ნივთიერება, რომელიც ნერვული სისტემის ფუნქციობისათვის მნიშვნელოვანია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნივთიერება, რომელიც ნერვული სისტემის ფუნქციობისათვის მნიშვნელოვანია

მეცნიერები მოგვიწოდებენ, ვაკონტროლოთ ქოლინის დონე საკვებ რაციონში. ეს ნივთიერება ნეირომედიატორ - აცეტილქოლინის წინამორბედია. აცეტილქოლინზე კი დამოკიდებულია ნეირონებს შორის იმპულსთა გადაცემა. შესაბამისად, ქოლინი მეტად მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ფუნქციობისათვის. მას უხვად შეიცავს კვერცხის გული, საქონლის ღვიძლი, ხორცი, თევზი, რძე, ხაჭო, ყველი, შედარებით მცირე რაოდენობითაა ის არაქისში (მიწის თხილში), მცენარეულ ცხიმში (ზეთებში), პარკოსნებში, გაღივებულ მარცვლებში, კარტოფილში, პომიდორში, სტაფილოსა და კომბოსტოში.

საყურადღებოა აგრეთვე დემენციით დაავადებულ ვირთაგვებზე ჩატარებული ქსპერიმენტების შედეგებიც. აღმოჩნდა, რომ ცხოველებს, რომელთა დედებსაც ორსულობის დროს ქოლინით მდიდარი საკვებით კვებავდნენ, სივრცითი მეხსიერება ბევრად გაუმჯობესებული ჰქონდათ, იმ ვირთაგვებთან შედარებით, რომელთა დედებიც ქოლინის ჩვეულ ნორმას იღებდნენ. აღნიშნული დიეტის დადებითი ეფექტი რამდენიმე თაობაში შენარჩუნდა.

სპეციალისტთა განცხადებით, ქოლინი ტვინში აქვეითებს ამინმჟავა-ჰომოცისტეინს, რომელსაც შეუძლია ნეირონებისათვის ზიანის მიყენება, კერძოდ, ბეტა-ამილოიდური ჩანართების ჩალაგება (რაც ალცჰაიმერის დაავადების ნიშანია). ქოლინი ამავდროულად აქვეითებს მიკროგლიის აქტივობას. მიკროგლია ტვინის უჯრედთა ერთგვარ "დასუფთავებაზეა" პასუხისმგებელი. მისი გადამეტებული აქტივობა ნეიორონების ანთებასა და დაღუპვას უწყობს ხელს, შესაბამისად, მიკროგლიის ფუნქციობის ბალანსს დიდი მნიშვნელობა აქვს. ქოლინი კი ამას ეფექტურად ართმევს თავს.

თინათინ გოცაძე