როგორ უნდა იკვებოთ კლიმაქსის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ უნდა იკვებოთ კლიმაქსის დროს

ბევრს ამის შესახებ საუბარიც კი ეჩოთირება. ამ ყოველივეს არასაკმარისი ცოდნა განაპირობებს.

უნდა გვახსოვდეს, რომ კლიმაქსი დაავადება არ არის, ქალის ორგანიზმის ნორმალური მდგომარეობაა. ბევრს მენოპაუზა ტრაგედიად მიაჩნია, რადგან ჰგონია, რომ ამის შემდეგ ქალი თავის ფუნქციას კარგავს. ეს მცდარი შეხედულებაა - მენოპაუზის დროს ქალი კარგავს მხოლოდ შვილოსნობის უნარს და არა ქალურ თვისებებს. სადღეისოდ აღიარებულია, რომ მენოპაუზასთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების თავიდან აცილება შესაძლებელია სამი ძირითადი მექანიზმის ჩართვით:

1. ჰორმონების დეფიციტის შევსებით;

2. ჯანსაღი, ბალანსირებული კვებით;

3. საკმარისი ფიზიკური აქტივობით.

ჯანსაღი ბალანსირებული კვება ამ პერიოდში გულისხმობს კალციუმით მდიდარი საკვების მიღებას (თუმცა ესტროგენების ზემოქმედების გარეშე კალციუმი ძვლებში ვერ „დამაგრდება“), ცხოველური ცხიმისა და ცომეულის შეზღუდვას, ვიტამინებით მდიდარი მცენარეული საკვების მიღებას. კვების რაციონი სიმსუქნის თავიდან აცილებას უნდა ისახავდეს მიზნად, ვინაიდან მუცელზე ჭარბი ცხიმი ზრდის მენჯის ფუძის კუნთების დატვირთვას და, შესაბამისად, ხელს უწყობს შარდის ბუშტის ფუნქციის მოშლას. რეგულარული ფიზიკური ვარჯიში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს ძვლებში კალციუმის ცვლას და მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების მქონე ორგანოთა კვებას. შარდის ბუშტის ფუნქციის მოსაწესრიგებლად გამოიყენება მენჯის ფუძის კუნთის მიზანმიმართული ვარჯიშიც. კალციუმის ოპტიმალური სადღეღამისო ოდენობაა 1000-1500 მგ. ეს ელემენტი უხვად არის:

  • რძეში;
  • ყველში;
  • იოგურტში;
  • მწვანე ბოსტნეულში;
  • ორაგულში;
  • სოიაში.

კალციუმთან ერთად აუცილებელია ფოსფორის მიღებაც. ფოსფორით მდიდარია თევზი. D ვიტამინი არეგულირებს ძვლებში კალციუმის ცვლას და საკვებიდან ამ ელემენტის ათვისებაში მონაწილეობს. ის ჩვენს ორგანიზმში სინთეზდება მზის სხივების ზემოქმედებით. ვიღებთ საკვებიდანაც. დღეში 2-3-ჯერ 10-15 წუთით მზეზე ყოფნა საკმარისია, რომ ორგანიზმმა სათანადო ოდენობის D ვიტამინი გამოიმუშაოს.

D ვიტამინი მოიპოვება:

  • კვერცხის გულში;
  • ღვიძლში;
  • ორაგულში;
  • ქაშაყში.

მისი დღიური ნორმაა 400-800 ერთეული.

კვების ჰიგიენა კლიმაქსურ და კლიმაქსის შემდგომ პერიოდში ისევე აქტუალურია, როგორც სასქესო ორგანოთა და, საზოგადოდ, სხეულის ჰიგიენა. კვების რაციონალურ რეჟიმსა და რაციონის სრულყოფილებაზე დამოკიდებულია კლიმაქსური პერიოდის ნორმალური მიმდინარეობა და ორგანიზმის სიჯანსაღე ხანდაზმულ ასაკში. ორგანიზმისთვის აუცილებელია მაგნიუმი და სხვა მიკროელემენტებიც, ასევე - ვიტამინებიც. ამ პერიოდში კვების რაციონი განსაკუთრებით მდიდარი უნდა იყოს რძის ნაწარმით (ყველი, ხაჭო, არაჟანი, იოგურტი), ხილითა და ბოსტნეულით, უჯრედისითა და ცხოველური ცილით. უნდა შეიზღუდოს ცხოველური ცხიმისა და ძნელად მოსანელებელი კომპონენტების შემცველი პროდუქტები.