაში, "მაკდონალდსის" საკვები აკრძალულია მოსახლეობის ინიციატივით. ამ ქვეყნის მოსახლეობამ არ მოისურვა ბურგერების მირთმევა.

წასახემსებელი ბატონი და ბურბუშელა

დანიაში ჯანდაცვის სამინისტრომ აკრძალა მთელ მსოფლიოში პოპულარულ ბატონები და ბუბუშელა. სამინისტრომ ეს იმით ახსნა, რომ ამ წასახემსებელ პროდუქტებში შეიძლება იყოს ღვიძლისა და თირკმელების დაავადების გამომწვევი ნივთიერებები.

თევზი ფუგუ

ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალულია იაპონური თევზის, ფუგუს შეტანა, რომელიც სასიკვდილოდ საშიშია არასწორი მომზადების პირობებში.

ფუა-გრა

ინდოეთში ფუა-გრას შეტანა აიკრძალია ცხოველებისა და გარემოს დამცველების მხრიდან პროტესტის შედეგად. საქმე ისაა, რომ ამ ფრანგული კერძისთვის აუცილებელია ბატებისა და იხვების მკაცრი კვება, რომელთა ღვიძლიც წარმოადგენს დელიკატესის ძირითად კომპონენტს.

შოკოლადის ბატონი

შვედეთმა კომპანია Mars-ს აუკრძალა გამოიყენოს “m&m” შოკოლადის დრაჟეს სავაჭრო ნიშანი, რადგანაც აღნიშნული ლოგოტიპი სხვა ამერიკული კომპანიის Mondelez-ის ლოგოტიპის მსგავსია. ეს უკანასკნელი კი შვედებს უფრო მოსწონთ.

ოლესტრა

ეს სინთეზური ცხიმის შემცვლელი გამოიყენება ჩიფსების და კარტოფილი ფრის დასამზადებლად. იგი აკრძალულია კანადაში. ამ ცხიმის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის მოშლილობები.

ბრომირებული მცენარეული ცხიმი (სტაბილიზატორი E443)

მას აქტიურად გამოიყენებენ არომატულ სასმელებში. თავდაპირველად იგი როგორც ცეცხლმაქრობი შეიქმნა. მიუხედავად ამისა ამერიკელები, ევროკავშირის მცხოვრებლებისგან განსხვავებით, არ აპირებენ უარი თქვან სასმელებში ამ ინგრედიენტზე.

შინაური ორაგული

გამრავლების ასეთი ფორმა აკრძალულია მხოლოდ ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, მიუხედავად იმისა, რომ ასტაქსანტინი - ნივთიერება, რომელსაც უმატებენ თევზს ვარდისფერი შეფერილობის მისაღებად, ადამიანისთვის ძალიან საშიშია.

რაქტოპამინი

სინთეზური დანამატი, რომელიც გამოიყენება ცხოველის მასის გასაზრდელად. ის აკრძალულია ზოგიერთ ქვეყანაში, რადგანაც იწვევს სიმსუქნეს, თავის ტკივილს, სპაზმსა და უძილობას.

აბსენტი

მაგარი ალკოჰოლური სასმელი იწვევს ჰალუცინაციასა და აგრესიულ ქცევას, აკრძალულია აშშ-ში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.

ლალი ჩხიკვაძე