/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

როგორ ვიკვებოთ ნაღვლის ბუშტის დაავადებებისას

როგორ ვიკვებოთ ნაღვლის ბუშტის დაავადებებისას
ნაღვლის ბუშტის დაავადებებისას დიეტური კვება მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად იწყება.

რაციონი დგება დაავადების სიმწვავისა და მოსალოდნელი გამწვავებების გათვალისწინებით.

ქოლეცისტიტის გამწვავებისას რაციონი მდიდრდება თხიერი საკვებით: ნაკლებად ტკბილი ჩაი, წვენები, დაბლენდერებული ბოსტნეულის წვნიანები. დასაშვებია მენიუში ფაფების ჩართვაც, მხოლოდ შეტევიდან მე-3-4 დღეს. ქრონიკული მიმდინარეობისას დიეტა გაცილებით მრავალფეროვანია და ნაკლებ დამზოგველი.

რეკომედებულია ცილოვანი დიეტა ცხიმის მცირე შემცველობით, რაც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობისთვის. ამ მიზნით საკვებს შეიძლება დაემატოს მცირე რაოდენობით მცენარეული ცხიმი ან ნაღების კარაქი, კატეგორიულად აკრძალულია მძიმე ცხოველური ცხიმები - ლორი, ცხვრის ხორცი, საქონლისა და ღორის ხორცი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სასმელებიდან დასაშვებია ჩაი, კომპოტები და წყლით გაზავებული წვენები, ასევე ჩირისგან დამზადებული კომპოტი.

არჩევანი შავ პურზე გააკეთეთ.

შეკითხვა ექიმს
<p>-რამდენას ჯანსაღია ნორვეგიული შებოლილი ორაგული ავოკადოსთან ერთად? და შეიძლება თუ არა ყოველდღიურად მიღება</p>

დასაშვებია: მაგრად მოხარშული კვერცხი, ორთქლზე მომზადებული ომლეტი, შვრიისა და წიწიბურას ფაფა, როგორც ცოცხალი, ისე მოხარშული ხილი და ბოსტნეული.

იკრძალება!

რაციონში უნდა შეიზღუდოს ხორცი, თევზი, სოკო, ცხიმიანი, შემწვარი და მაღალკალორიული პროდუქტები, განსაკუთრებული სიმკაცრით დიეტის დაცვა აუცილებელია ოპერაციის შემდგომ, ამ დროს მენიუ პრაქტიკულად სრულად ვეგეტარიანულია.

რაციონიდან ირიცხება ცხოველური და მცენარეული ცხიმები, ხილი, ბოსტნეული და მწვანილი, ეთერზეთების შემცველი პროდუქტები: ხახვი, ნიორი, თალგამი, ბოლოკი და სხვა.

თუ ხორცისგან სრული თავშეკავება გიჭირთ, შეგიძლიათ მცირე რაოდენობით მიირთვათ უცხიმო ქათმის ხორცი, თევზი.

ამ დროს სრულიად იკრძალება სოუსები, მარინადები, მაიონეზი, შებოლილი და დამარილებული პროდუქტი.

ნაღველმდენი პროდუქტებია

ნაღველმდენი პროდუქტები ასტიმულებენ ნაღვლის ბუშტის მოტორიკას და ამით ეხმარებიან მისგან ნაღვლის გადინებას, რაც უმნიშვნელოვანესია ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მონელების ნორმალურად წარმართვისთვის.

ამ ნიშნით განსაკუთრებით სასარგებლოა:

  • მცენარეული ზეთები, მზესუმზირას, ზეითუნის, ავოკადოსა და სიმინდის. სასურველია ნებისმიერი მზენარეული ზეთი გამოიყენოთ თერმულად დაუმუშავებელი, სალათებზე მოსხმული;
  • ხორბლის ნაცეხვი აძლიერებს ნაღველგამომტანი გზების მოტორიკას, აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკასაც, რაც, თავის მხრივ, ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების დროულ გამოდევნას უზრუნველყოფს;
  • ხილი - ზოგიერთი ხილი დადებით გავლენას ახდენს ნაღველის ბუშტის მოტორიკაზე, მათ შორის - ფორთოხალი, მანდარინი, მსხალი, შავი ქლიავი, ლიმონი, ნესვი და საზამთრო;
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენი - ჭარხლის, კომბოსტოს, ხასიათდება ნაღვლმდენი ეფექტით და მის შეგუბებას ეწინააღმდეგება;
  • ავოკადო შეიცავს მონოუჯერ ცხიმებს, რომლებიც ხელს უწყობს ჭარბი ქოლესტერინის დაშლას და ნაღველგამომტანი სისტემის ფუნქციებს აუმჯობესებს.

ნაღველმდენი პროდუქტების უკონტროლოდ ჩართვა რაციონში გაუმართლებელია, რადგან შეიძლება მათ ნაღვლის ბუშტში არსებული კენჭების დაძვრა გამოიწვიონ.

დიეტა უნდა იყოს დაბალანსებული - მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ის ეფექტიანი.

