სტატისტიკამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რაციონში უპირატესობას ანიჭებდნენ წითელ ხორცს (საქონელი, ღორი, ცხვარი), შედიოდნენ ნაადრევი სიკვდილის რისკის მქონეთა ჯგუფში.
თეთრი ხორცის (ქათამი, მწყერი, იხვი, ინდაური) მოხმარება კი, პირიქით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და კიბოს განვითარების რისკს 11-16%-ით ამცირებდა.
პოტენციურ დღეგრძელებად აღიარეს ვეგეტარიანელები (მოცემულ შემთხვევაში ვეგანებად იწოდებიან ისინი, ვინც რაციონიდან ამოიღო მხოლოდ ხორცი და არა თევზი).