კიბოსგან დამცავი პროდუქტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კიბოსგან დამცავი პროდუქტები

სპეციალისტთა დაკვირვებით, არსებობს საკვები, რომელიც დიდ როლს ასრულებს ონკოდაავადებების პროფილაქტიკაში. ამ პროდუქტებს შორის არიან ნამდვილი „რეკორდსმენებიც“, რომლებსაც ანტისიმსივნურ პროდუქტებსაც უწოდებენ.

პომიდორი

პომიდვრის სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებებს ლიკოპენი განაპირებობს. ეს ნივთიერება ანტიოქსიდანტია, რომელიც, მეცნიერთა აზრით, A ვიტამინსა და ბეტა-კაროტინსაც სჯობნის ეფექტიანობით.

ყურძენი

ყურძენი უხვად შეიცავს ბიოფლავონოიდებს - ძლიერმოქმედ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ხელს უშლის სიმსივნის წარმოშობას. რესვერატროლი, ყურძნის ერთ-ერთი კომპონენტი, სიმსივნურ უჯრედებსაც კი ებრძვის. მეცნიერები ამტიცებენ, რომ ყურძენი განსაკუთრებით ქმედითია კუჭის, ნაწლავებისა და მკერდის სიმსივნის დროს. განსაკუთრებით სასარგებლოა ყურძნის წითელი და შავი ჯიშები. უკეთესი შედეგისთვის ყურძენი კანიანად და კურკებიანად უნდა მივირთვათ - რესვერატროლი მათში ყველაზე მეტია. ბევრია ეს ნივთიერება მშრალ წითელ ღვინოსა და კონცენტრირებულ ყურძნის წვენშიც.

წითელი ჭარხალი

შეიცავს C ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას და ბეტაინს, რომელიც ღვიძლის მუშაობას აწესრიგებს. გარდა ამისა, ჭარხალში ბევრია მაგნიუმი, რომელიც კიბოს უჯრედებს ებრძვის. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ნივთიერება, რომელიც სიმსივნეზე მოქმედებს (ანტოციანების წითელი პიგმენტები), ჭარხალში 8-ჯერ მეტია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ბოსტნეულში. გარდა ამისა, ეს ბოსტნეული განსაკუთრებით მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ხელს უწყობს სისხლის პH-ის მოწესრიგებას. განსაკუთრებით სასარგებლოა ჭარხალი, რომელსაც თეთრი წრეები არ აქვს.

ზეითუნის ზეთი

მეცნიერები დააფიქრა იმ ფაქტმა, რომ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში ქალებს იშვიათად ემართებათ ძუძუს კიბო. აღმოჩნდა, რომ ეს ზეთისხილის მჟავას დამსახურება ყოფილა, რომელსაც ზეითუნის ზეთი შეიცავს. ამ ქვეყნებში კი კერძებს უმეტესად სწორედ ზეითუნის ზეთით ამზადებენ.

გრეიპფრუტი

ეს ციტრუსი ოდნავ თუ ჩამოუვარდება პომიდორს მძლავრი ანტიოქსიდანტის - ლიკოპენის შემცველობით. მიაქციეთ ყურადღება: რაც უფრო წითელია გრეიპფრუტის რბილობი, მით მეტია მასში ლიკოპენი. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები ნამდვილად უშლის ხელს კიბოს განვითარებას. მათ სასარგებლო კომპონენტებს ძალუძს, გაანეიტრალოს კანცეროგენული ნივთიერებები ან საგრძნობლად შეამციროს ორგანიზმზე მათი ზემოქმედება. ასე რომ, აუცილებლად ჩართეთ ისინი თქვენს რაციონში!

ბროკოლი

არც ისე დიდი ხანია, აღმოაჩინეს, რომ ბროკოლი შეიცავს სულფოროფანს. ეს ნივთიერება აქტიურ წინააღმდეგობას უწევს კუჭის წყლულისა და კუჭის კიბოს განვითარებას.

შოკოლადი

კაკაოს მარცვლები ძალიან მდიდარია ანტიოქსიდანტებით. უკეთესი ეფექტისთვის მიირთვით შოკოლადი, რომელშიც კაკაოს შემცველობა არანაკლებ 65%-ია.

ანანასი

ანანასი წმენდს სისხლს, ასტიმულირებს ნაწლავების მოქმედებას, აუმჯობესებს იმუნიტეტს, აქვს კიბოს საწინააღმდეგო თვისებები, ხელს უშლის ატიპური უჯრედების გამრავლებას.

ცეხვილი პური

ასეთი პური სავსებით აკმაყოფილებს ორგანიზმის მოთხოვნილებას უჯრედისსა და ბოჭკოვან საკვებზე. უნარი შესწევს, წინააღმდეგობა გაუწიოს კანცეროგენებს.

წიწმატი

ეს მწვანილი სისხლში იწვევს განსაკუთრებულ ცვლილებებს, რომლებიც სიმსივნის წარმოშობას აბრკოლებს. უჯრედების დაზიანებას ხელს უშლის ნივთიერება ფენეტილ იზოთიოციანატი.