პროდუქტები, რომლებიც ნაღვლის შეგუბებას იწვევს

არსებობს პროდუქტები, რომლებიც ნაღვლის შეგუბებას იწვევს, ამიტომ სასურველია ისინი საერთოდ გამორიცხოთ რაციონიდან:

  • ცხოველური წარმოშობის ცხიმები, ალკოჰოლი, ძლიერგაზიანი სასმელები, ცხიმიანი საკვები, მარილიანი პროდუქტები, შოკოლადი, ტორტები, ნაყინი, სოკოები, პარკოსნები, ძმარი, მჟავე ბოსტნეული, საფუარზე დამზადებული ცომეული.

კვების ზოგადი რეკომენდაციები

  • მიიღეთ საკვები რეგულარულად, ზომიერი რაოდენობით, ხშირად და მცირე ულუფებით, დაახლოებით 300 გრამამდე, რაც ნაღვლის დროულ გადინებას დაეხმარება და გამომუშავებული ნაღველიც არ შეგუბდება ნაღვლის ბუშტში;
  • შეამცირეთ რაციონში მარილი და ტკბილი;
  • მენიუში უნდა ჭარბობდეს ნაღველმდენი პროდუქტები;
  • მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხე - არა უმცირეს 3 ლიტრისა დღეში;
  • დღეღამური რაციონის კალორიულობა არ უნდა აღემატებოდეს 2500 კალორიას, მით უფრო, თუ პაციენტს ჭარბი წონა აქვს;
  • ცხიმების რაოდენობა შეამცირეთ დღეში 70 გრამამდე;
  • სადილი უნდა იყოს თბილი ან გააჩნდეს ნეიტრალური ტემპერატურა. ცივი და ცხელი საკვები გამორიცხეთ;
  • განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნაღველმდენ საუზმეს, რომელიც ააქტიურებს ღამე დასვენების შემდგომ ნაღვლის ბუშტის მოტორიკას;
  • დილის მენიუ უნდა შეიცავდეს ცილოვან საკვებს, ზომიერი კალორიულობის ფაფას მცენარეული ზეთით.

დიეტა მკურნალმა ექიმმა უნდა შეადგინოს, რადგან შესაძლოა, პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობისა და დიაგნოზის გათვალისწინებით, ზოგიერთი ნებადართული პროდუქტის რაციონიდან გამორიცხვა გახდეს საჭირო.

კომენტარები (17)
მარინე
თუ შეილება ნაღველმა გამოიწვიოს ტკივილი მარჯვენა ფერდზე დუნდულის არეში ანდა ფეხების სისუსტე
თარიღი : 30-01-2025
PATIMA SAMSONIA
გამარჯობათ ნაღვლის სტენდის დროს თუ შეიძლება კივის მირთმევა
თარიღი : 13-08-2024
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ხმელთაშუა ზღვის დიეტის "მწვანე" ვერსია, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა ღვიძლისთვის
ხმელთაშუა ზღვის დიეტის "მწვანე" ვერსია, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა ღვიძლისთვის
ნიგვზის, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულის, მწვანე ჩაის და წყლის პერის (ლემნა) სმუზის
სრულად
რა ხდება ორგანიზმში, როდესაც ხორცზე უარს ამბობთ - თუნდაც მცირე ხნით
რა ხდება ორგანიზმში, როდესაც ხორცზე უარს ამბობთ - თუნდაც მცირე ხნით
ხორცის მიღების რამდენიმე კვირით შეზღუდვამ შესაძლოა ცვლილებები გამოიწვიოს, მათ შორის:
სრულად
დიეტა, რომელიც ტვინს 7 წლით აახალგაზრდავებს
დიეტა, რომელიც ტვინს 7 წლით აახალგაზრდავებს
კვებას ტვინზე დიდი გავლენა აქვს დაბერების პარალელურად დემენციის შემთხვევები იზრდება.
სრულად
სხეულის მასის ინდექსი (სმი): თანამედროვე ნორმები და ჯანსაღი წონის საზომი
სხეულის მასის ინდექსი (სმი): თანამედროვე ნორმები და ჯანსაღი წონის საზომი
თანამედროვე სამყაროში, სადაც ჯანსაღი ცხოვრების წესი სულ უფრო პრიორიტეტული ხდება,
სრულად
ორაგულის სასარგებლო თვისებები
ორაგულის სასარგებლო თვისებები
ორაგული ორაგულისებრთა ოჯახის გამორჩეული წარმომადგენელია. ამ თევზის სხეული დაფარულია წვრილი ქერცლით.
სრულად
დასავლური დიეტა - ყველაზე მავნე რაციონი
დასავლური დიეტა - ყველაზე მავნე რაციონი
ნაწლავის მიკროფლორა გავლენას ახდენს ჯანმრთელობის ბევრ ინდიკატორზე და დამოკიდებულია კვებასა და ცხოვრების წესზე.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

როგორ ვიკვებოთ ნაღვლის ბუშტის დაავადებებისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები